ტაროს გაშლა. გექნებათ თუ არა შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც გაინტერესებთ? როდის? რისთვის?

0
231

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: გექნებათ თუ არა შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც გაინტერესებთ? როდის? რისთვის?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ თქვენი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მაზეა).

დღეს ვისაუბრებთ სწორედ პირად შეხვედრაზე და არა ვირტუალურზე. მაგრამ, დასაწყისისთვის, მოდი განვიხილოთ თქვენი ისტორია მოცემული მომენტისთვის.

კარტი აშკარად გვიჩვენებს, რომ თქვენ ხშირად ფიქრობთ ამ მამაკაცზე, იგი თქვენ გიზიდავთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ძალიან განიცდით იმას, რომ იგი თქვენს გვერდით არ არის.უბრალოდ, თქვენ იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც შეუძლია გადართოს საკუთარი ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საქმეებზე, რომლებიც თქვენს თანამონაწილეობას მოითხოვს.თქვენ არ ვარდებით დეპრესიაში და აგრძელებთ ცხოვრებას. კერძოდ, ახლა გადართული ხართ სამსახურზე, პროფესიულ განვითარებაზე.თუმცა, რა თქმა უნდა, მამაკაცის შესახებ არ დაგვიწყებიათ, გრძნობთ მისადმი მიზიდულობას, თუმცა რაიმე ღრმა გრძნობას კარტი არ გვიჩვენებს. მამაკაცი გარეგნულად მოგწონთ, თუმცა სიყვარულზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

აი მამაკაცი კი მთლიანად გრძნობებშია, რომანტიკულ, რბილ ენერგიებზეა. იგი ძალიან ემოციური ადამიანია და თქვენს მიმართ აშკარად განიცდის გრძნობებს.მას სურს, რომ მოგწეროთ, დაგირეკოთ, მაგრამ აქ საუბარია ჯერ მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობაზე, რომელიც ახლა თქვენს შორისაა. მაგრამ, თუ ასეთი ურთიერთობა არ გაქვთ, მაშინ პენტაკლების პაჟის მიხედვით, მას ძალიან სურს, რომ გქონდეთ.თქვენს შორის ურთიერთობა ნამდვილად ჩანს, მაგრამ ეს არის ნეიტრალური ან მეგობრული ურთიერთობა. მართალია, ეს ურთიერთობა არის სასიამოვნო და კომფორტული, თუმცა მისი სტაბილურ რომანტიკულ ურთიერთობად გადაქცევა – არც ისე მარტივია.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ქალის ჩარევა, რომელთანაც მას წარსულში ჰქონდა ურთიერთობა. ზოგის შემთხვევაში, კარტი გვიჩვენებს არჩევანს თქვენსა და ამ ქალს შორის.უნდა ელოდოთ თუ არა შეხვედრას? როდის? რისთვის? მოდი ვნახოთ. მამაკაცი გამოჩნდება დაახლოებით 2 – 5 თვეში (ყველასთვის ინდივიდუალურია, რადგან გაშლა ზოგადია).თქვენს შორის შედგება საუბარი, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. ვიღაცის შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონფლიქტს. თუმცა, კარტი მაინც გვიჩვენებს გრძნობებს, თანაც უფრო მეტად მამაკაცის მხრიდან.რას მოგიტანთ ეს შეხვედრა? ურთიერთობას, რომელშიც პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი თქვენ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე.თქვენ მზად იქნებით დაიხარჯოთ ამ ურთიერთობისთვის, რათა შექმნათ სტაბილური ურთიერთობა, რომელიც თქვენ ასე გჭირდებათ.მაგრამ, ნახავთ, რომ მამაკაცი მაინცდამაინც არ იხარჯება ამისთვის და თანდათან დაშორდებით მას. თანაც, მას არც ისე ძალიან ენდობით. თქვენ ისევ დაუბრუნდებით საკუთარ ცხოვრებას, ყოველდღიურ საქმეებს, კომფორტის ზონას.

თქვენ აღმოჩნდებით არჩევანის წინაშე, გჭირდებათ თუ არა ეს ურთიერთობები საერთოდ და გაშლის ბოლოში გამოსული კოშკის მიხედვით, სავარაუდოდ, არჩევანს მამაკაცის სასარგებლოდ არ გააკეთებთ.