ფაიფურისებრი კანი. სახის კანის სიმშრალის საწინააღმდეგო შინაურული ნიღბის რეცეპტი

0
60

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტს. ნიღაბი უბრალოა, მაგრამ, ძალიან ეფექტური. მას ბევრი დრო არ სჭირდება და თან ძალიან ბიუჯეტურია. დაგვჭირდება მხოლოდ ოთხი იაფი ინგრედიენტი.გაზაფხულზე კანს ისევ უბრუნდება სიცოცხლე – იწყებს აღდგენას გათბობის პერიოდისა და ოთახებში არსებული მშრალი ჰაერის ზემოქმედების შემდეგ. მას ამ დროს დახმარება ესაჭიროება! გთავაზობთ სპა პროცედურის ჩატარებას პირდაპირ სახლის პირობებში და დამატენიანებელი ნიღბის მომზადებას – ფაიფურისებრი კანის მისაღებად.ეს რეცეპტი ერთ-ერთმა ბიუთი ბლოგერმა გაგვიზიარა.

ჩვენ დაგვჭირდება:

  • კვერცხის გული – 1 ცალი;
  • თაფლი – 1 ჩაის კოვზი;
  • გლიცერინი – 0,5 ჩაის კოვზი (იყიდება აფთიაქებში);
  • ვიტამინი E.

ამ ნიღბის მომზადება ძალიან მარტივია: ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული, თაფლი, გლიცერინი და ვიტამინი E. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი კანი გახდება დატენიანებული და მკვრივი. ამ ნიღბის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი – თქვენი კანი ფაიფურისებრი გახდება.ამ შინაურული ნიღბის საიდუმლო – ინგრედიენტების იდეალურ შერწყმაშია.

  • კვერცხის გული მდიდარია A, B5, B12, H, D ვიტამინებით. ის ასევე შეიცავს ქოლინს, რომელიც ხელს უწყობს ანთების აღმოფხვრას, კობალტს – რომელიც ეხმარება პიგმენტაციასთან ბრძოლაში, რკინას – რომელიც ამდიდრებს კანის უჯრედებს ჟანგბადით, რის წყალობითაც ის იძენს ჯანსაღ ფერს.
  • თაფლი, ისევე როგორც კვერცხის გული, შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას – ვიტამინ C და B ვიტამინებს, ასევე ამინომჟავებს, ორგანულ და ხილის მჟავეებს, თუთიას. ის შეგვიძლია თამამად მივაკუთვნოთ ბუნების მიერ შექმნილ კოსმეტიკას: თაფლი ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში, აღადგენს და ამშვიდებს მას, გამოჰყავს ტოქსინები, ებრძვის ნაოჭებს და ეფექტურად ასუფთავებს ფორებს.
  • გლიცერინი ცნობილია თავისი დამატენიანებელი თვისებებით, მაგრამ ის კარგია არა მხოლოდ ამისთვის. ეს ინგრედიენტი ასევე შესანიშნავად არბილებს კანს, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, აღადგენს კანს, ასწორებს ნაოჭებს და აძლიერებს დამცავ ბარიერს.
  • ვიტამინი E – აუცილებელია კანის მოვლისთვის და უამრავი დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების ძირითადი ინგრედიენტია. ის იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და რაც მთავარია ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და კანის აღდგენას.

შეგახსენებთ რამდენიმე უკუჩვენების შესახებ – ნიღბის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც კანზე არის რაიმე სახის დაზიანება, ძლიერი ანთება და გაღიზიანება. ნიღბის გამოყენება არ შეიძლება კანის დაავადებების არსებობის შემთხვევაშიც.ასევე, ნიღბის წასმამდე გირჩევთ შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა ალერგია კვერცხის გულზე ან თაფლზე. ამისათვის, წაისვით ისინი მცირე რაოდენობით იდაყვის შიდა მიდამოში ან კანის სხვა მონაკვეთში. თუ კანი მშვიდად რეაგირებს, ესე იგი ალერგია არ გაქვთ.გისურვებთ ოპტიმიზმის შენარჩუნებას და, რა თქმა უნდა, სილამაზეს!