ვიტამინები და ჯანსაღი კვება. რა, რისთვის და რატომ?

0
199

გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრიც არ ვიცით, თუ რას წარმოადგენს ვიტამინები და რა როლი აქვს ჯანსაღ კვებაში. ბავშვობიდან გვახსოვს, რომ “ვიტამინები კარგია”, რომ “ვიტამინი C – არის ციტრუსოვანი ხილი”, გაზაფხულზე კი ავიტამინოზის დიდი ალბათობაა. რატომ არის ვიტამინები მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვებისათვის? სწორედ, ამ თემაზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ვიტამინების როლი ჯანსაღ კვებაში უზარმაზარია. სინამდვილეში, კვება შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღად მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მდიდარია ყველა სახის ვიტამინით.

ვიტამინები და ჯანსაღი კვება: საიდან რა მოდის? – ვიტამინები და ჯანსაღი კვება ბევრად უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენს ორგანიზმში არ ხდება ვიტამინების სინთეზი, ისინი მასში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ გარედან, საკვებთან ერთად. ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილება ვიტამინებზე მცირეა, გრამის რამდენიმე ასეული, მაგრამ რომელიმე მიკროელემენტის არარსებობამ შეიძლება სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.ვიტამინები ხელს უწყობს სწორ მეტაბოლიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის შრომისუნარიანობას. ვიტამინებზე ჩვენი მოთხოვნილება იცვლება წელიწადის დროის და ასევე ორგანიზმზე არსებული დატვირთვის მიხედვით. ასე რომ, ბავშვებში ზრდის პერიოდში ვიტამინებზე მოთხოვნილება იზრდება და მათი ნაკლებობა იწვევს ცალკეული ორგანოების ან მთელი ორგანიზმის არასწორ განვითარებას. ასევე, ორსულობის დროს ქალებს სჭირდებათ მეტი ვიტამინი, ვიდრე ჩვეულებრივ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები ჯანსაღი კვებისთვის – ვიტამინი A აუცილებელია მხედველობის ფუნქციებისთვის, მისი დეფიციტი იწვევს “ქათმის სიბრმავეს”. ეს ვიტამინი დიდი რაოდენობით გვხვდება თევზში, კარაქში ან კვერცხის გულში. კაროტინი, რომელიც გვხვდება სტაფილოში ან გოგრაში, თავისთავად არ არის ვიტამინი A, თუმცა შეიძლება გადაიქცეს A ვიტამინად საჭმლის მონელების დროს. ის არ “მეგობრობს“ ჟანგბადთან და ულტრაიისფერ გამოსხივებასთან, ამიტომ კაროტინის შემცველი ბოსტნეული უმჯობესია ბნელ ადგილას შეინახოთ.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი ჯანსაღი კვებისთვის არის – B1. მისი ნაკლებობა ორგანიზმში გამოიწვევს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას, რამაც უარეს შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კიდურების დამბლა. ის ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილების ცვლას, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების აქტივობას. ადამიანისთვის B1-ის წყაროა ჭვავის პური, ძროხის ღვიძლი, ლობიო და თხილი.

თუ ორგანიზმი არ ღებულობს C ვიტამინის საკმარის რაოდენობას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ასკორბინის მჟავა – ადამიანი უფრო ხშირად იღლება, უვითარდება გულის სისუსტე, ქოშინი. როდესაც C ვიტამინის დონე კრიტიკულად დაბალია, ადამიანი შეიძლება დაავადდეს სურავანდით – ღრძილები სივდება, კბილები ირყევა და ვარდება, კუნთებში შეინიშნება სისხლჩაქცევები. ციტრუსების გარდა, ასკორბინის მჟავა გვხვდება მწვანილში, ბევრ ბოსტნეულსა და ხილში, ასევე კენკრაში.D ვიტამინი – ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვებისათვის. მისი დეფიციტი არის ბავშვებში რაქიტის მიზეზი, რომლის დროსაც ნერვული სისტემის ფუნქციონირება ირღვევა. ბავშვი ადვილად ღიზიანდება და ხშირად ტირის. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითების გამო ხდება ძვლოვანი ქსოვილის დაზიანება, გულმკერდის დეფორმაცია, შეინიშნება ქალას და ნეკნების ძვლების დარბილება. ვიტამინი D-ს ადამიანი ძირითადად იღებს თევზის ღვიძლისა და კარაქიდან. ზოგიერთმა “იღბლიანმა“ შეიძლება იცოდეს, რომ ის უხვად არის თევზის ქონში.

ჩვენს დროში მიკროელემენტების ნაკლებობის შევსება შესაძლებელია მედიკამენტოზურად, მულტივიტამინური პრეპარატების დახმარებით, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუმცა, უმჯობესია ვიტამინები თქვენს ორგანიზმში მოხვდეს ბუნებრივი გზით – სწორი, ჯანსაღი კვებით.