შვიდი რჩევა მგრძნობიარე კანის მოვლისთვის

0
179

ამინდის, ატმოსფერული დამაბინძურებლებისა და კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი კომპონენტების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება, ქავილი და დაჭიმულობა. მგრძნობიარე – შეიძლება გახდეს ნებისმიერი ტიპის კანი. მის დასაცავად და დასამშვიდებლად საჭიროა რამდენიმე რჩევის გამოყენება და სწორედ ამ რჩევებზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ნუ გადააჭარბებთ – მოერიდეთ აგრესიული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც ნაზად წმენდს, ამშვიდებს, აშორებს ზედმეტ ცხიმს, ჭუჭყსა და მკვდარ უჯრედებს.

მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ – ეს უნდა იყოს სავალდებულო ჩვევა, კანის ტიპის მიუხედავად. თუ მაკიაჟს ღამის განმავლობაში სახეზე დატოვებთ, ეს გამოიწვევს კანის სიმშრალესა და სიწითლეს. საღამოს სასარგებლოა მგრძნობიარე კანისათვის განკუთვნილი რბილი ქაფის გამოყენება.

უზრუნველყავით სათუთი მოვლა – ბამბის დისკოთი დაიტანეთ თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება. გაიჩერეთ ცოტა დიდხანს, რათა კოსმეტიკა გაიხსნას. ეს ხელს შეუწყობს მის სწრაფად მოცილებას და არ გამოიწვევს კანზე უარყოფით შედეგებს. გასრესა, გაწმენდა, გაშრობა – ზრდის კანის მგრძნობელობას.

დაიცავით კანი მზისგან – ულტრაიისფერი სხივები საზიანოა მოღრუბლულ დღეებშიც კი. ჩართეთ მზისგან დამცავი საშუალება კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში. მას უნდა გააჩნდეს დამატენიანებელი თვისებები.

გაიკეთეთ გამაგრილებელი კომპრესები – ცხელი შხაპი და აბაზანა აშრობს მგრძნობიარე კანს. სახე დაიბანეთ თბილი წყლით. სახისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცი მოათავსეთ მაცივარში და შემდეგ გაიკეთეთ კომპრესი. ეს ხელს შეუწყობს გაღიზიანების მოხსნას.

დაიცავით დაბინძურებისგან – დღის განმავლობაში, სახეს შეიძლება მიეწებოს ჭუჭყის, მტვრის ნაწილაკები, რაც არღვევს კანის ბარიერს. მათი დაგროვებისას ჩნდება სიმშრალე და სიწითლე. თან იქონიეთ სველი ხელსახოცები და გაიწმინდეთ კანი საჭიროების შემთხვევაში. საღამოს აუცილებლად გაიწმინდეთ სახე, რათა მოიშოროთ ჭუჭყი და კოსმეტიკა.

უზრუნველყავით დატენიანება – ეს პროცედურა დაეხმარება კანს გაწმენდასა და დამშვიდებაში. გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები დილასა და საღამოს. დალიეთ ბევრი წყალი მთელი დღის განმავლობაში.