ძუნწი ორმაგს იხდის. რატომ არ უნდა გამოტოვოთ თმის ტონირების სეანსი

0
212

ექსპერტები გვირჩევენ თმის ტონირებას ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ, თმის შეღებვის შემდეგ. მაგრამ, ზოგჯერ როგორ არ გვინდა ამაზე ფული დახარჯვა! ან უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ ტონირება დამოუკიდებლად გავიკეთოთ. ასე მოქცევა არ შეიძლება! შედეგად, თქვენ შეიძლება გადააწყდეთ ბევრად უფრო დიდ პრობლემებს და დახარჯოთ მნიშვნელოვანი თანხები მათ გადასაჭრელად. სწორედ, ამ პრობლემებზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.მერწმუნეთ, საქმე მხოლოდ ესთეტიკას არ ეხება: ბოლოსდაბოლოს, გაზრდილი ძირები შეგვიძლია ომბრედ აღვიქვათ. სამწუხაროდ, ტონირების გამოტოვებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თმას.უპირველეს ყოვლისა, საფრთხე ემუქრება გაუფერულ თმას. თუ ირჩევთ ქერა ან კაშკაშა კრეატიულ ფერებს, ეს ის ვარიანტებია, რომლებიც თმის წინასწარ გაღიავებას მოითხოვს.

მუქ თმაზე ტონირების ხშირად გაკეთება აუცილებელი არ არის, ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. თუ თმის სიგრძეზე მისი ფერი მოგწონთ, შეგიძლიათ მხოლოდ ძირები შეიღებოთ, ხოლო თმის სიგრძეზე სალონური მოვლა გამოიყენოთ.ცოტაოდენი თეორია: თმის გაღიავებისას ნადგურდება ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც ავსებს თმის სტრუქტურას. მათ ადგილას სიცარიელეები წარმოიქმნება. შედეგად თმა ხდება უფრო მყიფე, ხოლო თმის კუტიკულა უფრო ფხვიერი. თმა უფერულდება, არა აქვს მბზინვარება და თმას ტონირების გარეშე ყვითელი ფერი დაჰკრავს.ეს გამოწვეულია ჰიგიროსკოპიულობით: დაზიანებული ადგილები და სიცარიელეები ატმოსფეროდან შთანთქავს ჭუჭყსა და მტვერს, ხოლო წყლიდან – ლითონებსა და ჟანგს.ტონირება, თავის მხრივ, ავსებს ამ წარმოქმნილ სიცარიელეებს ხელოვნური პიგმენტებით. ასევე, საღებავი შეიცავს მზრუნველ კომპონენტებს: ზეთს, ლიპიდებს, ჰიდროლიზებულ კერატინს, სილიკონებს. ეს კომპონენტები ასევე ავსებს თმას და ანიჭებს მას მბზინვარებასა და სიგლუვეს, ასწორებს კუტიკულას.

რამდენად ხშირად არის საჭირო ტონის განახლება? – საღებავის სამომხმარებლო გამძლეობა გამოითვლება რამდენიმე კვირიდან ერთ თვემდე – დამოკიდებულია ბრენდზე, თმის მდგომარეობასა და თმის მოვლაზე და ეს იმ პირობით, რომ თმას იბანთ ყოველ ორ დღეში ერთხელ. ამ პერიოდში ხელოვნური პიგმენტები თმიდან ირეცხება, ათავისუფლებს სიცარიელეებს და თმა ხდება მტვრევადი.არ არის რეკომენდირებული რეგულარული ტონირების გამოტოვება – განსაკუთრებით თუ იზრდით თმის სიგრძეს და ოცნებობთ ისეთ ნაწნავზე, როგორიც რაპუნცელსა აქვს.

გახსოვდეთ: თმის ტონირების შემთხვევაშიც, მაინც რეგულარულად უნდა გამოიყენოთ პროფესიონალური ბრენდების ნიღბები, რომლებიც გაღიავებული თმისთვის არის რეკომენდირებული.