შხაპის მიღებისას, ვის და რატომ სჭირდება თავის ორჯერ დაბანა?

0
286

შამპუნის მწარმოებლები, როგორც წესი, ეტიკეტებზე მიუთითებენ, რომ საკმარისია მათი პროდუქტი მხოლოდ ერთხელ წაისვათ და კარგად აიქაფოთ, რათა ეფექტურად გასუფთავდეს თავის კანი და თმა. თუმცა, ეს წესი ყველასთვის არ არის გამოსადეგი. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ ამ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ ვის სჭირდება თავის ორჯერ დაბანა და რატომ.ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ დილით თმის დაბანის შემდეგაც კი, უკვე შუადღისთვის თმა ძირებთან პრიალებს და თითქოს უკვე დასაბანია? ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში შამპუნს ვლანძღავთ: ვამბობთ, რომ პროდუქტი უხარისხოა და მისი შეცვლაა საჭირო.

მაგრამ რა მოხდება, თუ ვიტყვით, რომ სინამდვილეში საშუალება არაფერ შუაშია და თქვენ უბრალოდ არასწორად იბანთ თმას? თქვენი პრობლემის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ზედმეტად ცხიმიანი კანია. სწორედ ამიტომ, თმა იწყებს გაჭუჭყიანებას დაბანიდან უკვე რამდენიმე საათის შემდეგ.ამასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სწორი მოვლა, რაც გულისხმობს შამპუნის ორჯერ წასმას თავის დაბანის დროს. ჯერ დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ: წაისვით ცოტაოდენი შამპუნი, კარგად ააქაფეთ და მასაჟის მოძრაობებით წაისვით თმასა და თავის კანზე. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა და კვლავ გაიმეორეთ იგივე პროცედურა.

მაგრამ, ეს არ უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში თუ კანის ცხიმი ნორმალურად გამოიყოფა. ამან, შეიძება გამოიწვიოს თავის კანის გამოშრობა, რაც გამოიწვევს აქერცვლასა და ქავილს. ეს პრობლემები კი ნამდვილად არ გვჭირდება, მეთანხმებით? არსებობს კიდევ რამდენიმე სასარგებლო სილამაზის ჰაკი, რომელიც ცხიმიანი თავის კანის მფლობელებს დაეხმარება შეინარჩუნონ თმა სუფთა მდგომარეობაში, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. ერთ-ერთი მათგანია მშრალი შამპუნის გამოყენება თავის დაბანისთანავე. ჯერ გაიშრეთ თმა, შემდეგ კი ნაზად შეისხურეთ სპრეი თმის ძირებთან – ასე, თქვენი თმა არა მხოლოდ შეინარჩუნებს სისუფთავეს მთელი დღის განმავლობაში, არამედ მყისიერად შეიძენს შესანიშნავ მოცულობას.

კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენი თავის კანი არ გაცხიმიანდეს დაბანიდან რამდენიმე საათის შემდეგ? არ შეეხოთ თმას! ჩვენი ხელისგულები გამოჰყოფს ცხიმის საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომელსაც ჩვენ უბრალოდ “ვისვამთ” თმაზე თმის შესწორების გაუთავებელ მცდელობებში. შედეგი – თმა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ბინძურდება.