ახალგაზრდობის ჰორმონები. მარადიული სილამაზის 5 “ჯადოსნური” დამხმარე

0
110

ახალგაზრდობის ჰორმონი – ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამედიცინო ტერმინი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სპეკულაციური და დაუჯერებელი სტატუსი. მართლაც, არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი სილამაზის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში. და მათი უმეტესობის მიღება შესაძლებელია უბრალოდ… სათანადო კვებით. სწორედ, ამ ნივთიერებებზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

რომლებია ახალგაზრდობის ჰორმონები? – ახალგაზრდობის ჰორმონი გარკვეულწილად განსხვავდება სხვებისგან, რომლებიც როგორც ცნობილია, ასზე მეტი “მუშაობს” ჩვენს ორგანიზმში. ახალგაზრდობის ჰორმონებს ჩვეულებრივ უწოდებენ ჰორმონებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გავლენა დაბერების პროცესის შენელებაზე. ახალგაზრდობის ძირითადი ჰორმონებია: ესტროგენი, სომატოტროპინი, ტესტოსტერონი, DHA (დეჰიდროეპიანდროსტერონი) და მელატონინი. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად.

ესტროგენი: ახალგაზრდობა და დღეგრძელობა – ესტროგენები პასუხისმგებელნი არიან კანის ელასტიურობასა და ახალგაზრდობაზე, ასევე სექსუალურობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ამას გარდა, ესტროგენები დადებითად მოქმედებს გულის კუნთის ფუნქციონირებაზე, იცავს სისხლძარღვებს და უზრუნველყოფს ძვლების სიმტკიცეს. ქალის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ესტროგენი საგრძნობლად აჭიანურებს მენოპაუზის პერიოდს. როგორც მეცნიერთა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა: რაც უფრო გვიან დგება მენოპაუზა ქალში, მით უფრო დიდხანს ინარჩუნებს ის ახალგაზრდობასა და აქტიურობას და, საბოლოო ჯამში, უფრო გრძელია მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა.ესტროგენების გამომუშავება ხდება ჩვენი ორგანიზმის მიერ, მაგრამ მისი დახმარება შესაძლებელია. იზოფლავონები ბუნებრივი ფიტოესტროგენებია, რომელთა მოლეკულები ძალიან ჰგავს, მაგრამ არ არის იდენტური ქალის ჰორმონების მოლეკულებსა. ისინი გვხვდება სოიოს პროდუქტებში, სვიასა და რევანში. იზოფლავონები ავლენენ ეფექტებს, რომლებიც ანალოგიურია ქალის ორგანიზმის საკუთარი ესტროგენების მოქმედებისა.

სომატოტროპინი – ზრდისა და სილამაზისთვის – დღეს ხშირად მოისმენთ განმარტებას: სომატოტროპინი – ახალგაზრდობის, ზრდისა და სილამაზის ჰორმონი. თუმცა, 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე სომატოტროპინის დაბერების საწინააღმდეგო თვისებები უცნობი იყო. მოგვიანებით, კვლევებით დამტკიცდა, რომ ორგანიზმში სომატროპინის მაღალი დონე არა მხოლოდ ქსოვილებს უნარჩუნებს ახალგაზრდობას, არამედ უზრუნველყოფს გონების სიცხადეს ღრმა სიბერემდე. ექსპერიმენტის დროს ამერიკელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ სომატოტროპინის ექვსთვიანი მიღების შემდეგ კვლევის მონაწილეებს (მათი ასაკი ვარირებდა 53-დან 62 წლამდე) მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ კანის მდგომარეობა, შეუმცირდათ ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა და გაუძლიერდათ კუნთები ისეთი ტონუსის შეძენით, როგორიც ჩვეულებრივ 45 წლის ადამიანების კუნთებისთვის არის დამახასიათებელი.სომატოტროპინის გამომუშავებას ასტიმულირებს უცხიმო ცილოვანი საკვები, როგორიცაა ხაჭო, ზოგიერთი სახეობის ყველი, ოსპი და უცხიმო ჯიშის თევზი.

ტესტოსტერონი: ემოციები, ვნება და სექსუალობა – დადასტურდა, რომ მამრობითი სქესის ჰორმონი ტესტოსტერონი ძალზე სასარგებლოა ქალის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობისთვის. ტესტოსტერონი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამას გარდა, გავლენას ახდენს ემოციურ ფონზე. ბუნებით განზრახული იყო, რომ ტესტოსტერონს უნდა გამოეწვია აგრესიისა და ემოციების, თავდაჯერებულობისა და სექსუალური ლტოლვის პროვოცირება მამაკაცებში. ქალის სხეულში ტესტოსტერონი შესამჩნევად უფრო დელიკატურად იქცევა – ის აღვიძებს სექსუალობას, ზრდის თვითშეფასებას, აღვიძებს ფიზიკურ აქტივობას, ტონუსში მოჰყავს კუნთოვანი ქსოვილი, ამაგრებს ძვლებსა და სახსრებს და ასტიმულირებს კანის უჯრედების რეგენერაციას.ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს თუთია და მანგანუმი. ამ ნივთიერებებით მდიდარია: ხორბლის ქატო, ფოთლოვანი ბოსტნეული, ისპანახი, წიწიბურა, ზღვის თევზი და შვრიის ფანტელი.

DHA – ახალგაზრდობა და ჰარმონია – ჰორმონი DHA, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეჰიდროეპიანდროსტერონი, ასრულებს წარმოუდგენლად მნიშვნელოვან და ღირებულ ფუნქციას ნებისმიერი ქალბატონისთვის – ის პასუხისმგებელია ჩვენს აღნაგობაზე. DHA გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ და წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი სქესის ჰორმონების ერთგვარ სინთეზს. იგი ატონიზირებს კუნთოვან ქსოვილს, ხელს უშლის ცხიმის უჯრედებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში, პროვოცირებას უკეთებს ცხიმის ტრანსპორტირებას კუნთოვანი ქსოვილის მიტოქონდრიებში (სადაც ის იწვის და ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიად იქცევა).DHA-ს არასაკმარისი რაოდენობა ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო, ოსტეოპოროზი, ინფარქტი, დემენცია. ჩვეულებრივ, ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ძილის ნორმალიზებას და ეფექტურად იცავს ორგანიზმს სტრესულ პირობებში. 25-30 წლის ასაკში ადამიანებს აქვთ DHA-ს მაქსიმალური დონე, მაგრამ 40 წლისთვის მისი გამომუშავება თითქმის განახევრებულია. საბედნიეროდ, ზოგიერთ პროდუქტს შეუძლია მისი დეფიციტის შევსება. მაგალითად: ზღვის თევზი, ავოკადო, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი.

მელატონინი: ახალგაზრდობა უჯრედულ დონეზე – მელატონინი ძალზე მნიშვნელოვანია სხეულის ახალგაზრდობისთვის. მისი პირველი და მთავარი ფუნქციაა ყოველდღიური რეჟიმების დაცვა. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მათ შეიყვანეს ზრდასრული მამაკაცი დახურულ სივრცეში, სადაც მზის შუქი არ შედიოდა და არ იყო დროის მაჩვენებლები. მამაკაცმა ერთი თვე გაატარა ამ ოთახში და მიუხედავად იმისა, რომ მას დროის დადგენა არ შეეძლო, იძინებდა და იღვიძებდა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ამაში მას სწორედ მელატონინი დაეხმარა, რომელიც საღამოს სხეულს ატყობინებს, რომ ახლა დასასვენებლად დაწოლის დროა, დილით კი მას აღვიძებს ახალ დღესთან შესახვედრად, დასვენებული სხეულითა და სულით.რა შუაშია მარადიული ახალგაზრდობა? საქმე ისაა, რომ უჯრედების განახლების ყველა პროცესი ძილის დროს ხდება. ძილის ნაკლებობით, სწრაფად და ნაადრევად ვბერდებით და თუ იმ რეჟიმს მივყვებით, რომელსაც მელატონინი გვკარნახობს, უჯრედებს დიდხანს ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას. ამას გარდა, მელატონინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, იგი არეგულირებს ენდოკრინული სისტემის აქტივობას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, არეგულირებს საჭმლის მონელებისა და ტვინის ფუნქციებს.ისევე, როგორც ჰორმონი DHA-ს შემთხვევაში, მელატონინის გამომუშავებაც მკვეთრად მცირდება 40 წლის შემდეგ. თუმცა, მისი დეფიციტის ასანაზღაურებლად, უმჯობესია მიმართოთ არა ფარმაცევტულ პრეპარატებს, არამედ გადახედოთ საკუთარ კვების რაციონს და დაამატოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა გამომცხვარი კარტოფილი, მყარი ჯიშის ხორბლის პროდუქტები და ცხვრის ხორცი.

ჰორმონალური დისბალანსი ხშირად დაავადების გაჩენისა და ნაადრევი დაბერების მიზეზია. და პირიქით – თუ ჰორმონალური ფონი ნორმალურია, თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელობას ასხივებს. 35 წლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია თვალყურის დევნება, რომ ჰორმონების დონე, განსაკუთრებით კი ამ „დიდი ხუთეულისა“, რომელიც ჩამოვთვალეთ, იყოს საკმარისი. რადგან, სწორედ ეს ჰორმონები უზრუნველყოფს ქალის სილამაზესა და ახალგაზრდობას.