ქერტლისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო. რატომ უნდა იყოს სანდალის ხის ზეთი ყველა კოსმეტიკურ ჩანთაში

0
233

სანდალის ხის ეთერზეთი – ხშირად გვხვდება მრავალი კოსმეტიკური პროდუქტის შემადგენლობაში, ნაწილობრივ მისი სამკურნალო თვისებების გამო, მაგრამ უფრო მეტად მისი უნიკალური აღმოსავლური არომატის გამო. სწორედ, ამ ეთერზეთზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.სანდალის ხის ეთერზეთი მდიდარი ისტორიის მქონე ზეთია, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და სანსკრიტულ ტექსტებშიც კი გვხვდება. დღეს ის აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და არის კანის მოვლის მრავალი პროდუქტის შეუცვლელი კომპონენტი.

სანდალის ხის ეთერზეთის მახასიათებლები და თვისებები – სანდალის ხის ეთერზეთს აქვს მკვრივი, მძიმე ტექსტურა, მოყვითალო ელფერი და ხე-ბალზამისებური, მუშკის არომატი. სანდალის ხის ზეთის კომპონენტების დადებითი გავლენა ადამიანის ნერვულ და ფიზიკურ სისტემაზე უძველესი დროიდან იყო ცნობილი და მას იყენებდნენ რელიგიურ რიტუალებში, მედიტაციურ ღონისძიებებში და ბალზამირებისთვისაც კი. ამ ზეთის არომატს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ებრძვის უარყოფით ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, კურნავს უძილობას, დეპრესიას.სანდალის ხის ეთერზეთი გამოიყენება თერაპიული მიზნებისთვის, როგორც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმის საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება. განსაკუთრებით ეფექტურია დერმატიტის, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რაც პოპულარულს ხდის მის გამოყენებას მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების შესაქმნელად. სანდალის ხის ზეთს ასევე აქვს ბაქტერიოციდული და ამოსახველებელი თვისებები, აქრობს ვეგეტოსისხლძარღვოვან რეაქციებს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და არის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

სანდალის ხის ეთერზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში – სანდალის ხის ეთერზეთი კოსმეტოლოგიაში გამოიყენება, როგორც გამაახალგაზრდავებელი და ლიფტინგ საშუალება. მისი აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობს ბადისებრი ნაოჭების გასწორებას, აღადგენს სახის კანის ფერს, ატონიზირებს მას, ამშვიდებს, აშორებს პრემენსტრუალურ და პუბერტატულ გამონაყარს. სანდალის ხის ეთერზეთით გამდიდრებული პროდუქტები რეკომენდებულია სახის კანის მოვლისთვის სიმშრალის, შემცირებული ელასტიურობის, აკნესა და  დერმატიტის დროს. შამპუნებსა და თმის ნიღბებში სანდლის ხის ზეთის დამატება ხელს უშლის თმის ცვენას და აქრობს ქერტლს.სანდლის ხის ეთერზეთს ასევე აქვს მათეთრებელი ეფექტი, ამიტომ რეკომენდებულია მისი გამოყენება ჰიპერპიგმენტაციის დროს პიგმენტური ლაქების, ჭორფლის, ქლოაზმის მოსაშორებლად. საბაზისო ზეთთან (როგორიცაა ნუშის ზეთი) რამდენიმე წვეთი სანდლის ხის ზეთის შერევით მიიღებთ მშვენიერ დამატენიანებელ და დამამშვიდებელ საშუალებას მგრძნობიარე ან გაღიზიანებული კანისთვის. სანდალის ხის ზეთი ძალიან დელიკატურად მოქმედებს კანზე, ამიტომ მისი დამატება შესაძლებელია თვალების გარშემო კანის მოვლის საშუალებებშიც. ანალოგიურად, შეგიძლიათ გაამდიდროთ სახის ან ტანის მოვლის ნებისმიერი პროდუქტი 4 წვეთი სანდალის ხის ზეთის შერევით 20გრ საბაზისო ზეთთან.

სანდალის ხის ეთერზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის მწვავე პათოლოგიების ან მძიმე აპათიის პერიოდში. ბუნებრივი რეაქცია სანდლის ხის ზეთის წასმისას არის სითბოს შეგრძნება ან ჩხვლეტის შეგრძნება 3-4 წუთის განმავლობაში.