ჭუჭყი და ლაქები შპალერზე პრობლემას აღარ წარმოადგენს. გასწავლით, როგორ უნდა გაწმინდოთ და დაუბრუნოთ პირვანდელი იერი 2 წუთში

0
298

ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვები არიან, უამრავი პრობლემა არსებობს. მოხატული ავეჯი, ტანსაცმელი, ფანჯრები. აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ, რომ ახალგაზრდა მხატვარი შემოქმედებით მხოლოდ უფროსების თანდასწრებით იყოს დაკავებული.პირველ რიგში, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არც საწერი კალამი და არც ფლომასტერები არ მოხვდეს ბავშვს ხელში და ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ არ გამოიყენოს მან.ფანქრების შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. მათი შპალერიდან მოშორება შესაძლებელია საშლელით, ხის ავეჯიდან ან ხის იატაკიდან – მიცელარული წყლით.ავეჯის კარგი საფარიდან კალმის კვალის მოშორება ასევე შეიძლება ამ კოსმეტიკური პროდუქტის მეშვეობით. მაგრამ, რით მოვაშოროთ კალმის კვალი შპალერიდან? ამის შესახებ, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.მე მომიწია ამ საქმესთან გამკლავება და თან არაერთხელ. ვიცი ერთი მეთოდის შესახებ, რომელიც კარგად მუშაობს. ამას საკმაოდ ჩვეულებრივი საშუალებები სჭირდება. მიუხედავად ამისა, ისინი ეფექტურია.

ასე რომ, ჩვენ დაგვჭირდება:

  • კბილის პასტა ან კბილის ფხვნილი;
  • ცოტაოდენი წყალი;
  • ძველი კბილის ჯაგრისი და ღრუბელი.

ჯაგრისით ვიღებთ ცოტაოდენ კბილის პასტას ან ფხვნილს და ვიწყებთ ნამუშევრის მსუბუქად დაფარვას პასტით. საჭირო არ არის ძლიერად გახეხვა, რადგან შესაძლოა დაზიანდეს შპალერის ნახატი.როდესაც პასტა მთლიანად დაფარავს ახალგაზრდა მხატვრის ნახატს, უნდა დაელოდოთ რამდენიმე წუთს. შემდეგ, წყალში უნდა დაასველოთ ღრუბელი ან ჩვარი და ნაზად წაშალოთ პასტა, მასთან ერთად კალმის მელანიც წაიშლება.შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პასტამ შეცვალა შპალერის ფერი იმ ადგილას, სადაც ის წაუსვით, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ. უბრალოდ, უნდა გააშროთ ეს ადგილი ფენით. თუ ჯაგრისით ხეხვას გადააჭარბებთ, შეიძლება დააზიანოთ შპალერის ნახატი, წაშალოთ ზედა ფენა. ეს განსაკუთრებით ეხება შპალერებს, რომლებიც არ ირეცხება.რეცხვადი შპალერების შემთხვევაში, ბევრად უფრო ადვილია. ისინი ისეა გათვლილი, რომ გაირეცხოს და მათ შორის, ქიმიური ნივთიერებებით.

ასევე, შეგიძლიათ სცადოთ კალმის მოშორება არა პასტით, არამედ მიცელარული წყლით. ეს საშუალება კარგად მუშაობს დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების მოსაშორებლად. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ის ამ პრობლემასთან გამკლავებასაც შეძლებს.რა თქმა უნდა, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ ბავშვის ხელში არ მოხვდეს საწერი ხელსაწყოები, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ. და ახსნა, ახსნა და ახსნა უსასრულოდ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

თუ ვერაფერი ვერ შველის, რა თქმა უნდა, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაფაროთ მოხატული ადგილი. განსაკუთრებით თუ გამოსაჩენ ადგილზეა.ჩამოკიდეთ სურათი, ფოტო, ყვავილების დეკორაცია. ვერაფერს ვერ იზამ. ძალიან პატარა ბავშვს არ ესმის რას აკეთებს და ამის გამო მის გაკიცხვას აზრი არა აქვს.

თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას? რა საშუალებებით? გაგვიზიარეთ კომენტარებში!