თმა სწრაფად ჭუჭყიანდება, სახის კანი ფოროვანია. გასწავლით, როგორ მოაგვაროთ პრობლემები 5 წუთში, ენზიმური პუდრის გამოყენებით

0
259

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა თავის კანის ზედმეტი ცხიმიანობა და გაფართოებული ფორები.თუმცა, სანამ მეთოდებზე ვისაუბრებ, მინდა აღვნიშნო, რომ ცხიმიან კანს, ფართო ფორებს და ა.შ. კოსმეტიკური საშუალებებით ერთხელ და სამუდამოდ ვერ დაემშვიდობები. მხოლოდ, სწორი მოვლის წყალობით შეიძლება შესამჩნევად გაიუმჯობესოთ გარეგნობა. ანუ, სწორი მიდგომით შესაძლებელია კანის მდგომარეობის გაკონტროლება.როდესაც პირველად გავეცანი ენზიმურ პუდრს, მაშინვე ვერ გავუგე და ვერ მივიღე იგი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის გარეშე სახის მოვლა ვეღარ წარმომედგინა.ზოგადად, ენზიმური პუდრი ეკონომიური რამ არის, მაგრამ თუ მას იყენებთ არა მხოლოდ თავის კანის და სახისთვის (არამედ, მაგალითად, ჩაზრდილი თმებისთვის), მაშინ დანახარჯი მნიშვნელოვნად იზრდება.

მოიცილეთ კანის ფოროვნება – მაქვს ცხიმიანი კანი T ზონაში, გაფართოებული ფორები, რის გამოც კანი ფოროვნად გამოიყურება.მე გამოვნახე მეთოდი, თუ როგორ მოვიწესრიგო მარტივად ფორები და თან ისე, რომ საგრძნობლად შევიწროვდეს. ამისთვის, ერთმანეთს ვურევ ენზიმურ პუდრსა და წყალს ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა გამოვიდეს. ვისვამ სახეზე და ვიჩერებ 1 – 2 წუთის განმავლობაში (ნიღბის წყალობით, მარტივად რომ ვთქვათ – ხდება “კანის ზედა ფენის დარბილება“).შემდეგ, სახეზე ვისვამ ზეთს (სხვადასხვა ზეთებს ვიყენებ, უფრო ხშირად საკვებს) და თითქოს, სახეს ვიბან მისი გამოყენებით. თითებს მსუმბუქად ვაჭერ კანს T-ზონაში. ასეთი პროცედურისას, ერთი წუთის შემდეგ, თითების ქვეშ იგრძნობთ, თითქოს, წვრილ მარცვლებს – ეს ყველაფერი ფორებიდან გამოდის. ასეთ პროცედურას ვუთავსებ სახის მასაჟს – შედეგი პირველივე ჯერზე ჩანს.პროცედურის შემდეგ, სახიდან ვიბან ზეთს, ვისვამ ტონერს, შემდეგ შრატს და კრემს.ენზიმური პუდრით სახის დაბანა სასურველია კვირაში ორჯერ ან სამჯერ.

ვიშორებთ ზედმეტ ცხიმს თავის კანიდან – ეს პუნქტი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაიღალა თმის ყოველდღიური დაბანით.არსებობს ღრმა წმენდის შამპუნები, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება ხშირად. ასეთი შამპუნები შესანიშნავად ასუფთავებს როგორც თავის კანს, ასევე თავად თმას, ათავისუფლებს მას სტაილინგის პროდუქტებისგან.დიახ, არსებობს თავის კანისთვის განკუთვნილი სხვადასხვა პილინგები, მაგრამ ენზიმური პუდრს, თუ ის გაქვთ, ერთდროულად რამდენიმე პროდუქტის ჩანაცვლება შეუძლია. ასე რომ, მას შეუძლია პილინგის ჩანაცვლებაც.საჭიროა ფხვნილის შერევა შამპუნთან (ნებისმიერთან, რომელსაც იყენებთ) და მიღებული სქელი ფაფისებური მასის თავის კანზე გადანაწილება. უნდა გაიჩეროთ 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად დაიმასაჟოთ თავის კანი და ჩამოიბანოთ. თავის კანი სუფთაა, თმა კი არ არის ზედმეტად გამომშრალი. ასეთი ნიღბის შემდეგ, თავის დაბანა შეგიძლიათ გადადოთ 1 ან 2 დღით.შამპუნისა და ენზიმური პუდრის შერევა უნდა მოხდეს თანაფარდობით 1:1.თქვენც იყენებთ ენზიმურ პუდრს?