მკერდი – ქალის ნამდვილი სახე? როგორ განვსაზღვროთ ხასიათი ბიუსტის ფორმის მიხედვით

0
214

ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა, მათში ჩახედვით ბევრი რამის თქმა შეიძლება ადამიანის პიროვნულ თვისებებზე. თუმცა, ქალის ხასიათი სხვა „თვალებითაც“ შეიძლება განისაზღვროს – იმ “თვალებით”, რომლებსაც მამაკაცების უმრავლესობა პირველ რიგში აქცევს ყურადღებას. რის თქმა შეუძლია მკერდს ქალის ხასიათის შესახებ? წაიკითხეთ, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ თითოეული ადამიანის ხასიათი ინდივიდუალურია და გაცნობისთანავე არ ვლინდება. ხანდახან ხდება, რომ გარეგნულად ლამაზი ქალები სინამდვილეში ცუდი ხასიათის მქონენი აღმოჩნდებიან და პირიქით. ამასთან, პიროვნული თვისებების შეფასება შესაძლებელია არა მხოლოდ ხანგრძლივი კომუნიკაციის შემდეგ, არამედ ისეთ სპეციალისტებთან მიმართვით, როგორებიცაა ქირომანტები და ფიზიონომისტები. და თუ პირველი ექსპერტები ყველაზე ხშირად პირად კონსულტაციებს მიმართავენ (ზოგჯერ ხელის გულზე არსებული ხაზები გამადიდებელი შუშით უნდა დაათვალიერო), მაშინ ამ უკანასკნელთ შეუძლიათ მარტივად მოგვცენ ყველაზე ზუსტი პროგნოზი, მხოლოდ ფოტოზე დაყრდნობით.

აღმოჩნდა, რომ პიროვნების ტიპი ასევე შეიძლება განისაზღვროს… მკერდის ფორმის მიხედვით. ყოველ შემთხვევაში ასეთი ექსპერიმენტები ტარდებოდა შუა საუკუნეებში ესპანეთსა და იაპონიაში.მეთოდს საკუთარი სახელწოდებაც კი გააჩნია – სტერნომანტია, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “sternon” (ქართულად “მკერდი”). თუმცა, დღეს ამ საქმით პროფესიონალურად აღარ არიან დაკავებულები.სხვათა შორის, მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ ბიუსტის ზომასა და ინტელექტის დონეს შორის ურთიერთკავშირზე. რამდენიმე წლის წინ, აშშ-ში, ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დიდი მკერდის მქონე ქალებს IQ მინიმუმ ათი ერთეულით მაღალი აქვთ, ვიდრე უფრო მოკრძალებული მოცულობის მკერდის მქონე ქალებს.

გაინტერესებთ კიდევ რის თქმა შეუძლია ბიუსტის ფორმასა და ზომას ქალზე? წაიკითხეთ ეს სტატია და კომენტარებში დაწერეთ, ჰგავს თუ არა თქვენი ხასიათი აღწერილს.

“ლიმონი” – მკერდი, რომელიც ფორმით ლიმონს მოგვაგონებს გამოირჩევა სიმეტრიულობითა და მცირე ზომით. ასეთი ბიუსტის მფლობელები, როგორც წესი, დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან და სულაც არ ეშინიათ ხალხისგან გამორჩევის. მათ მოსწონთ ჩვეულებრივი შაბლონებისგან გადახვევა და ყველაფრის გაკეთება საკუთარი გზით. ითვლება, რომ ასეთი ბიუსტის მქონე ქალები დამოუკიდებლები არიან და არ სჭირდებათ დიდი კომპანია. მათ დიდად არ აწუხებთ მარტოობა: პირიქით, უხარიათ, როდესაც ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ მარტო დარჩნენ საკუთარ ფიქრებთან, მოუსმინონ საყვარელ მუსიკას ან წაიკითხონ წიგნი.

“მსხალი”- მსხლის მსგავსი მკერდი კონუსისებრია და შედარებით დიდი – აქვს ვიწრო ფუძე და მძიმე ქვედა ნაწილი. ასეთი ბიუსტის მფლობელები ძალიან მგრძნობიარე ნატურებად ითვლებიან. მათ იციან რა უნდათ და ყოველთვის მიდიან დასახული მიზნისკენ. ეს ქალები აფასებენ დამოუკიდებლობას და რთულ სიტუაციებში ოპტიმისტებად რჩებიან.თუმცა, ფრთხილად იყავით: ისინი ადვილად ბრაზდებიან! ასეთ მომენტებში ხშირად ამბობენ ისეთ რაღაცას, რასაც მერე ნანობენ. თუმცა, ყველას შეუძლია მოხვდეს მსგავს მდგომარეობაში, მიუხედავად სარძევე ჯირკვლების ფორმისა და ზომისა.

“ატამი” – მკერდი, რომელსაც “ატამს“ ეძახიან, გამორჩევა მცირე ზომითა და მომრგვალო ფორმით. მაგრამ, არსებობს ერთი განსაკუთრებული ნიშანი – მას, როგორც წესი, საკმაოდ დიდი თავები აქვს. ასეთი ბიუსტის მფლობელები ცდილობენ თავიდან აიცილონ კონფლიქტები, ზოგჯერ კი საკუთარ ინტერესებს სწირავენ. ისინი არიან ალტრუისტები, მზად არიან გასცენ ბოლო, რაც გააჩნიათ. ამავდროულად, მათ არ შეიძლება ეწოდოთ მოსაწყენები: ეს ქალები არიან კომუნიკაბელურები, სტუმართმოყვარენი და ზოგადად, მარტივად შეიძლება მათი დაყოლიება.

“ნესვი” – ნესვის ფორმის ბიუსტი მრგვალი ფორმისა და საკმაოდ დიდი ზომებით ხასიათდება. ამას გარდა, არის კიდევ ერთი თავისებურება: სარძევე ჯირკვლები ოდნავ დაშორებულია ერთმანეთისგან. ასეთი “სიმდიდრის” მქონე ქალები ბუნებით ძალიან დიპლომატიურები და მეგობრულები არიან. ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად, მზად არიან მოუსმინონ მეგობრებს და მისცენ დედობრივი რჩევა.ეს ქალები ნამდვილი პერფექციონისტები არიან: თუ რამის გაკეთებას იწყებენ, ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ. ისინი, ასევე ძალიან კომუნიკაბელურები და გაგებულები არიან.

“ფორთოხალი” – ფორთოხლის ფორმის მკერდი საშუალო ზომისაა, მრგვალი და ოდნავ დაშორებულია სხვადასხვა მხარეს. ასეთი ბიუსტის მქონე ქალები გულმოდგინე და შრომისმოყვარეები არიან, არ უგულებელყოფენ უმცირეს დეტალებს – ხშირად მათ მთელი ცხოვრება თან ახლავთ “ფრიადოსნის სინდრომი”. ისინი მიზანდასახულები არიან, არ ეშინიათ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვის. მათი მოტყუება ძნელია, რადგან ეს გოგონები მატყუარას ერთი კილომეტრზე სცნობენ და ახლოს არ უშვებენ.

“მანგო” – მკერდი – “მანგო” არის საშუალო ზომის. სარძევე ჯირკვლები ფართოდ არის განლაგებული და მიმართულია სხვადასხვა მხარეს. ასეთი ბიუსტის მქონე ქალებს გამოცანებს უწოდებენ: ისინი იშვიათად ავლენენ ემოციებს, უჭირთ ახალ ნაცნობებთან დაახლოება და მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ წრეს ენდობიან. მაგრამ, მათთან მეგობრობას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მათ საიდუმლოს შენახვა იციან.

“ვაშლი” – ვაშლის ფორმის მკერდი პატარაა, მაგრამ ამავე დროს სავსე და მომრგვალო, მიმართულია სხვადასხვა მხარეს. ასეთი ბიუსტის მფლობელები ნამდვილი “სანთებელები“ არიან, რომლებსაც თავგადასავლების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. მათ შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ და შეუძლიათ გარშემომყოფების დადებითი ენერგიით დამუხტვა. ვაშლის ფორმის მკერდის მქონე ქალები სპონტანურები და გახსნილები არიან ყველანაირი სიახლის მიმართ, ასევე ძალიან კონტაქტურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიუსტი შთამბეჭდავი გაბარიტებით არ გამოირჩევა, მათ მაინც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ. დამეთანხმეთ, ბედნიერება სულაც არ არის ზომაში.

“ქლიავი” – ასეთი ბიუსტი ხასიათდება მცირე ზომით, კიდევ ერთი ნიშანია ქვემოთ მიმართული თავები. ვინ თქვა, რომ პატარა მკერდის მქონე ქალები უბედურები და უსიყვარულოები არიან? „ქლიავების“ მფლობელებს მარტივად შეუძლიათ ამ სტერეოტიპის დანგრევა. ისინი ქარიზმატულები არიან და ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობენ საპირისპირო სქესში. ყველა ეს ქალი ძალიან ენთუზიაზმიანია, უყვართ მოგზაურობა და ახალი ადამიანების გაცნობა. მათ ენერგეტიკიც კი არ სჭირდებათ – ისინი ძალიან ენერგიულები არიან და სიამოვნებით კვებავენ ამ ენერგიით საკუთარ გარემოცვას.

“ალუბალი” – ალუბლის ფორმის მკერდი არის პატარა, მკვრივი და ერთმანეთს დაშორებული. ასეთი ბიუსტის მქონე ქალები დიდხანს ინარჩუნებენ შარმს. და ეს გასაგებია: წლების განმავლობაში “ალუბლები” თითქმის არ იცვლება. ორი კენკრის მფლობელებს უყვართ გართობა, ადვილად პოულობენ მეგობრებს და მთლიანად ენდობიან საკუთარ ინსტინქტებს.

“გრეიფრუტი” – გრეიფრუტის მსგავსი ბიუსტი ბევრი გოგონას ოცნებაა, რომლის ასრულებისთვისაც, ზოგიერთი მზადაა პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშაც კი მოხვდეს. ასეთი მკერდი საკმაოდ დიდია, აქვს მრგვალი ფორმა, თავები კი ოდნავ ქვემოთაა მიმართული. აღწერილი ფორმის მქონე ქალებს უყვართ ყველაფერ ახლის მოსინჯვა, მათ მუდმივად იზიდავთ რაიმე სახის ექსპერიმენტები და თავგადასავლები.მათ არ ეშინიათ კომფორტის ზონიდან გასვლის და გარშემომყოფებს დადებითი ენერგიით მუხტავენ. უნდა ითქვას, რომ ისინი ასევე შემოქმედებით ადამიანები არიან: კრეატივი – მათი მეორე სახელია.

“ანანასი” – ანანასის ფორმის მკერდი ყოველთვის ძალიან დიდი და მოგრძოა, გამოხატული თავებით. “ეგზოტიკური” ბიუსტის მქონეები, როგორც წესი, წარმოუდგენლად კეთილები და სასიამოვნოები არიან. მათთვის ძნელია განწყობის გაფუჭება. ისინი კომუნიკაბელურები არიან და იციან როგორ მიიპყრონ ყურადღება.

“პაპაია”- ამ ეგზოტიკური ხილის მსგავსი ბიუსტი ოდნავ წაგრძელებული და არც ისე მკვრივია. ამ ფორმის მკერდის მქონე ქალები არიან – ლიდერები, რომლებიც წარმატებას აღწევენ ყველაფერში, რასაც აკეთებენ. ისინი ძალიან ამბიციურები არიან, არ კარგავენ თავს სტრესულ სიტუაციებში და წვრილმანების გამო არ ფეთქდებიან.