ტაროს გაშლა. რამდენად მიჯაჭვულია იგი თქვენზე?

0
218

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რამდენად მიჯაჭვულია იგი თქვენზე?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

კარტი გვიჩვენებს, რომ ხართ ძალიან აქტიური, მიზანდასახული, საინტერესო გოგონა, რომელიც ყოველთვის ცდილობს იყოს დასაქმებული, არ უყვარს ერთ ადგილზე გაჩერება. თქვენთვის მნიშვნელოვანია განვითარება, ძალისხმევის დახარჯვა იმ მიზნისთვის, რომელიც დაისახეთ.თუ რამეს იწყებთ, ცდილობთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ. თითქოს სპონტანური ხართ, მაგრამ, ამავე დროს, თქვენში არის ცხოვრებისეული სიბრძნე, გონიერება.მოკლედ, პერსპექტიული ქალი ხართ, ამბიციური და თუ აქამდე არ მიგიღწევიათ სასურველი შედეგისთვის, მაშინ ძალიან ცდილობთ ამის გაკეთებას.

მამაკაცი გამოდის, როგორც თასების მეფე და იმპერატორი. ამ კარტების კომბინაცია ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი ან თავისუფალი არ არის, ან შეყვარებულია.ზოგადად, იგი ძალიან ემოციური ადამიანია, რომანტიკული, მაგრამ თავისი ემოციების გამოვლენას ყოველთვის არ თვლის საჭიროდ. ანუ, გრძნობების მოთოკვა შეუძლია.

ასევე, კარტი შეიძლება საუბრობდეს მის სოციალურ მდგომარეობაზეც. მაგალითად, იმპერატორის მიხედვით, მამაკაცს შესაძლოა უკავია ხელმძღვანელი თანამდებობა, სამსახურში ის ყოველთვის მობილიზებულია, თავდაჭერილი და მკაცრი.პირად ცხოვრებაში კი თასების მეფის მიხედვით, ის სრულიად სხვანაირია – რბილი, რომანტიკული, ემოციური.ზოგადად, იგი სულიერად ძლიერი პიროვნებაა, ყოველთვის გამარჯვებულია. იგი იმ ადამიანთაგანია, რომლებიც მიჩვეულნი არიან სწრაფ მოქმედებას, სასურველი მიზნის მისაღწევად.

თქვენს შორის არსებული ურთიერთობა არც ისე მარტივია. კარტი საუბრობს, რაღაც უსიამოვნო სიტუაციაზე, რომელიც წარსულში მოხდა თქვენს შორის და საფუძველი დაუდო კრიზისს თქვენს ურთიერთობაში.შესაძლოა, რომელიმემ ურთიერთობა დააპაუზა გარკვეული გარემოებების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, არის გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ჰარმონიული, ბედნიერი ურთიერთობის დამყარებას.მაგრამ, ერთმანეთის გაშვებაც არ შეგიძლიათ, რადგან ეშმაკი გამოვიდა და ამ კონტექსტში ის საუბრობს ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთობებზე, ერთმანეთისადმი მიზიდულობაზე.

ასევე, ეს კარტი შეიძლება მიუთითებდეს თქვენ შორის წარმოქმნილი პრობლემების მიზეზე, ერთ-ერთი თქვენგანის ეგოიზმზე, რომ რთულ სიტუაციაში ერთ-ერთმა პარტნიორმა არ მოუსმინა მეორეს, არ გაითვალისწინა მისი სურვილები და საჭიროებები, ფოკუსირდა მხოლოდ საკუთარ თავზე.რამდენად მიჯაჭვულია იგი თქვენზე? მოდით ვნახოთ. აქ აშკარა არჩევანია მის ოჯახსა და თქვენ შორის.თუ მამაკაცი დაქორწინებული არ არის, კარტი შეიძლებს გვიჩვენებდეს იმას, რომ მისი რომელიმე ახლობელი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს თქვენს ურთიერთობას.ან მამაკაცი არჩევანის წინაშე დგას თქვენსა და საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობას შორის. პენტაკლების ათიანი, შეიძლება საუბრობდეს ოჯახზეც და ასევე ფინანსურ კეთილდღეობაზეც.

რატომღაც, მამაკაცი მაინცდამაინც არ გენდობათ. შეიძლება ფიქრობდეს, რომ მას იყენებთ, ატყუებთ, თამაშობთ მასთან.შეიძლება ასევე ეჭვი შეეპაროს თქვენს ერთგულებაში, იფიქროს, რომ სანამ მასთან პაუზა გაქვთ, ვიღაც გაიჩინეთ.ნებისმიერ შემთხვევაში, მზად არის თქვენთან სასაუბროდ, სიტუაციის გასარკვევად.მაგრამ, ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება (ან განახლდება), მამაკაცი არ არის დარწმუნებული, რომ მას ეს ამ მომენტში სჭირდება.ის დაიცდის, სანამ არ დარწმუნდება, რომ ურთიერთობას გააჩნია პერსპექტივა, რასაც ის, ამ მომენტში, ნამდვილად ვერ ხედავს.გაურკვევლობის მთელი ეს მდგომარეობა მისთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, სული დამძიმებული აქვს. მას სურს გაარკვიოს და გაიგოს რა მოხდება მომავალში: ურთიერთობის განახლება თუ საბოლოო გაწყვეტა.

ზოგადად, ვერ ვიტყვი, რომ იგი ძალიან არის თქვენზე მიჯაჭვული, აქ აშკარად არჩევანის სიტუაციაა.როცა, სასწორის ერთ თეფშზე თქვენ და თქვენი ურთიერთობაა, მეორეზე კი – თვითონ, მისი ოჯახი, ან მისი მატერიალური, ცხოვრებისეული კეთილდღეობა. და მას ეს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.