რაზეა დამოკიდებული ქალის სახის სილამაზე. როგორ გავხდეთ ლამაზმანი უცხო თვალისთვის?

0
134

სამყაროს მოტყუება იმაზე ადვილია, ვიდრე ყველას ჰგონია! საკმაოდ ადვილია დაარწმუნო სხვები შენს სილამაზეში, თუ იცი როგორ უნდა იმოქმედო კონკრეტულად. სწორედ, ამ თემაზე საუბრობს ვიზაჟისტი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.რატომ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი სილამაზის თეორიის შესახებ? ეს საშუალებას მოგვცემს გავიკეთოთ მაკიაჟი ძალიან გაცნობიერებულად. როდესაც სახე კი არ არის ტილო შემოქმედებისთვის… არამედ, მაკიაჟი არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ გარშემომყოფებზე.

რისთვის გვჭირდება გარეგნული სილამაზე? – თუ ფილოსოფიასა და ლირიკას შევეშვებით, მაშინ სილამაზე იმისთვის არის საჭირო, რომ სწრაფად ამოვირჩიოთ ყველაზე ღირებული პიროვნებები ჯიშის გასაგრძელებლად. ყველაზე ჯანმრთელები, სწორად ჩამოყალიბებული, ახალგაზრდები და ა.შ.ჩვენ ვასკანირებთ ერთმანეთს და გარეგნობის მიხედვით განვსაზღვრავთ იმაზე მეტს, ვიდრე წარმოგვიდგენია!მაგრამ, ამავე დროს, ისეთი რთული კომპიუტერი, როგორიც ჩვენი ტვინია, ძალიან ადვილი მოსატყუებელია! თუ გვეცოდინება მისი სუსტი მხარეები და წერტილები, რომლებსაც ეყრდნობა იგი ანალიზის დროს.

მთავარია გავაცნობიეროთ, რომ ტვინის მთავარი სისუსტეებია: ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა, თუ მათი შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ იმიტირება მაინც უნდა ვცადოთ!სხვათა შორის, საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სილამაზის აღქმაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ ადამიანის იმიჯიც. თუ მამაკაცი ძალიან მდიდარია, მაშინ ქალებისთვის ის ზუსტად იმდენად მიმზიდველი ჩანს, რამდენადაც მამაკაცისთვის ის ქალი, რომელიც ყველა სხვა მამაკაცს მოსწონს.

1. თვალები – თვალებსა და ტვინს კონტრასტები უყვარს. კონტრასტი – არის განსხვავება მეზობელ ელემენტებს შორის. ადამიანის სახეზე არის ყველაზე ძლიერი კონტრასტი, თეთრისა და შავის მეზობლობა – ჩვენი თვალი! ამიტომ ჩვენთვის ადვილია ერთმანეთის თვალების პოვნა, სასიამოვნოა ერთმანეთის თვალებში ყურება.ასაკთან ერთად ცილა წითლდება, იბინდება, ყვითლდება და თვალები სახეზე იკარგება. სამაგიეროდ, ყურადღებას იქცევს ნაოჭები.ახალგაზრდობის ეფექტის შესაქმნელად აუცილებელია ყურადღების გადატანა თვალებზე, ამიტომ თვალის მაკიაჟი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო კაშკაშა და სუფთაა თვალები, მით უფრო მეტად იპყრობს ყურადღებას, თანამოსაუბრე ყურადღებას აღარ აქცევს მცირე ხარვეზებს.ასევე, ასაკის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს თვალების ზომა. აქ ყველაფერი მარტივია, ბავშვებში თვალებს სახის უფრო დიდი პროცენტი უკავია, ვიდრე მოზრდილებში. სახის გასაახალგაზრდავებლად აუცილებელია თვალების მაქსიმალურად გაფართოება. მაკიაჟის მეშვეობით ამის გაკეთება ძალიან მარტივია.

2. ფერები – კანის ფერი ძალიან ნათლად საუბრობს ჯანმრთელობაზე, გამძლეობაზე და ა.შ.ტვინს სძულს კანზე სიწითლე, რადგან მას ავადმყოფობის, ცხელების ნიშნად მიიჩნევს.კვლევების მიხედვით, ტვინს ძალიან უყვარს ოქროსფერი კანი. ეს ხსნის ბრონზერების პოპულარობას, თუმცა, დამეთანხმეთ, რომ ისინი აბსოლუტურად არ ჰგავს ბუნებრივ რუჯს!დაუბრუნდეთ თვალებს, უნდა მოვერიდოთ ფერებს, რომლებიც ზრდის ცილის სიწითლეს ან სიყვითლეს.

3. მაქსილა – სილამაზის ძვალი – ჩვენი თავის ქალას ძვალი, რომელიც მდებარეობს სახის ცენტრის ქვეშ.ხშირად ამბობენ, რომ ეს ძვალი სახის სილამაზის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.მიჩნეულია, რომ რაც უფრო წინ არის გამოწეული იგი, მით უფრო ლამაზია სახე. არადა, ნეანდერტალელებსაც საკმაოდ გამოწეული აქვთ იგი, მაგრამ ასეთი სახე ლამაზად გეჩვენებათ? ამიტომ, მხოლოდ ზომიერ გადმოწევაზეა საუბარი.ამ ძვლის გამოწევის კუთხის განსაზღვრა შესაძლებელია არა მხოლოდ პროფილში… ეს ძვალი ქმნის “ახალგაზრდობის სამკუთხედის” ბუნებრივ ხაზს! დაიმახსოვრეთ ეს ტერმინი “ახალგაზრდობის სამკუთხედი” – ჩვენ მას მოგვიანებით დავუბრუნდებით, ეს არის მთავარი ფიგურა მაკიაჟის შექნის დროს.

ამ ძვლის წინ გამოწევის წყალობით თვალების ქვეშ კანი განიცდის ნაკლებ გრავიტაციულ წნევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდხანს ინარჩუნებს სიგლუვეს. ყვრიმალები უფრო მაღლაა.ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარგად ჩამოყალიბებული ყბა. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ კვება ბავშვობაში. მაგალითად, ჭარბი შაქარი, შეიძლება აღიბეჭდოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.ცუდი პოზა, ენის არასწორი მდებარეობა, სტომატოლოგიური პრობლემები და ა.შ. უარყოფითად მოქმედებს ყბის ხაზზე. მაკიაჟით ეს , რა თქმა უნდა, პრაქტიკულად ვერ გამოსწორდება… თუმცა, კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში, მაკიაჟი შეიძლება არც იყოს საჭირო.

ზოგადად, პოზას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მაკიაჟს. შეუძლია დაიცვას სახე ნაადრევი ფტოზისგან.როგორი ნაკვთები მიგაჩნიათ ყველაზე ლამაზად? ვინ არის თქვენთვის იდეალური ლამაზმანი?