გამოვცადე კოსმეტიკური ბრენდის ერთი ხაზი და მეორეც მომინდა. კორეული კოსმეტიკა დაღლილი კანისთვის

0
315

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი საუბრობს კორეულ კოსმეტიკაზე.ამ კოსმეტიკით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ამ ბრენდის სხვა ხაზის კოსმეტიკა დავტესტე.კვირაზე ცოტა მეტია ვიყენებ Hayejin-ის ბრენდის კოსმეტიკას, კერძოდ კი Blessing of Sprout-ის ხაზს (კანის მბზინვარებისთვის), რომელიც შესაფერისია როგორც ახალგაზრდა, ასევე მოწიფული კანისთვის.მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც ესმის, რომ კრემი ან შრატი არ გაასწორებს ღრმა ნაოჭებს. ამიტომ, სახეზე კრემს 1 – 2 თვის განმავლობაში, იმ იმედით არ ვისვამ, რომ ნაკეცები სადღაც გაქრება. კანის კარგი დატენიანება და კვება საკმარისია იმისთვის, რომ უკვე ერთი კვირის შემდეგ შეამჩნიოთ დადებითი ეფექტი (სიმშრალის ნაოჭების გასწორება). კანის მოვლის კოსმეტიკაში ჩემთვის მთავარია:

  • კომფორტული წმენდა (სასიამოვნო არომატი, დაჭიმულობის გარეშე);
  • ხარისხიანი დატენიანება;
  • ფორებზე კონტროლი (შევიწროება, ოდნავ გათანაბრებული რელიეფი);
  • კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შემდეგ არ უნდა იყოს გაღიზიანება და აქერცვლა.

ასე რომ, Blessing of Sprout-ის ხაზი მშვენივრად მომიხდა.არ მიყვარს გელები და ქაფი, რომელთა შემდეგაც კანი პირდაპირ “კრაჭუნობს” – მინდა სწრაფად წავისვა კრემი. ასე რომ, Blessing of Sprout Calming Cleanser-ის გელი ჩაის დახვეწილი არომატით კარგად ასუფთავებს კანს, ზედმეტად არ აშრობს, არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას.უამრავი ტონერი მქონდა და ამ ტონერების უმეტესობა წასმის შემდეგ, კანზე წებოვნების შეგრძნებას ტოვებდა, Blessing of Sprout Radiance Toner-ი არ არის წებოვანი და აქვს ოდნავ შესამჩნევი არომატი.ამ საშუალებას ტონიკის სახით გამოვიყენებ, ანუ ვასხამ ბამბის დისკოს და ვისვამ სახეზე.დიახ, მისი წასმა შეიძლება პირდაპირ სახეზე და დარტყმითი მოძრაობებით, თითქოს, კანში ჩაშვებით, მაგრამ მე ასე შრატის დატანა მირჩევნია…

ტონერი სქელია, კარგად ატენიანებს კანს და ამზადებს მას შემდგომი პროცედურებისთვის.ძალიან მიყვარს ყველანაირი შრატი, რადგან მათი წყალობით უფრო სწრაფად შეიძლება გარკვეული ეფექტის მიღწევა (შრატი, ჩვეულებრივ უფრო კონცენტრირებულია და გარკვეული პრობლემების გადასაჭრელადაა შექმნილი).შრატი Blessing of Sprout Enriched Serum-ი შექმნილია კანის დასატენიანებლად და აქერცლილი კანის მოსაცილებლად, რის ხარჯზეც კანი იძენს ელვარებას. ამიტომ, ვისვამ ამ შრატს და ვგრძნობ, რომ კრემის წასმა არ მინდა. მაგრამ, რადგან ვიცი, რომ შრატი აუცილებლად უნდა დაიფაროს კრემით, შემდეგ ნაბიჯსაც არ უგულებელვყოფ.მიჩვეული ვარ, რომ დღისა და ღამის კრემებს შეგრძნების მიხედვით განსხვავებული ეფექტი აქვს. დღის კრემი უფრო ატენიანებს, ღამის კი კვებავს.

დაბერების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე Blessing of Sprout Vitality-ის კრემის ეფექტს ვერ გავუგე. თითქოს, კვებავს და ატენიანებს კიდეც. კონსისტენცია არის მსუბუქი გელისებური (არა ცხიმიანი), თუმცა შედეგად კანი ღებულობს მეტ კვებას. ზემოაღნიშნულ მოვლის საშუალებასთან ერთად, ის მშვენივრად მუშაობს, როგორ მუშაობს ცალკე – არ ვიცი.როგორი ეფექტი მიიღება ამ კოსმეტიკის ერთი კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ? კანი დატენიანებულია, გამოკვებილია, არ იქერცლება. მოკლედ, კანის მდგომარეობა ისეთია, როგორიც უნდა იყოს ხარისხიანი მოვლის საშუალებების გამოყენების შემდეგ.ამ ბრენდის პაჩებსაც ვიყენებ, მაგრამ მათ შესახებ მომდევნო პუბლიკაციებში მოგითხრობთ.