
მზად ვარ ნიძლავი დავდო, რომ ტელეფონში მანიკურის იდეებით სავსე ფოლდერი უკვე გაქვთ, რომლითაც ახალი ლამაზი ფრჩხილების მისაღებად სპეციალისტთან დადიხართ! რა უნდა ქნათ, თუ სალონში უკვე ჩაეწერეთ, დიზაინი კი ვერ შეარჩიეთ? ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ მანიკურის 20 იდეა აზიელი ბლოგერებისგან. ნამდვილად შთამაგონებელია!
ბზინვარე ხვრელი
მხოლოდ ერთ დიზაინზე არ შეჩერდეთ, ამის ნაცვლად ერთდროულად რამდენიმე აქცენტი შეარჩიეთ. შესანიშნავი კომბინაცია – ხორცისფერი ლაქი და რამდენიმე ფრჩხილი სურათებით. მაგალითად, ასეთი ლამაზი აკვარელის ხაზებით. ამ მანიკურში მთავარი აქცენტია ბზინვარე დეტალები ხვრელში. ამის წყალობით დიზაინი განსაკუთრებულად გამოიყურება.
ორი ერთში
ვერ გადაწყვიტეთ რა გსურთ – ნახატი თუ ერთფერიანი მანიკური? რა საჭიროა არჩევა, როცა შეგიძლიათ ერთ ხელზე მოწონებული ნახატი გაიკეთოთ, მეორეზე კი მინიმალისტური ერთფერიანი მანიკური.
კუთხეებში
ალბათ, უკვე მიხვდით, რომ აზიელ ქალებს ფრჩხილებზე აკვარელის ეფექტი მოსწონთ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ კრემისფერი ღია აგურისფერში – ასეთის გაკეთებას ვერც მოვიფიქრებდი, არადა სულ ტყუილად, შესანიშნავად გამოიყურება. თუ თქვენთვის ძალიან მინიმალისტურია, ფრჩხილების კუთხეებში გლიტერების ხაზი დაუმატეთ.
ძვირფასი მეტალები
ძალიან ლამაზი დიზაინი, სადაც აქცენტი ფრჩხილის კიდეებზეა გადატანილი. მაგალითად, ხორცისფერს დაუმატეთ გარდამავალი ქაღალდი – ასეთი ფრჩხილი ყურადღებას მიიზიდავს. გასამეორებლად სპეციალური ფრჩხილის ფოლგა პატარა არათანაბარ ნაჭრებად დაჭერით და ფრჩხილის შუადან კიდემდე არათანაბრად დააწყვეთ. ზემოდან გამჭვირვალე ლაქის წასმა არ დაგავიწყდეთ. ბზინვარე მანიკური მზადაა!
გეომეტრია?
მინიმალიზმი გიყვართ? მაშინ ეს მანიკური თქვენი ფავორიტი გახდება. უბრალოდ თეთრი და შავი ფრჩხილის ლაქი აიღეთ და რამდენიმე სწორი ხაზი გაავლეთ, ბოლოს გლუვი ზედაპირით დააფიქსირეთ.
ხელოვნებით შთაგონებული
ეს ფრჩხილები ისე გამოიყურება, თითქოსდა ცნობილმა იმპრესიონისტმა დახატა. თავი მხატვრად იგრძენით და ფრჩხილების კიდეებში რამდენიმე ფერადი ლაქი წაისვით. რაც უფრო დაუდევრად, მით უკეთესი!
ბუნებრიობა
თუ კლასიკური ფრენჩი მოგბეზრდათ, მაგრამ ჭყეტელა მანიკურის გაკეთებაც არ გსურთ, ამ იდეას გადახედეთ. ხორცისფერი ლაქი ყურადღებას არ იქცევს, ხოლო ერთი ბზინვარე ფრჩხილი და ცერა თითის ხვრელის გაფორმება შესანიშნავად შეავსებს. ძალიან ლაკონური!
ზღვის თემა
შემოდგომაზე გოგოებს ღრმა მუქი შეფერილობის არჩევა უყვართ, ამიტომ მათთვის შესაფერისი ვარიანტი შევარჩიეთ. ლურჯის და ცისფერის ყველა შეფერილობა აიღეთ და თითოეულ ფრჩხილზე წაისვით. ცერა და ნეკა თითებზე კი ფუნჯით წასმის მსგავსი დიზაინი გააკეთეთ, რომ მონოტონური დიზაინი გაამრავალფეროვნოთ.
შემოდგომის სინაზე
გამჭვირვალე ფრჩხილები – ერთ–ერთი მთავარი ტრენდია აზიურ მანიკურში. ამაში სპეციალისტი დაგეხმარებათ. ეს ფოტო აჩვენეთ და დაე, შემოდგომის ფერებით შთაგონებული იყოს!
სითავხედე თითის წვერებზე
ინსტაგრამის დათვალიერებისას მხოლოდ ნუშის ფორმის ფრჩხილებს ვხედავთ. ეს გასაგებიცაა! მახვილი ფრჩხილები ძალიან თამამად და სექსუალურად გამოიყურება. განსაკუთრებით მინიმალისტურ შავ დიზაინზე ისე, როგორც სურათზეა.
წვრილი წითელი ხაზი
ზოგჯერ იდეალური მანიკურისთვის ერთი, ერთადერი ხაზი საკმარისია. ამ შემთხვევაში წითელი ხაზი. ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილის ფორმას – მას ნუშის ფორმა აქვს, რომელიც ამ სეზონზე ერთ–ერთი მოდური ფორმაა.
კონტრასტით თამაში
2–3 ფერი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ფრჩხილებზე გსურთ ნახოთ, და ასეთ მარტივ და ლამაზ იდეაზე შეჩერდით. კონტრასტული ფერები განსაკუთრებით მომგებიანია.
გლიტერებს გვერდს ვერ აუვლით
კონტრასტის თემა გააგრძელეთ და აირჩიეთ დიზაინი, სადაც თქვენი ფრჩხილების ბუნებრივი ფერი ფერად, ღია შეფერილობასთან კომბინაციაში იქნება. ფრჩხილიას შუა იპოვეთ და ბზინვარე ლაქით სწორი ხაზი გაავლეთ. აუცილებელია არაა ყველა ფრჩხილზე ასე გააკეთოთ, გლიტერებთან მორიგეობით გამოიყენეთ.
წერტილოვანი
ყველაზე საყვარელი დიზაინი – ფრჩხილებზე წერტილები! თან ძალიან მარტივია: უბრალოდ ფრჩხილები ხორცისფერში უნდა შეიღებოთ, შემდეგ თითოეულზე რამდენიმე ფერადი წერტილები დასვათ. ამის გაკეთება უხილავი თმის სამაგრით მოსახერხებელია: უბრალოდ მისი მრგვალი ბოლო ლაქში ამოავლეთ და თითზე ანაბეჭდი გააკეთეთ.
წვეულებაზე
ბრწყინვა გიყვართ? თვალისმომჭრელი ბზინვარე ფრჩხილები გაიკეთეთ მანიკურის ფოლგით და ხორცისფერი ლაქით. ძალიან მარტივია, არა? სამაგიეროდ, ეფექტურია!
ზღვარი გაავლეთ
თუ საკმაოდ გრძელი ფრჩხილები გაქვთ, ასიმეტრიული ჰორიზონტალური ზოლების იდეა სცადეთ. ხვრელთან ახლოს გაავლეთ და არა შუაში. წინასწარ ფრჩხილები ერთ ფერში შეიღებეთ.
ყვავილების გრადიენტი
ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით ღია ფერიდან მუქზე გადასვლა გააკეთეთ: ღრუბლის ქვემოთ ღია ფერის ფრჩხილის ლაქი წაუსვით, მუქი კი ზემოთ. შემდეგ ფერებს შორის რბილი გადასვლა გააკეთეთ, პირდაპირ ღრუბელზე აურიეთ. ამის შემდეგ ფრჩხილზე გადაიტანეთ, ერთ–ერთ ფრჩხილზე კი ყვავილების სტიკერი დაიმაგრეთ.
ეს გოლოგრამა არაა
გოლოგრაფიული ლაქი – სწრაფი და მარტივი მეთოდი ორიგინალური დიზიანის ფრჩხილის გასაკეთებლად. თავად აირჩიეთ: შეგიძლიათ მთელი ფრჩხილი გოლოგრაფიული გააკეთოთ ან მხოლოდ ნაწილი.
მარმარილო
მარმარილოსფერი ფრჩხილები ნამდვილი ჰიტია ნეილ–არტში. ორ ფრჩხილზე მარმარილოს ხაზები დახატეთ, დანარჩენი კი ერთ ფერში შეღებეთ. წარმოიდგინეთ, რა ლამაზად გამოიყურება ქაშმირის კრემისფერ სვიტერთან!
მრავალფეროვანი ფერები
ნახატებით ექსპერიმენტების სურვილი არ გაქვთ? არ იდარდოთ. 2–3 საყვარელი ფრჩხილის ლაქი შეარჩიეთ და ფრჩხილებზე მორიგეობით წაისვით. განსაკუთრებით მაგარია, თუ ფრჩხილების ლაქის ფერები თქვენს ტანსაცმელს ეხამება.