ცდილობენ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ და მაინც გამოიყენებენ მაკიაჟის 4 მომენტს, რომელიც 5 – 10 წლით აბერებს

0
383

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ვიზაჟისტი საუბრობს მაკიაჟის 4 მომენტზე, რომელსაც ქალები მიმართავენ იმ იმედით, რომ სახეს გაიახალგაზრდავებენ, მაგრამ შედეგად საპირისპირო ეფექტს ღებულობენ.ბუნებრივია, ჩვენ ყველა ინდივიდუალურები ვართ და სტატიაში ჩამოთვლილი ზოგი მეთოდი ნამდვილად ეხმარება ქალებს, რომ უფრო ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, თუმცა ქალების უმრავლესობას, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს 30-ს, ამ მომენტების გამოყენება გარეგნობას უფუჭებს (ვიზუალურად უფრო უფრო ასაკიანად გამოყურება, ვიდრე სინამდვილეშია).უკეთ გასაგებად სტატიას დავურთე ილუსტრაციები, ეტაპობრივი ფოტოები (პროგრამით დავამუშავე). ვფიქრობ, თქვენთვის ასე უფრო საინტერესო იქნება. სტატიის ბოლოს, გთავაზობთ შეადაროთ ეფექტი ”მანამდე და შემდეგ”.

პირველი მომენტი – საშუალო და უფროსი ასაკის ძალიან ბევრი ქალი უპირატესობას ანიჭებს თხელ წარბებს და არა უბრალოდ თხელს, არამედ შეტეხილს. ანუ, ისინი ცდილობენ ზედა ქუთუთოს ზონის ,,გაფართოებას”.სინამდვილეში, ქალები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როდესაც წარბი საშუალო სისქისაა და მსუმბუქად შეტეხილია. მთავარია – წარბები ძალიან გამუქებული არ იყოს – ისინი მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

მეორე მომენტი – აგრეთვე, უამრავი ქალი სახისთვის ახალგაზრდული ნაკვთების მისაცემად უპირატესობას ანიჭებს ყვრიმალებს ქვეშ სკულპტორის გამოყენებას. სინამდვილეში, სწორედ სკულპტურირებას შეუძლია ქალის ვიზუალურად დაბერება.ახალგაზრდა სახე – ეს არის მაქსიმალურად ბრტყელი სახე. სკულპტურირებას შეუძლია გააფუჭოს ახალგაზრდული გარეგნობა, განსაკუთრებით სკულპტორის არასწორად დატანის შემთხვევაში. იმ ქალებმა კი, ვისაც აქვს გამხდარი სახე და სახეზე მკვეთრად გამოხატული ჩავარდნილი ადგილები (საფეთქლები, ყვრიმალის ქვეშა ზონა) უმჯობესია საერთოდ დაივიწყონ სკულპტორის შესახებ და გამოიყენონ მხოლოდ რუჟი ან ბრონზერი.

მეორე ფოტოზე შეცვლილია წარბები და არის სკულპტორი, რომელიც არასწორადაა დატანილი.

მესამე მომენტი – ზოგ ქალს ძალიან უყვარს მუქი ჩრდილებისა და ფანქრების გამოყენება და მთლიანად იმუქებს თვალს.მაკიაჟი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, როდესაც ქვედა ქუთუთოების ხაზები იმაზე უფრო მუქი არ არის, ვიდრე ზედა ქუთუთოების ხაზები. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალებს ექნება დაღლილი შესახედაობა და გამოხედვაც უფრო ასაკოვანი გახდება.

ბევრი მუქი პიგმენტი, ძალიან ცოტა ვინმეს თუ უხდება.

მეოთხე მომენტი – და ბოლო მომენტი – ტუჩების გაფორმება.ცოტამ თუ იცის, რომ გაჯერებული ფერის მუქი პომადა აბერებს. კი, მას შეუძლია იმიჯი უფრო ნათელი და საინტერესო გახადოს, მაგრამ არასოდეს არ გააახალგაზრდავებს ქალს.ფოტოს თუ შევხედავთ, მაშინვე შევნიშნავთ, რომ პომადით გოგონა უფრო ასაკოვნად გამოიყურება.მით უმეტეს, რომ მოცემულ მაკიაჟში არის მომენტი, რომლის გამოყენებაც არ ღირს – აქცენტის გაკეთება ერთდროულად თვალებზეც და ტუჩებზეც.

შეხედეთ ფოტოს, პომადა დაამატეს და სახე მაშინვე შეიცვალა.ახლა კი გთავაზობთ ნახოთ, როგორ გამოიყურებოდა გოგონა მაკიაჟის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენებამდე და შემდეგ.ვფიქრობ, სხვაობა აშკარაა.

თქვენ ხედავთ განსხვავებას?