ძვირიანს ნუ იყიდით, თავად დაამზადეთ 50 თეთრად. გიზიარებთ, თუ რა მარტივია უნიტაზის ბურთულების დამზადება, რომლებიც ნაყიდზე უკეთესია

0
363

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ბლოგერი გვიზიარებს უნიტაზის ბურთულების დამზადების უმარტივეს მეთოდს.მიყვარს დაზოგვა და ყოველთვის ვეძებ ალტერნატიულ საწმენდ საშუალებებს. სახლში ყოველთვის მაქვს სოდა, იაფი კბილის პასტა და იაფი სარეცხის ფხვნილი. მაქვს თხევადი საყოფაცხოვრებო საპონიც. ასევე შესაძლებელია, მყარი საყოფაცხოვრებო საპნის გამოყენებაც. უბრალოდ, უნდა გახეხოთ სახეხზე და წყლით გააზავოთ.აგრეთვე, მიყვარს ეთერზეთების გამოყენებაც. ეთერზეთებს გააჩნია ბაქტერიოციდული თვისებები და აქვს სასიამოვნო სუნი.მაშ ასე, ბევრი თქვენგანი იყენებს უნიტაზის ბურთულებს. ეს სიამოვნება იაფი არ ჯდება. მე გადავწყვიტე თავად დამემზადებინა ბურთულები, რომელთა თვითღირებულებაც ძალიან იაფი გამოვიდოდა.მთავარია, არ გადააგდოთ ძველი ბურთულების სამაგრი. მასში უნდა მოთავსდეს ხელნაკეთი ბურთულები.

ხელნაკეთი ბურთულების დასამზადებლად დაგვჭირდება:

  • იაფი სარეცხის ფხვნილი;
  • იაფი კბილის პასტა;
  • თხევადი საყოფაცხოვრებო საპონი (შეგიძლიათ თავად დაამზადოთ);
  • ეთერზეთი.

ეთერზეთი არომატის მისანიჭებლად გვჭირდება. მაგრამ, თუ სარეცხის ფხვნილს სასიამოვნო სურნელი აქვს, მაშინ შეგიძლიათ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ.ჭურჭელში ვყრით 3 სუფრის კოვზ სარეცხის ფხვნილს, 1 სუფრის კოვზ კბილის პასტას, 1 სუფრის კოვზ საყოფაცხოვრებო საპონს და ვამატებთ რამდენიმე წვეთ ეთერზეთს.ყველაფერს კარგად ვურევთ. უნდა გამოვიდეს სქელი პასტა. თუ თხელი გამოვა, დაამატეთ ცოტაოდენი სარეცხის ფხვნილი.

შემდეგ, უნდა გავაკეთოთ პატარა ბურთულები, გუფთის მსგავსი. მე 8 ცალი გამომივიდა. ეს საკმარისია ორ ჯერზე, რადგან სამაგრში 4 ბურთულა თავსდება.ბურთულების გამოყენება არ შეიძლება მათი დამზადებისთანავე. ისინი ძალიან რბილია. ერთი საათის შემდეგ გაშრება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იქნება მზად გამოსაყენებლად.იმისთვის, რომ მოთავსდეს სამაგრში და საკუთარი ფუნქციები შეასრულოს, საჭიროა მათი ჰაერზე გაჩერება 24 საათის განმავლობაში. არ არის საჭირო გაყინვა, უბრალოდ ისინი კარგად უნდა გაშრეს და გამყარდეს.ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ბურთულებს ვათავსებთ სამაგრში და ვამაგრებთ უნიტაზზე. ჩარეცხვისას წარმოიქმნება მცირეოდენი ქაფი და სასიამოვნო არომატი. ასეთი გზით, თქვენ ღებულობთ ძალიან იაფ, მაგრამ ეფექტურ საშუალებას.

ასეთი ტიპის ბურთულები და საპონი საჭიროა იმისთვის, რომ ტუალეტში ყოველთვის იყოს სისუფთავე და სასიამოვნო არომატი. განსაკუთრებით, თუ ბინაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ უნიტაზს გაწმენდა საერთოდ აღარ სჭირდება.აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ასეთი საშუალებების გამოყენების შედეგად ტუალეტში უფრო დიდხანს შენარჩუნდება სისუფთავე და სასიამოვნო სურნელი. და რაც მთავარია, საშუალება ბიუჯეტურია და არაფრით ჩამოუვარდება ორიგინალს.

როგორ მოგწონთ ეს მეთოდი? იცოდით მის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!