გასწავლით, როგორ მოიშოროთ “სიმწიფის ლაქები”, აიჭიმოთ კანი და გაიახალგაზრდავოთ ხელები

0
319

ლამაზი, ნაზი და ახალგაზრდა ხელების კანი – არის ის, რაზეც უარს არ იტყოდა არც ერთი ქალი. ასაკთან ერთად ხელების კანი კარგავს შესახედაობას, ბერდება და კარგავს ერთგვაროვან ფერს.კანის ელასტიურობის აღდგენასა და ეგრეთ წოდებული “სიმწიფის ლაქების” მოშორებაში დაგეხმარებათ გადამოწმებული შინაურული ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ამ ნიღბის ძირითადი აქტიური ნივთიერებაა – ოხრახუში. მას მაინცდამაინც ხშირად არ გამოიყენებენ, როგორც მოვლის საშუალებას. ბევრმა არ იცის, რომ ოხრახუში, უფრო ზუსტად კი მისი წვენი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პიგმენტაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის. ამასთანავე, ოხრახუშის წვენი არ აღიზიანებს და არ აშრობს კანს.გამაღიავებელი ეფექტის გარდა, ოხრახუშს გააჩნია ძლიერი ლიფტინგ-ეფექტი და ნიღბების შემადგენლობაში მისი გამოყენება კანს ჩუქნის სილამაზესა და ახალგაზრდობას.

რა არის საჭირო:

  • 3 ღერი ოხრახუში;
  • ნახევარი ჩ.კ ლიმონის წვენი;
  • ნახევარი ჩ.კ თაფლი (შეიძლება ჩანაცვლდეს);
  • 2-3 ჩ.კ სახამებელი;
  • 1 ს.კ არაჟანი;
  • 1 ს.კ ზეითისხილის ზეთი.

მომზადების წესი:

  1. ერთმანეთს შეურიეთ თაფლი და ზეთისხილის ზეთი. თუ თაფლზე ინდივიდუალური რეაქცია გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იგი სხვა საკვები პროდუქტით, რომელიც ვიტამინებით არის გამდიდრებული (მაგალითად, დაამატოთ A და E ზეთოვანი ვიტამინები) ან საერთოდ ამოიღოთ რეცეპტიდან.
  2. ოხრახუში ღეროებიანად დააქუცმაცეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და შეურიეთ არაჟანი. ჩაასხით ზეთი და კარგად შეურიეთ. თუ ნიღაბი ძალიან თხევადი გამოვა, დაამატეთ ცოტაოდენი სახამებელი და ეს მას გაასქელებს.
  3. ნიღაბი უნდა წაისვათ სუფთა და მშრალ ხელებზე. ხელები უნდა დაიბანოთ 10 წუთის გასვლის შემდეგ.
  4. პირველი გამოყენებისთანავე შეამჩნევთ, რომ კანი გახდება უფრო ნაზი და დატენიანებული.

ნიღბის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, დაინახავთ პროგრესს კანის გაახალგაზრდავებასა და პიგმენტაციის გაღიავებაში.