ლაზერული ეპილაცია: 5 მითი, რომლებიც დროა გავაქარწყლოთ

0
813

თუ ფიქრობთ, რომ ლაზერით თმას მხოლოდ ყველაზე სასოწარკვეთილები ქალები იცილებენ, გირჩევთ ამ პროცედურაზე თქვენს შეხედულებებს გადახედოთ. თანამედროვე აპარატები საშუალებას გაძლევთ არასასურველი თმა ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ და თან მაქსიმალურად კომფორტულად. მთელი ის საშინელება, რასაც ფორუმებზე წერენ, უკვე გასული საუკუნეა.

ლაზერული ეპილაციის შემდეგ თმა „ბრუნდება“

ისტორია „2 წელი თმა არ მქონდა და მოულოდნელად გამეზარდა“ ლაზერული ეპილაციის შედეგს არ ეხება (როგორც მინიმუმ, მაღალი ხარისხის მოწყობილობას). სავარაუდოდ, ენდოკრინოლოგს უნდა ეწვიოთ. თუ თმა თანამედროვე აპარატით მოიშორეთ, მოსალოდნელიად ერთჯერადი თმის ზრდა (ფოლიკულის მიდამოში ღეროვანი უჯრედები რჩება). ლაზერული ეპილაციით თავად ფოლიკულა ნადგურდება, ამიტომ რამდენიმე პროცედურაში თმას ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებთ. აი, დღემდე პოპულარული ფიტოეპილაცია ასეთ შედეგს არ იძლევა. ამ პროცედურის დროს თმა უფრო ღია და თხელი ხდება (ბევრს ესეც აწყობს), ხოლო 1–2 წელში კვლავ მუქდება და სქელდება.

ლაზერული ეპილაციის შედეგს მხოლოდ ბევრი–ბევრი წლის შემდეგ ვნახავ

თუ დიოდურ ლაზერზე ვსაუბრობთ, თმის მოშორებას 4-6 პროცედურაში შეძლებთ, რასაც საშუალოდ 6 თვე დასჭირდება. თუ ღია თმა გაქვთ, ოდნავ მეტი პროცედურა დაგჭირდებათ, თუ მუქი – ცოტა ნაკლები. ეს პიგმენტის რაოდენობას უკავშირდება, რომელიც ლაზერს შეუძლია გაახუროს და დაშალოს. ერთ პროცედურაზე საშუალოდ 25% სხეულის თმის მოშორება შეიძლება. შემდეგ მძინარე ფოლიკულები იღვიძებს და ახალ თმას სიცოცხლეს აძლევს, ამიტომ ერთ პროცედურაში ზედმეტი თმის პრობლემას ვერ მოაგვარებთ. სხვათა შორის, ზოგიერთ ლაზერულ აპარატს უკვე დადასტურებული სტატისტიკა აქვს. მაგალითად, დიოდური ლაზერი Lightsheer Duet 4 პროცედურაში 85% თმას ანადგურებს.

ლაზერული ეპილაცია ძალიან მტკივნეული პროცედურაა

აპარატების თანამედროვე მწარმოებლებმა იზრუნეს იმაზე, რომ პროცედურის დროს თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ. პირველ რიგში, აპარატს გამაგრილებელი სისტემები აქვს, ანუ მხოლოდ თქვენი თმა გახურდება და არა კანი. მეორეც, დამატებით ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს იძლევა ვაკუუმის თავი, რომელიც კერძოდ დიოდურ ლაზერს Lightsheer Duet აქვს. ის კანს ჭიმავს, რის გამოც ლაზერის ზემოქმედება პრაქტიკულად არ იგრძნობა, თავად ეპილაციის პროცედურა ვაკუუმ მასაჟს ჰგავს.

ლაზერულმა ეპილაციამ შეიძლება ახალწარმონაქმნის ზრდას ხელი შეუწყოს

სხეულზე თმას უკვე 20 წელია იშორებენ. ამ დროში ეპილაციასა და ახალწარმონაქმნს (მათ შორის ავთვისებიანს) შორის კავშირი არ დაფიქსირებულა. სხვათა შორის, თანამედროვე აპარატების უმეტესობა FDA-ს მიერ აღიარებულია. ეს ამერიკული ორგანიზაცია კი ამა თუ იმ მეთოდის უსაფრთხოების საკითხს ძალიან სკრუპულოზურად უყურებს.

ლაზერული ეპილაციის შემდეგ დამწვრობის ალბათობა დიდია

მას შემდეგ, რაც ინტერნეტი სავსეა რეკლამებით, რომლებიც მთელ სხეულზე თმის მოშორებას იაფად გთავაზობენ, ასე ნამდვილად მოხდა. გაგიმართლებს, თუ პროცედურის შემდეგ არანაირ შედეგს არ მიიღებთ, რადგან ასეთი ბიუჯეტური ეპილაციის აპარატი იაფი ღირს. ისინი აზიიდან შემოაქვთ და სერტიფიკატი საერთოდ არ აქვს. ასე რომ კანის დამწვრობის რისკი იზრდება. ლაზერი, რომელსაც სიძლიერის კონტროლის სისტემა აქვს, ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ, მაღალი ხარისხის ლაზერული ეპილაცია არ შეიძლება იაფი იყოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ