ტაროს გაშლა. გიწერიათ თუ არა ერთად ყოფნა?

0
273

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: გიწერიათ თუ არა ერთად ყოფნა?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).კარტი გვიჩვენებს, რომ თქვენ შესაძლოა ქორწინებაში იმყოფებით ან ურთიერთობა გაქვთ მამაკაცთან, რომელიც თავისუფალი არ არის. ამ შემთხვევაში თქვენს შორის საიდუმლო ურთიერთობაა.

ან, ამ ადამიანთან ქორწინებაში იმყოფებით, გყავთ შვილები, მაგრამ ბოლო დროს თქვენს შორის რაღაც გაუგებარი სიტუაციაა და ამის გამო თქვენი ურთიერთობა აღარ ვითარდება.ანუ, თუ თქვენ და ამ ადამიანს ოჯახი გაქვთ, მაშინ ამ ურთიერთობიდან თითქოს გამქრალია ემოციები, ცოტას ესაუბრებით ერთმანეთს. თუ ერთ-ერთი თქვენგანი თავისუფალი არ არის, მაშინ თქვენ შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს დაპაუზებული.ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს პრობლემები. თქვენ აშკარად არ ხართ კმაყოფილი იმით, რაც ახლა თქვენს შორის ხდება, იმით, რომ თქვენ ემოციონალურად ხართ ერთმანეთს დაშორებულები.

ვიღაცას, შესაძლოა რეალური მანძილიც აშორებდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს ურთიერთობებში დადგა კრიზის დრო. არ გამართლდა თქვენი იმედები, რომლებიც ამ მამაკაცთან დაკავშირებით გაგაჩნდათ. ვიღაცის შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.თავად მამაკაციც არ იმყოფება კარგ ენერგიებზე. ბრაზობს, ეჭვიანობს, ძალიან ბევრი ნეგატივი მოდის მისი მხრიდან. რატომ ნეგატივი? იმიტომ, რომ თქვენ ერთ მომენტში გადაწყვიტეთ, რომ მისგან წასულიყავით. მას კი, ეს აშკარად არ აწყობს.

გიწერიათ თუ არა ერთად ყოფნა? მე ვერ ვხედავ თქვენს შორის ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას, მაგრამ თქვენს ურთიერთობას მარტივსა და სასიამოვნოსაც ვერ ვუწოდებ. თქვენს შორის შედგება საუბარი.თუმცა, არ იჩქაროთ და სრულად არ ენდოთ მამაკაცს, ის მაინც მოგატყუებთ და ეცდება, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ.თუ ამ ადამიანთან ქორწინებაში იმყოფებით, ასევე დარჩებით. თუ თქვენ შორის საიდუმლო ურთიერთობაა, მაშინ ოჯახი, რომელიც გაქვთ თქვენ ან მას – შენარჩუნდება, არჩევანი არ გაკეთდება, თუმცა შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებას დაგპირდეთ, მაგრამ სინამდვილეში, არ იჩქარებს ამის გაკეთებას.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ შორის იქნება მეტი კომუნიკაცია, მაგრამ აქ ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში რაიმე კონკრეტულ შედეგამდე მიხვალთ.უფრო მეტიც, ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი თქვენი ბედია, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაგრძელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან ეცდება თქვენს დაბრუნებას. მოგწერთ, დაგირეკავთ, ბევრს დაგპირდებათ.