ამჭიმავი ნიღაბი დაბერებული კანისთვის, რომელიც მხოლოდ სამი კომპონენტისაგან შედგება

0
305

დაბერებული კანისთვის სიმკვრივისა და კარგი შესახედაობის დაბრუნება შესაძლებელია სელის თესლის გამოყენებით მომზადებული შინაურული ნიღბის მეშვეობით. ამ ნიღბის რეცეპტზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.თელის თესლი და სელის ზეთი, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, აქტიურად გამოყენებოდა სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სელის თესლის შემადგენლობა უნიკალურია და იგი სასარგებლოა, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გამოყენებისთვის.

იგი შეიცავს მთავარ “სილამაზის ვიტამინებს”: А, В, Е ვიტამინებს და აქტიური ანტიასაკობრივი მოქმედება გააჩნია.სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებით, რომლებიც კანს ელვარებას ანიჭებს.

რა არის საჭირო:

  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი;
  • 2 ჩაის კოვზი სელის თესლი;
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

სელის თესლი ოდნავ უნდა დაინაყოს, რათა წვენი გამოედინოს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ სანაყის ან კოვზის მეშვეობით.დანაყულ თესლს საჭიროა დავასხათ ცხელი წყალი (დაახლოებით 3 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი) და გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა დავამატოთ თაფლი და გავხსნათ იგი. მცირე პორციებით უნდა ჩავყაროთ სახამებელი (გამოდგება სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი). მზა ნიღბის კონსისტენცია უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის მსგავსი.

მზა ნიღაბი უნდა წავისვათ წინასწარ გასუფთავებულ კანზე და უნდა გავიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში.ნიღბის ერთადერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ გაშრობისას თესლები შესაძლოა კანიდან ჩამოცვივდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ნიღბის ზემოდან დაიკარით საკვების ცელოფანი.ისევე, როგორც ნატურალური ნიღბების უმეტესობის შემთხვევაში, სელის თესლის შემცველ ნიღაბსაც კუმულაციური ეფექტი გააჩნია და ყოველი გამოყენების შემდეგ აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.