მწვანილის გამყიდველმა მასწავლა, თუ როგორ უნდა გამოვაცოცხლო დამჭკნარი კამა. საჭიროა, მხოლოდ მდუღარე წყალი და ორი წუთი

0
212

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, საუბარია დამჭკნარი მწვანილის გამოცოცხლების სწრაფ მეთოდზე.ახალი მწვანილი ძალიან მალე ჭკნება, ამიტომ მისი წინასწარ შეძენის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.თუმცა, მწვანილის გამყიდველმა გვასწავლა მეთოდი, რომლის წყალობითაც შესაძლებელია დამჭკნარი მწვანილის გამოცოცხლება, სულ რაღაც 2 წუთში.ეს ხრიკი იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, როდესაც კამა ნამდვილად დამჭკნარია. მაგრამ, თუ მწვანილს უკვე დაწყებული აქვს გაყვითლება, გაშავება ან ლპობა (აქვს უსიამოვნო სუნი), ეს მეთოდი ვეღარ დაგეხმარებათ.ეს უნდა გახსოვდეთ.მაგრამ, თუ კამა დაჭკნა, ანუ ტოტები დაბლა ჩამოყარა – ეს მეთოდი სწორედაც რომ შესაფერისია.

როგორ გამოვაცოცხლოთ დამჭკნარი კამა – მაშ ასე, თუ კამა დაჭკნა და ტოტები ჩამოყარა, შემდეგნაირად უნდა მოვიქცეთ:ჯერ ქვემოდან უნდა მოვაჭრათ ტოტებს, ბუკვალურად რამდენიმე მილიმეტრი.შემდეგ, საჭიროა ჭიქაში (ან ნებისმიერ სხვა ჭურჭელში) მდუღარე წყლის ჩასხმა, ძალიან მცირე რაოდენობით.ამ ჭიქაში უნდა ჩალაგდეს გადაჭრილი კამის ტოტები.გააჩერეთ 1,5 – 2 წუთის განმავლობაში. თუ კამა ძალიან დამჭკნარია, მაშინ მდუღარე წყალში გააჩერეთ ცოტა უფრო მეტი ხნით 3 – 5 წუთით.მდუღარე წყლის შემდეგ, კამა უნდა მოათავსოთ ყინულივით ცივ წყალში, მაგრამ უკვე მთლიანად, ტოტებიც და ღეროებიც. უნდა ამოავლოთ.

ამ მანიპულაციების შემდეგ, კამა თქვენს თვალწინ “გამოცოცხლდება”, გახდება ისევ კაშკაშა მწვანე და ფუმფულა, თითქოს ბოსტნიდან ახალი მოწყვეტილია.აი, ეს მეთოდი გვასწავლა მწვანილის გამყიდველმა.თქვენ თუ იცით მწვანილის გამოცოცხლების რაიმე მეთოდის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!