უმუშევარი ქმარი: როგორ დავუჭიროთ მხარი და სჭირდება თუ არა დახმარება

0
1055
Photo credit: pixabay.com

როცა პარტნიორს პროფესიური და პიროვნული კრიზისი აქვს, ეს შეიძლება მასში შფოთვასა და შიშებს იწვევდეს. ახლა გეტყვით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ასეთ სირთულეებს, ქმართან ერთად.

დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია ნებისმიერ ოჯახზე შეიძლება აისახოს: სამსახურის დაკარგვა მარტივია, ახლის პოვნა – პრობლემური. იმ შემთხვევაში, როცა ქმარი რჩება სამსახურის გარეშე, ქალი მოწყვლადი ხდება, შფოთავს არამხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ქმარი ვერ პოულობს გამოსავალს ამ ჩიხიდან. ყველა ეს შფოთვა მკაფიოდ ისახება ურთიერთობაზე, სექსუალურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობასა და განწყობაზეც. დასაწყისისთვის, საკუთარ თავს უნდა დაეხმაროთ!

  • გაერკვიეთ გრძნობებში
Photo credit: pixabay.com

თუ ეს სულ ახლახან მოხდა, პირველ რიგში, იგი უნდა მიიღოთ და რეალობას თვალები გაუსწოროთ. თუ ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან ბიზნესი ჩაუვარდა, ან თავად არ უნდა დაკავდეს იმით, რასაც მანამდე აკეთებდა, ეს ის გარემოებებია, რომლებშიც ახლა ცხოვრობთ.

უთხარით საკუთარ თავს: “კი, სხვაგვარად მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა.” მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაიციკლოთ კითხვაზე “რატომ მოხდა ეს?”, არამედ კონცენტრირდეთ იმაზე, რომ ახლანდელი გარემოება არ გაძლევთ ხელს, ესე იგი, უნდა იპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან და არ დასვათ ცარიელი კითხვები.

1. გადაანაწილეთ პასუხისმგებლობა

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს! ხშირად, ქალი საკუთარ თავს ადანაშაულებს პარტნიორის წარუმატებლობაში, თუმცა, ისეც ხდება, რომ თავად პარტნიორი აბრალებს ყველაფერს ცოლს. ახლა მოდურია ფიქრი, რომ ქალი უნდა ახალისებდეს, რომ ქმრის კარიერა რუხი კარდინალის – ცოლის მუშაობის შედეგია. მაინც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თითოეული ადამიანი თავად აგებს პასუხს თავის პროფესიულ გზაზე.

2. გაიაზრეთ შფოთვა

როცა არასტაბილური დრო დგება, ადამიანს შფოთვა იპყრობს. მნიშვნელოვანია, ეს შფოთვა მაქსიმალურად სწრაფად მიიღოთ, რათა ჯავრი ქმრის დადანაშაულებით არ ამოიყაროთ. როგორც კი შფოთვის პირველ ტალღას იგრძნობთ, მაშინვე შეჩერდით, შეისვენეთ, ამოისუნთქეთ ეს მდგომარეობა და ამის შემდეგ მოუყევით ქმარს ყველაფერს, შეტყობინების ფორმით: “ვნერვიულობ, რით ვიცხოვრებთ შემდეგ თვეში”. ან, თუ გრძნობთ, რომ ქმარს ახლა არ შეუძლია თქვენი შფოთვის დამატება, რომ ვერ გაუმკლავდება მძიმე ემოციებს, საკუთარ თავს თავად დაუჭირეთ მხარი. დაეხმარეთ თქვენს შინაგან ბავშვს, დაამშვიდეთ იგი. უთხარით საკუთარ თავს: “გავუმკლავდებით, ყველაფერი კარგად იქნება!”

თქვენ ხომ მანამდეც შეხვედრიხართ და გადაგილახავთ მრავალი სირთულე? ესე იგი, ამ პრობლემასაც გადაჭრით.

3. დაადგინეთ დროის საზღვრები

მოელაპარაკეთ ქმარს დროის ლიმიტთან დაკავშირებით, სამსახურის საშოვნელად. მაგალითად, მოილაპარაკეთ, რომ ამ მომენტიდან დაწყებული, 3 თვის განმავლობაში, მან უნდა იპოვოს საკუთარი თავი, თუ არ იცის, სად უნდა მუშაობა, ან იდეალურ სამსახურს, თავის მოწოდებას ეძებს. თუმცა, თუ სამ თვეში მსგავსს ვერაფერს იპოვის, უნდა დასთანხმდეს ნებისმიერ სამსახურს, ფულისთვის. შეგიძლიათ, იმაზე მოილაპარაკოთ, რომ ამ სამ თვეში რამე დღიურს მაინც იპოვის, მშიერი რომ არ დარჩეთ.

თუ ქმარი ახალ ბიზნესს, ახალ პროექტს იწყებს, რასაც გარკვეული კაპიტალი სჭირდება, თქვენ კი ეს გაწუხებთ, შეგიძლიათ, მოილაპარაკოთ ხარჯის ლიმიტსა და იმაზე, რომ დადგენილ რაოდენობაზე მეტი არ დახარჯოთ.

განიხილეთ ის ვარიანტიც, როცა ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. ახლა ასეთი სიტუაციაა, თუმცა, რა მოხდება, თუ ეს პროექტი არ იმუშავებს? ან, რა მოხდება, თუ ქმარი სამსახურს ვერ იშოვის? ეს ყველაფერი დაწვრილებით უნდა განიხილოთ. მაშინ მიხვდებით, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, რომ გაქვთ სათადარიგო ვარიანტები, თავსაც გაცილებით მშვიდად იგრძნობთ და ქმარსაც მისცემთ შესაძლებლობას, სიტუაციას გაუმკლავდეს.

4. ფოკუსირდით საკუთარ თავზე

დაკავდით საკუთარი ინტერესებით, სურვილებით, ოცნებებითა და გეგმებით. გადახედეთ თქვენს პროფესიულ მიზნებსაც. შეძლებისდაგვარად, მეტი დაისვენეთ, დრო დაუთმეთ ჰობის, ჯანმრთელობასა და განწყობაზე ზრუნვას.

როგორ დავეხმაროთ ქმარს

Photo credit: pixabay.com

როგორც კი საკუთარ შფოთვას დაძლევთ და რესურსულ მდგომარეობაში გადახვალთ, შეძლებთ, დაეხმაროთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ქმარსაც. თუმცა, აუცილებლად დაიწყეთ საკუთარი თავით – სხვას ვერ დაეხმარებით, სანამ გაურკვევლობისა და უძლურობის მდგომარეობაში თავად ხართ.

1. შეახსენეთ წარსული მიღწევების შესახებ

საწყის ეტაპზე, ქმარს მიეცით სივრცე და უკან დაიხიეთ. შეახსენეთ მას წარმატებების შესახებ, ესაუბრეთ მის ძლიერ მხარეებზე მაშინ, როცა ეს შესაფერისი იქნება. ყოველ ჯერზე, როცა ამას შეძლებთ, დაუსვით კითხვები:

  • რა გინდა?
  • ვინ გინდა, რომ იყო?
  • რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
  • რა მიზნისკენ მიისწრაფვი?
  • რისი მიღწევა გსურს?

2. ნუ იქცევით ზედამხედველად

ნუ გაუკონტროლებთ თითოეულ მომენტს – როდის გაიღვიძა, რა გააკეთა, რამდენი რეზუმე გაგზავნა, სად დარეკა, ვის მიმართა. ნუ გააკრიტიკებთ, დასცინებთ და გამოავლენთ ეჭვებს მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ნეგატიური რეაქციებისკენ ადამიანს შფოთვა უბიძგებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, იგი გაიაზროთ და დროულად აღადგინოთ.

3. ნუ მიეცემით წყენას 

სამსახურის ან მისი პოვნის შესაძლებლობის დაკარგვა ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი სტრესია. სცადეთ ქმართან დალაპარაკება და მისთვის იმის ახსნა, თუ რამდენად აფასებთ მას. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საყვარელი ქალი მას აფასებს. ნუ შემოიფარგლებით ერთი-ორი ფრაზით. ეცადეთ, მაქსიმალურად სრულყოფილად გამოხატოთ თქვენი აზრი, აუხსნათ ქმარს, თუ რატომ ასრულებს თქვენს ცხოვრებაში არსებით როლს. უთხარით მას, რატომ გიჩნდებათ ამა თუ იმ მოქმედებისა თუ უმოქმედობის საპასუხოდ ნეგატიური ემოციები.

თუ ქმარს სამსახურის შოვნა არ სურს

Photo credit: pixabay.com

იქნებ, ქმრის უმუშევრობა არა მისი სიზარმაცის, არამედ იმის ბრალია, რომ არ უნდა სამსახურის პოვნა? დასაწყისისთვის, უნდა გაიაზროთ, რომ შესაძლოა, თქვენს ქმარს ხელს აძლევს არსებული სიტუაცია. შესაძლოა ისიც, რომ მას საკუთარი თავისთვის არაფრის გაკეთება არ სურს. ერთი და იგივე მამაკაცი სხვადასხვა ქალთან სრულიად განსხვავებულად შეიძლება მოიქცეს. შეგიძლიათ, ადამიანს თავისი ქცევის შეცვლა სთხოვოთ. მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ მას აქვს უარის თქმის უფლება. მაშინვე აირჩიეთ, შეძლებთ თუ არა მასთან ურთიერთქმედებას მსგავს სიტუაციებში.

თუ მას აიძულებთ, რაღაც გააკეთოს, თუნდაც საუკეთესო რჩევით, დიდი ალბათობით, არაფერი შეიცვლება. თქვენი უკმაყოფილო სახე და მუდმივი საყვედურები არაფერს შეცვლის. სხვა გზა უნდა იპოვოთ. გარდა ამისა, ადამიანებს, ხანდახან, ფასეულობები არ ემთხვევათ. განქორწინების სტატისტიკა ხომ ასეთი დიდი ტყუილად არაა. დიდად ნუ იღელვებთ, თუ უეცრად გაიგეთ, რომ ვერ იცხოვრებთ ადამიანთან, რომელაც ჰყოფნის ის ფული, რომლითაც ახლა ცხოვრობს, და რომლისთვისაც კომფორტულია ის პირობები, რომელშიც ახლა იმყოფება. ადამიანები განსხვავდებიან და ეს მუდმივად უნდა გახსოვდეთ. თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი – წახვიდეთ ან გააგრძელოთ ურთიერთობა ასეთ ადამიანთან. თუ რჩებით, ესე იგი, ეთანხმებით იმ გარემოებებს, რომლებიც თქვენ გარშემოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევას, დადანაშაულებასა და დატუქსვას აზრი არ აქვს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ