კბილების გათეთრება სახლის პირობებში

0
346

კბილების ფერი გაკომპლექსებთ და ფართოდ გაღიმების საშუალებას არ გაძლევთ? არაფერია! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გაითეთროთ კბილები სახლის პირობებში.ბევრ ქალს აწუხებს გაყვითლებული კბილების პრობლემა და არ აქვს მათი პროფესიონალურად გათეთრების საშუალება – ძლიერი მგრძნობელობა ახსენებს თავს ექიმთან ყოველი ვიზიტისას და თანაც, ყველას არ გააჩნია სახსრები რეგულარული სტომატოლოგიური პროცედურებისთვის.

თოვლივით თეთრი ღიმილის არ ქონა, ძალიან ხშირად აკომპლექსებს ადამიანებს.თუმცა, ეს სანერვიულო არ არის. ჯერ ერთი, ყვითელი კბილები, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მეორე, არსებობს უამრავი რჩევა, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას სახლის პირობებში! თუმცა, ჩვენ მაინც გირჩევთ თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლას, ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარებამდე.

ზეთი – ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სიყვითლის მოშორება და ჰოლივუდის ღიმილის ეფექტის მიღება შესაძლებელია ჩაის ხის ეთერზეთის გამოყენებით.ისინი გვირჩევენ, რომ ორიოდე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი დავაწვეთოთ კბილის ჯაგრისს და გავიხეხოთ კბილები, რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასეთი პროცედურა უნდა ჩავიტაროთ კვირაში 2 ჯერ. “ეს არ არის მავნე, პირიქით სასარგებლოცაა – აშორებს ნადებს, ქვებს” – გაგვიზიარა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ეკოლოგიური პროდუქტი – გააქტიურებული ნახშირი! დიახ, სწორედ ის არის კბილების სიყვითლის საწინააღმდეგო მოქმედი საშუალება.“ყველაზე მთავარი – აბსოლუტურად არანაირი ზიანი ემალისა და კუჭისთვის, თანაც იაფია” – აცხადებს ერთ-ერთი მომხმარებელი. ის გვირჩევს ნახშირის დანაყვას და მიღებული ფხვნილით კბილების გახეხვას, რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ჩვევის მნიშვნელობა – ბევრი ადამიანი გვირჩევს ჩამოვიყალიბოთ სასარგებლო ჩვევა: ყოველი ჭამის შემდეგ, გამოვივლოთ პირის ღრუ მსხვილი მარილის წყალხსნარით. “ერთ ჭიქა თბილ წყალზე, ერთი ჩაის კოვზი მარილი”- გაგვიზიარა ერთ-ერთმა მკითხველმა.ჰოლივუდური ღიმილისკენ სწრაფვისას არ დაივიწყოთ პირის ღრუს უმთავრესი მოვლა: გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ მაინც, გამოიყენეთ ძაფი, გამოივლეთ წყლით ყოველი ჭამის შემდეგ და შეეცადეთ უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ მინანქარზე, არამედ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე.