კარმული ჰროსკოპი: ვინ იყავით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით წინა ცხოვრებაში

0
995

რეინკარნაციის გჯერათ? მაშინ, ისიც უნდა გაინტერესებდეთ, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებაში. ახლა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგებთ ამას.

თხის რქა – დედოფალი

ნებისმიერ თხის რქას ესმის, რომ ჩვენ ახლაც იმ ველურთა ბრბო ვართ, რომელთაც ხელში მისცეს ინტერნეტისმაგვარი მიკროსკოპები, ისინი კი ამით ლურსმნებს აჭედებენ (ჰოროსკოპებს წერენ). რა უვიცობაა! აი, წარსულში რაც ხდებოდა ხომ – ამაზე ფიქრიც კი ზარავს! ხალხი რკინის ხელით უნდა ემართა, ტახტზე კი ბეტონის კუდუსუნით უნდა მჯდარიყო და ყურადღება მიექცია იმისთვის, რომ მისთვის სკიპტრი ან მოეპარათ, მისიანებს კი სხვისთვის ძალაუფლება შემთხვევით არ გადაეცათ. ამასთან, საჭირო იყო დასჯისა და შეწყალების უნარის ქონაც. მოკლედ, დედოფალი – ესაა ერის გონება, ღირსება და სინდისი, როგორც თხის რქა – ზოდიაქოს გონება, ღირსება და სინდისი. ჰო, და რკინის ხელი.

მერწყული – მოგზაური

“არაყი? რა თქმა უნდა, დავლევ!” – ესეც მერწყულის ცხოვრებისეული დევიზი. თუმცა, არაყს რომით, ჩაანაცვლებს ხოლმე. რა არ უნახავს მერწყულს? შავი ჭირი და წმინდა ინკვიზიცია, საინტერესო არაფერია. რა სჯობს ახალი მიწების შესწავლას, რომლებზეც ყოველგვარი ჯადოსნური არსებები ბინადრობენ? კანიბალები? იხვნისკარტები? ოჰ, რა კარგია!

თევზები – საშინელი კულტის მღვდელი ქალი

ყველამ იცის, რომ თევზები ცოტათი არაამქვეყნიური არსებაა, მისტიკის და მსგავსი პარანორმალური ქვეყნიდან. ცხოვრების მიძღვნა რომელიმე კულტისთვის, სასურველია, ბნელი და საშინელი, მისთვის ყველაზე საინტერესო საქმიანობაა. არა, რა თქმა უნდა, საქმე ის კი არაა, რომ თევზები გათავისუფლდება თავისი დათრგუნული საზოგადოებისგან, აღფრთოვანებული მრევლი შეაქებს მას, მიუტანს შესაწირს და ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში დაუჯერებს მას, თავაც თევზებს კი ისღა დარჩება, რომ ჩაიკეტოს ბნელ ტაძარში სიცოცხლის ბოლომდე (ვაშა!) და არაფერი აკეთოს, გარდა იმისა, რომ წარმოსახვაში გადაეშვას. არა, საქმე ისაა, რომ თევზებს გულწრფელად სწამს! რაც შეეხება მსხვერპლთშეწირვას, ამას ღვინითა და ხილით გააკეთებს.

ვერძი – მეკობრე

უმართავი მკვლელების ბრბოს მართვა ვერძისთვის ყველაზე სწორი საქმიანობაა: ჯერ ერთი, ყოველთვის შეეძლება, მუჯლუგუნი უთავაზოს ვინმეს ან ზვიგენებს აჭამოს, ეს კი გაცილებით უფრო თერაოევტულია, ვიდრე თეფშების მოსაწყენი ლეწვა. მეორეც, ძარცვა გამდიდრების ყველაზე საიმედო საშუალებაა ნეოლითის დროიდან, ვერძს კი თანდაყოლილი ბიზნეს-ჟინი აქვს. მესამედ, ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში ან იყვირებს “ბორტზე!” და ხმალს მოიქნევს, ან რომს გადაჰკრავს და იხარხარებს. მეტი რა სჭირდება ბედნიერებისთვის? არაფერიი! მხოლოდ ხელის თუთიყუში, რომელსაც ასწავლის ყველა საგინებელ სიტყვას.

კურო – მიწათმფლობელი

როგორც ვიცით, კუროს ბევრი არ სჭირდება. არც ცოტა სჭირდება – ამდენი თქვენ აიღეთ, თუ ასეთი ჭკვიანი ხართ. კუროს კი სტაბილურობა სჭირდება: პატარა სახლი (მოკრძალებული ვილა მხოლოდ 13 ოთახით), შეშის ღუმელი (ზამთრის ხანგრძლივი საღამოების გასატარებლად), ჟღალი კატა (ნუ, ერთი 200 მოსამსახურეც), დასაქმებული ქმარი (არაა საჭირო, მაღალი წოდება ჰქონდეს, საკმარისია, სახელმწიფოს ემსახუროს და ყოველდღე თვალებში არ ეჩხირებოდეს) – სულ ესაა, ბედნიერება! შეუძლია, ვერანდაზე ჩაი მიირთვას, კატას მოეფეროს და დაიძახოს “ედმონდ”, როცა მოეწყინება. შემდეგ მას სამზარეულოში ნამცხვრებისთვის გაუშვებს, შემდეგ ტყეში – განსაკუთრებული სოკოსთვის.

ტყუპები – ფილოსოფოსი

ტყუპებისთვის ყველაზე შესაფერისი საქმიანობაა სამყაროს მოწყობის ღრმააზრობრივად განხილვა, თანაც ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს, თუმცა, მაინც დაუყოვნებლივ აღფრთოვანდეს. ამავდროულად, ტყუპები კასრშიც კი იცხოვრებდა – მაინც ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს ასეთი პერფორმანსია. ზოგადად, რა თქმა უნდა, ფილოსოფოსი მშიერი და მცივანი არ დარჩება, რამდენადაც ყოველთვის მოიპოვება მსურველი, გაიზიაროს სიბრძნე. ტყუპებს იმ იმედით გამოკვებავს, რომ მას ჭეშმარიტებას გაანდობს.

კირჩხიბი – მკითხავი

კირჩხიბზე უკეთ არავის შეუძლია გზების ამოცნობა, მოჯადოებული სახლის გათავისუფლება და შხამიანი სოკოთი მომაკვდავისთვის შელოცვა და მობრუნება. საქმე ის კი არაა, რომ კირჩხიბს წინასწარმეტყველება შეუძლია, არამედ ის, რომ კირჩხიბს აქვს დარწმუნების უნარი, რაც, როგორც იცით, შტატგარეშე ორაკულის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა.

ლომი – მსახიობი

როგორც ცნობილია, ლომებს სინათლეზე ყველაზე მეტად სურთ ბრწყინვა, წარსულში კი ბრწყინვა ან სასახლეში, ან თეატრალურ სცენაზე შეიძლებოდა. თუმცა, რამდენადაც ლომისთვი ერთადერთი შესაფერისი ადგილი სასახლეში უკვე თხის რქამ დაიკავა, მას თეატრიღა დარჩენია, რომელიც, როგორც ცნობილია, მთელი ცალკეული სამყაროა. თუმცა, იგი ყველაზე საშინელი ადგილიცაა, რამდენადაც სცენაზე ქალის გამოჩენა საზიზღობაა, ანათემა გარანტირებული აქვს. ამის შემდეგ კი უკვე შეეძლება გაერთოს, უყვარდეს, დაიტანჯოს, დალიოს და ა.შ. სრული თავისუფლება ექნება! ჯოჯოხეთში ისედაც აქვს ადგილი გარანტირებული და, რატომ უნდა დაუშალოს რამე საკუთარ თავს?

ქალწული – ბებიაქალი

როგორც ცნობილია, ქალწულს არ სჭირდება პურის ჭამა, მას უნდა ადროვოთ ჩხირით სამყაროს კანონზომიერებაში ჩხრეკა და რაღაც ახლის გაგება, თუმცა, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა: მეცნიერები თავიანთ წრებში არ იღებენ, რახან ქალია, მონასტერში წასვლა თავად არ სურს, რამდენადაც პასუხისმგებლობა და ძალაუფლება იქ არაა, სამეცნიერო ცდებისთვის კი, შესაფერისი ლიცენზიის გარეშე, ინკვიზიცია არ ასცდება. ერთი გზაღა რჩება – ბებიაქალობა: ყოველმხრივ კარგი საქმეა! პროფესიას საპატიოა, ვერც ვერავინ ჩაანაცვლებს, საქმე მშობიარეებითა და ბავშვებითაც არ შემოიფარგლება: ტკივილებით შეწუხებული და უბედური ქალები თავისით ჩაბარდებიან ცდებისთვის. მომავალი რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, არც ექიმები გაჩნდებიან. მოკლედ, თამამად შეუძლია ხარშოს ელექსირები, ასვას სნეულებს და ხელების წმენდით დაელოდოს შედეგს.

სასწორი – ფრეილინა

შესანიშნავი თანამდებობაა! არაფრის გადაწყვეტა არ სჭირდება, მთავარია, კაბაში იყოს გამოწყობილი. აგრეთვე, უნდა შქმნას სასიამოვნო ატმოსფერო, რაც სასწორს ყველაზე უკეთ გამოსდის: იგი ახერხებს სივრცის ჰარმონიზებას თავისი არსებობით. ამისთვის, მას სასიამოვნო ბონუსები ენიჭება, მეჯლისზე მიწვევის, საინტერესო მოგზაურობისა და მომხიბლავი კავალერების სახით. რამდენადაც სასწორს ბუნებრივი ნიჭი აქვს, აღუძრას გარშემომყოფებს დაუყოვნებლივი გულახდილობის სურვილი, თავისუფალ დროს შეუძლია, ერთი-ორი ინტრიგა ჩახლართოს და სასახლე თავდაყირა დააყენოს. სამსახური კი არა, ოცნებაა!

მორიელი – კურტიზანი

მორიელის გარდა, ვისი საქმეა სალონის გახსნა, იქ საუკეთესო მამაკაცების მიტყუება და ამ მამაკაცების იქ შეკავება? დიახაც, არავისი! გარდა ამისა, მორიელს აქვს უნარი, ჰქონდეს ყველაფერი და, ამავდროულად, არაფერიც, რაშიც ვერავინ შეედრება: გამოეწყობა კეთილშობილი ქალბატონის ტანსაცმელში, გარშემო უმაღლეს საზოგადოებას შემოირტყამს, მიიღებს შემოწირულობებსა და საჩუქრებს, თანაც, არავითარი მსუქანი ბარონი ქმრად, არავითარი დორბლიანი მემკვიდრეები და, ზოგადად, ტიპური ქალური პრობლემები. პენსიაზე კი შეეძლება, ახალგაზრდა კორნეტი იყოლიოს გრძელი ულვაშებით. ან, იქნებ, სახელმწიფო გადატრიალება?

მშვილდოსანი – მეამბოხე

მშვილდოსანი ძვირფასმა შემოქმედმა იმისთვის შექმნა, რომ დაარიგოს თავისი თანამედროვე პატარები: ფეხზე დააყენოს, სული შთაბეროს, შთააგონოს, შეაიარაღოს და ღირსეულად ებრძოლოს ბოროტებას, რომელიც, რა თქმა უნდა, მკვლელობას მოიაზრებს. ამის გამო, ზოგიერთ მშვილდოსანს კოცონზე წვავენ, თუმცა ეს, რომ იცოდეთ, კარგიც კია: სანამ ყველა დანარჩენი ნიშანი სხედს და მოთმინებით ელის ბარბაროსების შემოსევას, ეპიდემიას ან პოდაგრას, მშვილდოსანი ისევ ქანაობს სანსარას ბორბალზე და საუკეთესოს ირჩევს. აბა, რა გვაქვს აქ? ასწლიანი ომი? მასში სამჯერ მაინც მოასწრებს მონაწილეობის მიღებას.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ