გამაახალგაზრდავებელი მომენტი წარბების გაფორმებისას, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის. 50-ის შემდეგ ღირს მისი გახსენება

0
96

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი საუბრობს ერთ მომენტზე, რომელიც უნდა იცოდეს ყველამ, ვინც სახლში თავად იღებავს წარბებს და იფორმებს კოსმეტიკით (ჩრდილებით, გელებით, ფანქრებით…).ბევრი ქალი არ ითვალისწინებს ერთ მომენტს, რომელიც იწვევს იმას, რომ სახე მთლიანობაში იძენს უხეშ ნაკვთებს და ასევე ვიზუალურად მატებს ასაკს, 5 წლით ან უფრო მეტით. ვფიქრობ, რომ არც ერთ თქვენგანს არ სურს გამოიყურებოდეს უფრო უარესად და უფრო ასაკიანად, არა? წარბების ფორმის აგებისას ყველაზე მთავარია – წარბის გადახრის წერტილის სწორი გაფორმება (საჭირო ადგილას).

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო ჰარმონიულად გამოყურება წარბები, თუ გადახრის წერტილი და თვალის გარე კუთხე მდებარეობს ერთ ვერტიკალურ ხაზზე. (ზემოთ მოცემულ ფოტოზე სქემატურად არის ნაჩვენები).ზოგჯერ, 50 – 60 წელს გადაცილებული ქალები გადახრის წერტილს იფორმებენ ან თვალის შუა ნაწილთან ახლოს ან ,,თვალის გარე კუთხის ხაზის” მიღმა. მაგრამ, ხშირად ხდება ისე, რომ გადახრის წერტილი ,,გადადის” თვალის შუაში, ანუ ერთ ხაზზეა თვალის გუგასთან.ზოგადად, კუნთების სპაზმის გამო წარბების თავისთავად იძენს ასეთ ფორმას, მაგრამ ქალები ვერ პოულობენ სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ ხაზი გაუსვან ამ ბუნებრივ ფორმას.

შედეგად, წარბები თითქოს მოკლდება, იკარგება ღია გამოხედვა, თვალები ვიზუალურად უფრო პატარა ჩანს და ასე შემდეგ. ანუ, შეხედულება უფრო ასაკოვანი ხდება.თუმცა, ზოგ შემთხვევაში საჭიროა, მხოლოდ წარბის გადახრის წერტილის სწორი მდებარეობის შერჩევა!შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს, პირველ სურათზე წარბები სწორად არის გაფორმებული (წარბის ქვეშ არე უფრო მოცულობითი გახდა, რამაც ვიზუალურად გახსნა მზერა), მეორეზე, ფორმა არასწორია (ისე ჩანს, თითქოს ზედა ქუთუთოები გახდა უფრო მძიმე). ხედავთ განსხვავებას?

სხვათა შორის, წარბების უმაღლესი წერტილი არ უნდა იყოს ძალიან ამაღლებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ ვულგარული იერი.