
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია პრობლემაზე, რომელიც ყველა დიასახლისს შეხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი მაცივარში ინახება, მასზე ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს ობი.
ეს კი ძალიან უსიამოვნოა.ყველას ჰქონია მსგავსი სიტუაცია, ხსნი ტომატის ქილას და ტომატზე და ქილის კედლებზე ობია გაჩენილი. როგორ? საიდან?ტომატი ჯერ სულ ახალია, თანაც მაცივარშია. ანალოგიური სიტუაცია შეიძლება მოხდეს მურაბის ან სხვა დაკონსერვებული პროდუქტის შემთხვევაშიც.თუმცა, არსებობს მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ მარტივად ავირიდოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია. მეთოდი იმდენად მარტივია, რომ ნამდვილად გაოცდებით.თანაც, ასეთი მეთოდი ორია.
პირველი მეთოდი – ხშირად, ობი ქილებში ჩნდება მათი გახსნიდან 2 – 3 დღის შემდეგ.იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, თავსახურს შიგნითა მხრიდან უნდა წაუსვათ მზა მდოგვის თხელი ფენა.შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ, რომ პომიდორს, კიტრს, ხიზილალას, ტომატის პასტას ქილაში ობი გაუჩნდება. ეს არ მოხდება, რადგან მდოგვი შესანიშნავად ებრძვის სხვადასხვა ტიპის ბაქტერიას და მათ შორის ობს.ასევე, ცოტაოდენი მდოგვი შეგიძლიათ წაუსვათ კონტეინერებს, რომლებშიც ინახავთ ბუტერბროდებს, სხვადასხვა ხემსს, სალათებს. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პროდუქტი მალე არ გაფუჭდეს.
მეორე მეთოდი – ობის მოშორებასა და პროდუქტის შენახვის ვადის გაზრდაში დაგეხმარებათ ყველასათვის ნაცნობი შაქრის რაფინადის კუბი.შაქარი შესანიშნავად შთანთქავს ტენს და ამიტომ, შაქრის კუბები შეგიძლიათ ჩაალაგოთ კონტეინერებში, რომლებშიც ინახავთ ბუტერბროდებს, ყველს, ძეხვს, ბოსტნეულს.ეს გაზრდის პროდუქტის ვარგისიანობის ვადას და ხელს შეუშლის ობის გაჩენას.შაქრის ნატეხი, ასევე გაზრდის პურ-ფუნთუშეულის ვარგისიანობის ვადასაც, 2 – 3 დღის შემდეგაც კი რბილი და ახალივით იქნება.გემრიელად მიირთვით!