სწრაფად ვასუფთავებ ხალიჩას, როგორი დაბინძურებულიც არ უნდა იყოს ის და თითქმის ახალივით გამოიყურება. ამას ხელნაკეთი საშუალების წყალობით ვახერხებ

0
301

მეგობრებო მე მყავს ძაღლი და მე ის ძალიან მიყვარს. ეს არის მოკლებეწვიანი ძაღლი, რომელიც არ ცნობს არანაირ წესებს. უყვარს დივანზე აძრომა და ამას ძალიან ხშირად აკეთებს, თუმცა მისი ყველზე საყვარელი ადგილი საწოლთან დაფენილი ხალიჩაა. მართალია, მას თათებს ვბანთ, მაგრამ ხალიჩაზე მაინც ჩნდება უამრავი ჭუჭყიანი ლაქა. ამას გარდა, ხალიჩას უკვე უსიამოვნო სუნი ასდის.მას ზოგჯერ ხალიჩაზე თავის საჭმელი მოაქვს, რაც ასევე არ მატებს ხალიჩას სისუფთავეს. ბუნებრივია, მიწევს ხალიჩის პერიოდულად გარეცხვა და ზოგჯერ სხვადასხვა მეთოდს მივმართავ. სწორედ, ერთ-ერთ მათგანზეა საუბარი, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.

ხალიჩის გასაწმენდი ნარევის მოსამზადებლად დაგვჭირდება:თასი, რომელშიც უნდა ჩავასხათ მცირე რაოდენობის წყალი. ასევე დაგვჭირდება ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი, სპირტი, თხევადი საყოფაცხოვრებო საპონი და ეთერზეთი.ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი უნდა გაიხსნას წყალში. შეგიძლიათ დანაყოთ იგი ან წინასწარ გახსნათ ცხელ წყალში. ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება.შემდეგ, უნდა დაემატოს ერთი სუფრის კოვზი თხევადი საყოფაცხოვრებო საპონი. თუ მხოლოდ მყარი საპონი გაქვთ, იგი შეგიძლიათ დააქუცმაცოთ სახეხის მეშვეობით.

ვამატებთ ერთ სუფრის კოვზ სპირტს და რამდენიმე წვეთ ეთერზეთს. ეთერზეთი მატებს სასიამოვნო არომატს, სპირტი და საპონი კი ებრძვის ბაქტერიებს.ეს ყველაფერი უნდა შეურიოთ და ააქაფოთ.შემდეგ, მიღებული ქაფი უნდა წაუსვათ ჭუჭყიან ხალიჩას და კარგად უნდა გახეხოთ ხალიჩის მთელი ზედაპირი. ნარევი პერიოდულად უნდა ააქაფოთ, რათა მიიღოთ ქაფი, რომელიც ხალიჩას უნდა წაუსვათ.როდესაც ქაფს მთელ ხალიჩაზე გადავანაწილებთ, ჭუჭყიანი შავი წყალი უნდა გადავღვაროთ და თასში სუფთა წყალი ჩავასხათ. ღრუბელი კარგად უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყლით. შემდეგ, სუფთა ღრუბლით უნდა მოვაშოროთ ხალიჩას ჭუჭყიანი ქაფი. ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება.ამ ნარევში შემავალი ყველა ნივთიერება ნეგატიურად მოქმედებს ხელების კანზე, ძალიან აშრობს მას, ამიტომ არ ღირს გარისკვა. დაიცავით თქვენი ხელები, ისინი ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს.შემდეგ, რა თქმა უნდა, საჭიროა ხალიჩის გაშრობა. არ დატოვოთ იგი საწოლთან სველ მდგომარეობაში, რადგან მის გაშრობას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამას გარდა, არსებობს საშიშროება, რომ ძაღლი დაუბრუნდება მის საყვარელ ადგილს და სველ ხალიჩაზე დაწვება.თუ დაბინძურება არც ისე ძლიერია, მაშინ შეგიძლიათ წყალში მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი გახსნათ და იგი არც ისე ცუდად გაუმკლავდება ხალიჩაზე არსებულ ჭუჭყს.

როგორ რეცხავთ პატარა ხალიჩებს? აბაზანაში, პირდაპირ წყლის ჭავლით? ეს მეთოდიც კარგია და მე მას არ გამოვრიცხავ. გაგვიზიარეთ კომენტარებში!