
იდეალური საუზმის ფოტოზე აუცილებლად იხილავთ ფინჯან ყავას, კრუასანს, ჯემსა და ფორთოხლის წვენს. თუმცა, რამდენად სასარგებლოა ეს წვენი, თანაც დილაობით? ამის შესახებ დიეტოლოგები, ალექსანდრა მელინი და ელოდი ჯენარინო ისაუბრებენ.
ხილის წვენი და გაზიანი სასმელი ერთნაირად მავნეა?
გაღვიძების შემდეგ, ჩვენს ორგანიზმს სჭირდება რეჰიდრატაცია, რამდენადაც მთელი ღამე უწყლოდ გავატარეთ. დილაობით, ჩვენი კუჭისთვის ტკბილი წვენი აგრესიული ფაქტორია. გარდა ამისა, ციტრუსი მდიდარია მჟავებით, რომლებიც საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანისთვის მავნეა. “თუმცა, თუ თქვენი კუჭი წესრიგშია, მჟავა არ გავნებთ, რამდენადაც კუჭის pH უფრო მაღალია, ვიდრე ციტრუსისა.” – ხსნის ალექსანდრა მელინი.
მჟავაზე გაცილებით უფრო საშიშია შაქარი, რომელსაც წვენი შეიცავს. საუბარია როგორც მაღაზიაში შეძენილ, ისე შინ დაწურულ წვენზეც.
“წვენი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ცარიელ კუჭში მოხვედრისას კი, ჩვეულებრივ, სწრაფადვე გადადის სისხლში, გამომუშავდება იმაზე მეტი ინსულინი, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება.
მაღაზიის დაკონსერვებული წვენი უფრო მეტ შაქარს შეიცავს. ასეთი წვენი ისეთივე მავნეა, როგორც გაზიანი სასმელი, არც სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, საღი ხილისგან განსხვავებით.” – აგრძელებს ექსპერტი.
მართლად, ხილის ქარხნული წვენი შეიცავს იმდენივე შაქარს, რამდენსაც გაზიანი სასმლის 1 ჭიქა, ანუ 10 გ 100 მლ-ზე. კვების სპეციალისტ ელოდი ჯენარინოს მიხედვით, იგი არ უნდა მიირთვან დილაობით, ახალგაღვიძებულზე. უზმოზე შაქრის მიღება ჰიპოგლიკემიას იწვევს. რამდენიმე საათში, შაქარი დაიწევს და ტვინიც მეტ შაქარს მიიღებთ. ამიტომაც, თუ 7-ზე გაიღვიძებთ და უზმოზე წვენს მიირთმევთ, 10:00-ზე ისევ მოგშივდებათ.
რითაა სასარგებლო ფორთოხლის წვენი?
ფორთოხალი გვაწვდის C ვიტამინს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოყოფს, თუმცა, იგი აუცილებელია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და კალციუმის ძვლებში ასათვისებლად, რამდენადაც ეს ხილი ნამდვილად სასარგებლოა. 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი (200 მლ) C ვიტამინის დღიურ ნორმას თითქმის ავსებს. გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ფორთოხლის წვენი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის ძალიან მაღალ დონეს და, შესაბამისად, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, სისხლძარღვების გაძლიერების გზით. ფორთოხალი კანის სილამაზისთვისაც შეუცვლელია, იგი ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას (რაც ძვლებისა და კუნთებისთვისაც მნიშვნელოვანია). ფორთოხალი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც კანის რეგენერაციას უწყობს ხელს.
როდის დავლიოთ ფორთოხლის წვენი?
“მიირთვით ფორთოხლის წვენი სადილის შემდეგ. ეს გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე საუზმეზე. ნუ მიირთმევთ წვენს ვარჯიშის წინ: შაქრის დონის ამაღლების გამო, არაა გამორიცხული ჰიპოგლიკემიის პიკის მიღება, რომელიც, ვარჯიშის დროს შემცირდება, შესაბამისად, თავს ცუდად იგრძნობთ. ყველაზე უფრო მისაღებია წვენის დალევა ან ხილის მირთმევა ვარჯიშის შემდეგ.” – ამბობს ალექსანდრა მელინი.
წვენის დაწურვას სჯობს, ხილი გაფცქვნათ და პირდაპირ მიირთვათ. ეს დამატებით უჯრედისს მოგცემთ და ასე ნაკლებად კალორიულიცაა, რამდენადაც ხილის გლიკემიური ინდექსი უფრო დაბალია, ვიდრე მისი წვენისა. თუმცა, თუ წვენების მოყვარული ხართ, ნუ გადააჭარბებთ, 1 ჭიქა საკმარისია.