ბევრი ქალი ვერ ამჩნევს 3 ხაზს, რომელიც მას უფრო მეტად აბერეს, ვიდრე ნაოჭები, თუმცა მარტივად კორექტირდება 2 წუთში

0
125

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ვიზაჟისტი საუბრობს ერთ მომენტზე, რომელიც პირველი გვხვდება თვალში და მნიშვნელოვნად აბერებს სახეს. თუ მას ოდნავ დავაკორექტირებთ კოსმეტიკით, შეხედულება იცვლება და ზოგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვნადაც.აქვე გეტყვით, რომ კოსმეტიკის მეშვეობით ვერ მიიღებთ ისეთსავე ეფექტს, როგორსაც სალონში, მაგრამ თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ კანქვეშ სხვადასხვა საშუალებების შეყვანის, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

მაშ ასე, რა აბერებს ქალს ყველაზე მეტად? მიმიკური ნაოჭები? არა! ჩრდილები, რომლებიც სახის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული.მათ მიეკუთვნება მუქი ხაზები, რომლებიც თვალების შიდა კუთხეებიდან გამოდის, ცხვირის ფრთები და ტუჩების დაშვებული კუთხეები.უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მუქია ეს ხაზები, რაც უფრო ღრმაა, მით უფრო უარესად გამოიყურება სახე – დაღლილად, უხალისოდ, ავადმყოფურად.როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ და ვიზუალურად 5 – 7 წელი მაინც წავართვათ დროს ან რაიმე საზეიმო წვეულებაზე მაინც გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად?

ამისთვის, საჭიროა ამ ხაზების გაღიავება კონსილერის მეშვეობით. ანუ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ხაზები თვალშისაცემი არ იყოს. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ნაკლებ რელიეფურად გამოყურება სახის შუა ნაწილი, მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება იგი!დაიტანეთ კონსილერი იმ წერტილებზე, რომლებიც ფოტოზეა ნაჩვენები და თითების მეშვეობით აკურატულად გაშალეთ იგი ჩრდილის მიმართულებით. შემდეგ, არ დაგავიწყდეთ კონსილერის პუდრით დაფიქსირება ან უბრალოდ გადაატარეთ მას მატირებადი ხელსახოცი.

რომელი კონსილერი გამოვიყენოთ? ამ მიზნით, უმჯობესია გამოიყენოთ მკვრივი, მაღალპიგმენტური კონსილერი და თითით გაშალოთ, რათა პიგმენტი უფრო მარტივად გავრცელდეს თითების სითბოს ზემოქმედების შედეგად. მე მომწონს ნარსის კონსილერი, თუმცა ანალოგიური პროდუქტი ლორეალსაც აქვს – L’Oreal Infaillible more than concealer. ეს კონსილერები მსგავსია ხარისხით და იმ ფერის მიხედვითაც, რომელსაც მე ყოველთვის გამოვიყენებ, თუმცა ლორეალის პროდუქტი ბევრად იაფია. ლორეალიდან ვირჩევ ნომერ 320-ს. იგი სწრაფად იყიდება და მაღაზიებში იშვიათად ვხედავ, ამიტომ ონლაინ მაღაზიაში ვყიდულობ.

ყველაზე მნიშვნელოვანი: კონსილერი ისე გადაანაწილეთ, რომ არ გამოჩნდეს კორექტირების ხაზები. კონსილერი ღია ფერისაა, ამიტომ წაისვით იგი ტონალურზე. თუ ტონალურს არ იყენებთ, მაშინ დააფიქსირეთ იგი პუდრით, რომლის ფერიც ახლოსაა თქვენი კანის ფერთან.