ვიტამინებით სავსე სასმელების ყველაზე სასარგებლო და გემრიელი რეცეპტები

0
925

ვიტამინებით სავსე სასმელების რეცეპტი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების მანიაკალური სიყვარულია. რომელი ინგრედიენტები შევურიოთ ბლენდერში, წვენსაწურში ან ქვაბში, რათა ორგანიზმი უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ვიტამინით, არ დავეცეთ სულიერად და სახით არ ჩავეშვათ ზამთრის ავიტამინოზში? გთავაზობთ ჩვენს “კოქტეილურ რუკას”.

4 ციტრუსის წვენი

ყველამ იცის, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებელი სასმელი, რომელიც ციტრუსით მზადდება, ჯანსაღი კოქტეილის ჟანრის კლასიკაა. მათთვის, ვისაც უყვარს C ვიტამინის წყაროები და მომჟავო გემოები, ეს შესანიშნავი მიქსია. მოცემული ინგრედიენტები გათვალისწინებულია 2-3 ადამიანისთვის.

ინგრედიენტები:

  • გუავა – 3 ც (შეგიძლიათ, 1 დიდი ტკბილი ვაშლით ჩაანაცვლოთ)
  • ფორთოხალი – 3 ც
  • მანდარინი – 3 ც
  • ლაიმი – 2 ც
  • ლიმონი – 1 ც
  • თაფლი – 1 ს.კ.

მომზადება

  1. წვენსაწურით დაწურეთ ყველა ხილი.
  2. დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. სასურველია, მიირთვათ დღის პირველ ნახევარში, შეიძლება უზმოზეც.

წვენი თესლით

დიახ, არ მოგესმათ. ეს თესლი D ვიტამინითაა მდიდარი, თანაც იმაზე უფრო მდიდარი, ვიდრე ვირთევზას ღვიძლი, რომელიც ყოველთვის მის მთავარ წყაროდ ითვლებოდა. სწორედ ის გვაკლია ზამთარში ყველაზე მეტად.

ინგრედიენტები:

  • მანგო – 2 ც
  • კივი – 3 ც
  • ვაშლი – 2 ც
  • მზესუმზირის თესლი – 1 ს.კ.
  • ნუში – 4 ც

მომზადება

  1. გაფცქვენით ხილი და გააცალეთ კურკები.
  2. დაჭერით, ჩაყარეთ ბლენდერში, მზესუმზირასთან ერთად.
  3. შედგით მაცივარში სამი საათით და მიირთვით ცივი.

ძახველის წვენი

ეს კენკრა მდიდარია C და შეიცავს Е, К, Р ვიტამინებს, ფიტონციდებს, პექტინს, კაროტინს, ტანინებს, ორგანულ და ამინომჟავებს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმსა და კალციუმს. მისი მიღწევებისა და ორგანიზმზე ზეგავლენის სია უსასრულოდ გრძელდება: დაწყებული რესპირატორული დაავადებების მკურნალობით, დასრულებული თავის ტკივილებით. ნუ გაიშვებთ ამ ვიტამინურ სასმელს ხელიდან, ამ გრიპის სეზონზე.

ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი ძახველის კენკრა
  • 6 ს.კ. ხმელი თავშავა
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადება

  1. მოათავსეთ კენკრა ქვაბში და დაჭყლიტეთ ხის კოვზით.
  2. დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთით.
  3. ცალკე ჭურჭელში, თავშავას დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთით.
  4. ორივე მასა გადაწურეთ, შეურიეთ და დაუმატეთ თაფლი. შესანიშნავი გემო, არომატი და ვიტამინების ფეიერვერკი გარანტირებული გაქვთ.

ბალახებისა და სუნელების ეკზოტიკური სასმელი

ვიტამინური სასმელების განსაკუთრებული კატეგორია ბალახის კოქტეილებია. ყურადღებით იყავით – მცენარეული ექსტრაქტების ბუნებრივი პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ ყოველდღე ერთი და იგივე “ნახარშების” დალევა რეკომენდებული არაა – ჩაანაცვლეთ სასმელები.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ხმელი ლიმონის ვერბენა
  • 1 ფინჯანი ხმელი გვირილა
  • 1 ფინჯანი ფორთოხლის ხმელი ქერქი
  • 3 ს.კ. ხმელი ძახველი
  • 1 დიდი მწიკვი დარიჩინი
  • 1 ლ წყალი
  • ყავისფერი შაქარი ან თაფლი

მომზადება

  1. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ შუშის მშრალ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ, არომატის შესანარჩუნებლად.
  2. აიღეთ 2 ს.კ. ნარევი და დაასხით 1 ლ წყალი. დააყენეთ 10 წუთით და გადაწურეთ.
  3. დაატკბეთ გემოვნებით. ბალახების ხმელი ნარევი 2 კვირით გეყოფათ.

ციმბირული საიდუმლო

დიადი ციმბირული ჯანმრთელობა რუსული ზღაპარი კი არა, ჭეშმარიტებაა, თუ იცით, როგორ უნდა გამოიყენოთ ბუნების პოტენციალი. ვიტამინებით სავსე სასმელი-კონცენტრატი განსაკუთრებულად სასარგებლოა დასუსტებული ორგანიზმისთვის და გაციების ეპიდემიის დროს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ბერძნული კაკალი
  • 500 გ შტოში
  • 3 მწვანე ვაშლი
  • 500 მლ წყალი
  • 1 ფინჯანი საყვარელი ჩაი

მომზადება

  1. დანაყეთ კაკალი წვრილად.
  2. შტოში ხელით შეურიეთ შაქარს, ვაშლი კანიანად დაჭერით რბილ კუბებად.
  3. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე. როგორც კი სასმელი ადუღდება, გადაასხით ბოთლში. დაუმატეთ თითო ს.კ. მასა ჩაის, დილასა და საღამოს.

თქვენ გაქვთ მსგავსი რეცეპტები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ