
მამაკაცი პირველივე შეხვედრაზე ფხიზელი გონებით უნდა შეაფასოთ (სიყვარულით თავი როგორც არ უნდა გეხვეოდეს), ხოლო ზოგიერთი თვისების შემჩნევისას სჯობს ურთიერთობის აგება არც სცადოთ.
ყველას აქვს ოჯახური ბედნიერების უფლება, მაგრამ ყველა ამისკენ არ ისწრაფვის. ახლახანს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება სერიოზული გაგრძელებისთვის კარგ ნიადაგად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. გთავაზობთ მამაკაცების ტიპებს, რომელთაც სჯობს არ შეხვდეთ.
1. ღამის მწერალი
ის ისეთი ტიპია, რომელიც შუაღამის შემდეგ შეტყობინებებს გიგზავნით. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მაშინ გიკავშირდებათ, როცა რაიმეზე ან ვინმესთან საუბარი სურს, თანაც ასეთ დიალოგს დიდი აზრი არ აქვს. ის შეიძლება მთელი კვირა დაიკარგოს და ზოგჯერ მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც სმაილებით და სულელური კითხვებით სავსე იქნება. ასეთი მამაკაცი არათანმიმდევრულია. სავარაუდოდ, მას კიდევ მრავალი წელი მხოლოდ ფლირტი, წამიერი შეხვედრები ან ხანმოკლე ურთიერთობა სჭირდება.
2. უსაქმური
მამაკაცი, რომელსაც არ აქვს ოცნება, ხედვა და მიზანი, რომ რაღაც გააკეთოს. მის ყალბ სიტყვებს მოტყუების უფლება არ მისცეთ. ასეთი ურთიერთობა მოსაწყენი მომენტებით და შეუსრულებელი გეგმებით სავსე იქნება. ასეთი ტიპის მამაკაცი დასაოჯახებლად ნამდვილად არ გამოგადგებათ. როგორც წესი, უმუშევარია და შემოსავლის მუდმივი წყარო არ აქვს. ზოგიერთს აქვს განათლება, მაგრამ უმუშევრობაში მთავრობას ადანაშაულებს. ჩვენ, ყველას ეს გვესმის.
სამართლიანია, რომ მამაკაცი ყველაფერს აკეთებს, რომ სამუშაო იპოვოს. უსაქმური მამაკაცი, რომელსაც მთელი დღე დივანზე ძინავს და კითხვებს სვამს, თუ როგორ მოაწყოს ცხოვრება, დაქორწინებული არ უნდა იყოს. ის ზედმეტად ზარმაცია, რომ ქორწინებას სერიოზულად მიუდგეს.
3. მისტერ „მზად არ ვარ სერიოზული ურთიერთობისთვის“
ის პაემნებზე დადის, აქტიურად კონტაქტობს, შემდეგ, როცა ძალიან ახლოვდებით ან გადაწყვეტს, რომ აღარ აინტერესებთ, თავს იმართლებს, რომ „მზად არაა“. კითხვა: ნამდვილად არ არის მზად თუ უბრალოდ ხელსაყრელი საბაბია თქვენს თავიდან მოსაშორებლად და ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად?
4. მოუხელთებელი
ბიჭი, რომელიც პაემნებს დებს, გეგმებს მუდმივად ცვლის და არასდროს ჩნდება, როცა პირობას დებს. თუ ფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება, როცა გათხოვდებით ან სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ, ცდებით. სუსტი მამაკაცი ქალს პირველ ადგილას არასდროს დააყენებს. მისთვის ხელსაყრელია ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება და ქალის არ ჩარევა მის პირად საქმეებში.
5. მოღალატე
სერიოზული ურთიერთობა კომპრომისებს და მეორე შანსს გულისხმობს, მაგრამ უკანასკნელი, რაც შეიძლება გინდოდეთ – იმ ადამიანთან ყოფნა, ვისაც არ ენდობით. დიახ, ყველამ შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ არ მიხვიდეთ იმ აზრამდე, რომ ღალატი ცხოვრების ნორმალური ნაწილია. მაშინაც კი, თუ ბიჭს ხვდებით, რომელიც ურთიერთობაში იმყოფება, იცოდეთ, რომ ერთ დღეს თქვენც გიღალატებთ. მისი რეაბილიტაციის იმედი არ გქონდეთ. მოღალატე ქორწინდება, მაგრამ ან ერთხელ ან აღარასდროს. მათ ქცევის ამ მოდელის მოშორება არ სურთ.
6. თვალთმაქცი
ის თავისი მოსაზრებების, სტანდარტების და ცხოვრების წესებს შორის აქეთ–იქით დადის. ხშირად სიტუაციის მიხედვით პრინციპებს იცვლის. ასეთ ადამიანთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვა, კომპრომისის პოვნა რთულია, ის შეცდომებს იშვიათად აღიარებს. არ ელოდოთ, რომ წარმატებულ ურთიერთობას ააგებთ ადამიანთან, რომელიც მუდმივად თავის სიტყვებსა და ქცევებში თვალთმაქცობს. ის ისეთი ტიპის მამაკაცია, რომელიც ქალს მაშინ დაემშვიდობება, როცა თავად ენდომება.