
მყავს მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარს ვიდეოების ყურება, სადაც აკნეს და შავი წერტილების მოშორება არის ნაჩვენები (მხოლოდ გაფიქრებაც კი მზარავს). მეორე ახლობელი ნებისმიერი მანუალური თერაპიის გვერდებზე „დამოკიდებულია“, სადაც გამომწერებს პაციენტების სახსრების შესახებ ერთწუთიანი განხილვით ართობენ.
მესმის, რომ ორივე აღნიშნული აკვიატება ჰობს არ მიეკუთვნება. სამაგიეროდ, ეს აღწერს, თუ რამდენად განსხვავებული და უცნაური შეიძლება იყოს ჩვენი შეხედულებები. ამერიკელებმა ამ ინდივიდუალურ და უვნებელ გატაცებას ზუსტი განსაზღვრება მიანიჭეს – guilty pleasure.
სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მანკიერი (სამარცხვინო) სიამოვნება“. კანონიერი და კომფორტული გატაცება, რომელზეც ახლობლებთან საუბარი სირცხვილია. ეს შეიძლება იყოს გადაცემა, რომელსაც თქვენს საახლობლოში არ უყურებენ, ან სტუმრად ყოფნისას მაცივარში ჩუმად შეხედვა, რომ რამე შეჭამოთ, სანამ არავინ გხედავს.
მსგავსი სიამოვნების მაგალითები უსასრულოდ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. დღეს ჩვენი გმირების უჩვეულო და უცნაურ ჰობებზე გიამბობთ.
ანასტასია, 30 წლის
„ცნობილ ჩინურ საიტზე ფოტო მიმოხილვების ყურება მიყვარს. ყოველთვის ვათვალიერებ ოთახის ინტერიერს – როგორ არის გაფორმებული, რა ტანსაცმელი ან კოსმეტიკა დევს თაროებზე. წარმოვიდგენ, როგორ ცხოვრობენ, როგორ ბრუნდებიან სახლში სამსახურიდან დაღლილი, ვის პატიჟებენ და ა.შ. ეს იგივეა, ადამიანს ჩუმად საშხაპეში შეხედო, დაინახო ყოველდღიურობა ისეთი, როგორიც არის. ერთი შეხედვით უბრალო ფოტოა მიმოხილვით, მაგრამ ამასთან ძალიან პირადული ფანჯარაა“.
ალექსანდრე, 40 წლის
„გარემონტება და შემდეგ ყველაფრის დალაგება მიყვარს. ყველაფერი შემიძლია – ლინოლეუმის და ფილების დაგება, შპალერის გაკვრა. მავთულების გაბმა, როზეტების დაყენება, მილების გაღებვა. შემდეგ ავეჯს ვაწყობ, სარკეებს, თაროებს და საათებს ვკიდებ. მზადაა. ბინის გარემონტებაზე 2 წელი დავხარჯე. ახლა ყველაფერი იდეალურადაა. როგორც ამბობენ: „იცხოვრე და გაიხარე“. მაგრამ რატომღაც ძალიან მოვიწყინე. ეს ოჯახურ გარჩევაზე განვიხილეთ, გადავწყვიტეთ – სოფელში სახლს ვყიდულობთ! იქ, აგარაკს ავაშენებ. ცოლი და შვილი მხარს მიჭერს, ხელს არ მიშლიან“.
დარია, 29 წლის
„სტიქიურ უბედურებებს შორის ყველაზე მეტად ხანძრის მეშინია. შოპაჰოლიკი და ბუქაჰოლიკი ვარ, ეს ჩემი მთავარი ინტერესებია. სახლში 2 დიდი კარადა მაქვს ტანსაცმლისთვის და ბიბლიოთეკა 3 ათასი ტომით. ორივე კოლექციას წლები ვაგროვებდი, როგორც პასპორტს და გასაღებს ჩანთაში 3 წამში ვერ ჩადებ. ზოგჯერ ცეცხლგამძლე კარადის შეკვეთაზე სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ ასეთი ზომების კარადა სად ვიპოვო“.
რომანი, 31 წლის
„დილით პირველ რიგში შემთხვევით შერჩეულ კვადრატულ განტოლებას ვხსნი. თუ ორივე პასუხი დადებითი რიცხვია, მაშინ დღე კარგად ჩაივლის, თუ ერთი დადებითი, მეორე უარყოფითი, მაშინ არც თუ ისე კარგი დღე იქნება. თუ ორივე უარყოფითი რიცხვია, ცუდი მოვლენებისთვის ვემზადები. ჩემ სისტემას ჯერ არ უმტყუნია“.
კრისტინა, 30 წლის
„უჩვეულო ადგილებში ნაპოვნ მონეტებს ვაგროვებ. მაგალითად, ლონდონის „მეორადებში“ პალტოს ჯიბეში შემთხვევით ნაპოვნი ნორვეგიული კრონი შუაში ხვრელით. ან ჩეხური კრონი, რომელიც პრაღის ყველაზე ვიწრო ქუჩაში ვიპოვე. რთული იყო, მაგრამ შევძელი! საკუთარი ჰობის გამო თავი მხოლოდ ერთხელ შემზიზღდა – როცა ალთაის მხარეში „ძროხის ტორტთან“ შეხება მომიწია. საიუბილეო მონეტა 25 რუბლის ნომინალით ძალიან მიზიდავდა“.
რამინა, 25 წლის
„ონლაინ შოპინგის პრობლემები მქონდა. არა, მთელ ხელფასს ინტერნეტში საყიდლებზე არ ვხარჯავ, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ასორტიმენტის თვალიერებაში, მიმოხილვების კითხვაში ვატარებ. ფიქრებით მათ ვიზომებ და ნივთებს კალათაში ვამატებ. საკუთარი თავს ყიდვის უფლება ვერ ვაძლევ და რჩეულიდან მხოლოდ ნაწილს ვყიდულობ, მაგრამ მათი დათვალიერება ისეთ მორალურ სიამოვნებას მანიჭებს, რომ გაჩერება არ შემიძლია და ყოველდღე ამ ონლაინ მაღაზიას ვუბრუნდები. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონს“.
ელისაბედი, 20 წლის
„როცა მოწყენილი ვარ, პეტიციის ოფიციალურ საიტზე შევდივარ და მეცინება, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს სრული სისულელე. მაგალითად, ასეთი პეტიცია: „კანონით აიკრძალოს საავტომობილო საბურავების ეზოში ყვავილების კლუმბად გამოყენება“ ან „18:00 საათის შემდეგ საკვების და სასმელის რეკლამირების აკრძალვა“. ასე კარგად ვისვენებ“.