
მამაკაცებს საკუთარი შიშები აქვთ, რომელთაც ხშირად მალავენ. ჩვენი ამოცანაა გავიგოთ და მივახვედროთ, რომ საშიში არაფერია.
ქალები და კაცები სტრეოტიპებით გარშემორტყმულნი არიან, თანაც ბავშვობიდან. „არ იტირო, კაცი ხარ“ – ამბობენ მშობლები და საწყალი ბიჭი უკვე ცდილობს მამაკაცის მახასიათებლებს შეესატყვისოს. ასაკთან ერთად ასეთი დოგმები მხოლოდ იზრდება. არადა გულის სიღრმეში მამაკაცები შიშებით და განცდებით არიან სავსე. დღეს ყველაზე გავრცელებულ შიშებს გთავაზობთ.
1. მონოგამია სიცოცხლის ბოლომდე
ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც ბოლო წუთამდე დებენ მომენტს, როცა ერთ რჩეულზე არჩევანი უნდა გააკეთონ და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნან. ამ მიზეზით ხშირად ყველაფერს აფუჭებენ. თქვენ შეგიძლიათ არ დაუჯეროთ მათ, ვინც ირწმუნებიან, რომ მამაკაცები ბუნებით პოლიგამები არიან, მაგრამ ამაში რაღაც არის, რადგან მსგავსი შიში მამაკაცების უმეტესობას სახეზე აქვთ.
2. ცოლის გავლენის ქვეშ ყოფნა
მამრობითი ეგო ძალიან ფაქიზი სუბსტანციაა. კაცების კომპანიებში თითქმის უფრო მეტი სტერეოტიპია, ვიდრე ქალების. ქალის გავლენის ქვეშ ყოფნა (რასაც არ უნდა ნიშნავდეს) მათთვის ყველაზე დიდი დაღია. პრობლემა იმაშია, რომ ცოტას თუ შეუძლია ზღვარი გაავლოს მამაკაცებს შორის, ვინც რჩეულის აზრს პატივს სცემს და ვინც ცოლს ემორჩილება. ეს ბუნდოვანი ზღვარი მამაკაცებს ფხიზლად ყოფნას აიძულებს, რომ პარტნიორის გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.
3. დარჩეს მიტოვებული
ამის ყველას ეშინია და კაცები გამონაკლისები არ არიან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას, გულის სიღრმეში ყველაფრის გაფუჭების და ღალატის განცდის ეშინიათ. შიში, რომ საყვარელი ადამიანი ერთხელ მიატოვებს, მათ სისუსტედ და რაღაც „ქალურად“ მიაჩნიათ, ამიტომ ამაზე, როგორც წესი, არ საუბრობენ. სამაგიეროდ უსაფუძვლო ეჭვიანობას ახერხებენ, რაც გაცილებით უარესია. მიანიშნეთ, რომ ის თქვენთვის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ მასთან თავს დაცულად გრძნობთ და არსად წასვლას არ აპირებთ.
4. რჩეულის იმედგაცრუება
მამაკაცთან მიმართებაში ყოველთვის ბევრი მოლოდინი არსებობს, რომელთა შესრულება ძალიან რთულია. ბევრ მამაკაცს თავდაუჯერებულობა და მუდმივი შიშები აწუხებს, რომ მისი რჩეული უფრო ღირსეულ კანდიდატს შეხვდება. მამაკაცი მომპოვებელი და დამცველი უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თითოეულ მათგანზე უკეთესი მომპოვებელი და დამცველი მოდის. ხოლო გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, მთავარია ყველაფერში ქალზე ძლიერი იყოს. რა თქმა უნდა, ასეთი პასუხისმგებლობის ტვირთი წარუმატებლობის შიშს ბადებს.
5. სექსისგან სიამოვნების აღარ მიღება
ვნება ადრე თუ გვიან ნებისმიერი ურთიერთობიდან ქრება, რის შემდეგ წყვილი შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდნენ. თუ ქალს წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს ურთიერთობის ახალი ეტაპი, მამაკაცმა ყოველთვის არ იცის. სწორედ ამიტომ, აშინებთ ეს მომენტი, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. უბრალოდ არ იციან, რა გააკეთონ.
ზოგჯერ ქალს სექსისთვის საერთოდ არ ცხელა (ორსულობა და მშობიარობა). ამ დროს კაცები ფიქრობენ, რომ ურთიერთობა იშლება. მათ თავადაც პოტენციის (მაგალითად, ასაკობრივი) პრობლემები აქვთ, რომელიც ძალიან აშინებთ და ამის ხმამაღლა განხილვის კიდევ უფრო ეშინიათ. ამას გაგებით უნდა მოეკიდოთ.