
მამაკაცი შეგიძლიათ არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობით და მშვიდი გამომეტყველებით დაიპყროთ. მათაც ყურებით უყვართ, ამიტომ დაიმახსოვრეთ სიტყვები, რომლებიც ყველაზე მკაცრი მამაკაცის გულსაც დაადნობს.
ქალები კაცების საცდუნებლად ხშირად იყენებენ ყველაზე გავრცელებულ ხრიკებს: გარეგნობა, ფლირტი, სექსუალობა. ზოგჯერ ამისთვის საკმარისია თითოეული ადამიანისთვის სასიამოვნო ფრაზა ხშირად წარმოთქვათ. საქმე პირდაპირ კომპლიმენტებს არ ეხება, თუმცა ასეთი სიტყვების წინაშეც კაცები უძლურები არიან. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გულიდან მოდიოდეს.
1. შენ გარეშე არ გამომივა
ამ სიტყვებით მადლიერებას გამოთქვათ (ფრაზა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ „მადლობა“) და ხაზს გაუსვამთ, თუ როგორი დამხმარე, დამცველია, თქვენ კი ქალი, რომელიც მის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. კაცებს ქვეცნობიერად სწორედ ასეთი ქალები მოსწონთ.
2. შენი ზრუნვა ბედნიერს მხდის
მამაკაცი ამას ხმამაღლა არასდროს იტყვის, მაგრამ გულის სიღრმეში ოცნებობს, რომ მისი ძალისხმევა, თუნდაც მცირე, შეამჩნიოთ. მსგავსი აღიარება მისთვის წარმოუდგენლად ღირებული იქნება. ასეთი სიტყვები სტიმულს მისცემს, რომ თქვენთვის უფრო მეტი გააკეთოს და არა საყვედურები და მით უმეტეს სხვასთან შედარება, რომელიც ქალისთვის აკეთებს „ბევრ, ლამაზ, ძვირფას–მდიდრულს“ და ა.შ.
3. რას ფიქრობ ამის შესახებ?
ნებისმიერ ადამიანს სიამოვნება, როცა მის აზრს ღირებულად თვლიან. მამაკაცი კმაყოფილი დარჩება, თუ მისი აზრით დაინტერესდებით, თუნდაც მოკრძალებულად თქვას, რომ პრინციპში სულერთია და შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ.
ასეთი კითხვა მაშინ დაუსვით, როცა მნიშვნელოვანი საქმით დაკავებული არაა და ყოველდღე არ გაუმეოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაზა გამაღიზიანებელი გახდება.
4. აშკარად სავარჯიშო დარბაზში დადიხარ
თუ მამაკაცი კარგ ფორმაშია, ასეთი კომპლიმენტი რატომ არ უნდა უთხრათ? მხოლოდ ჩანს, რომ მათ საკუთარი გარეგნობა არ აინტერესებთ. ყველას სურს, რომ მოწონებული გოგოს თვალში მიმზიდველი იყოს.
მაშინაც კი, თუ სავარჯიშო დარბაზში არ დადის და უბრალოდ პერიოდულად მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს, თქვენს სიტყვებს დააფასებს.
5. ყოველთვის მხარს დაგიჭერ
ეს ფრაზა ენერგიის და მოტივაციის ძლიერ მოზღვავებას იწვევს. მამაკაცს მხარდაჭერა ყოველთვის სჭირდება მაშინაც კი, თუ გარეგნულად ძალიან თავდაჯერებულია. ხოლო ახლობლისგან მხარდაჭერა (თუნდაც მხოლოდ მორალური) ორმაგად სასიამოვნოა. ასეთი სიტყვები ღრმა მადლიერების და მიჯაჭვულობის გრძნობას გამოიწვევს.
6. მოდი, რაღაც ახალი ვცადოთ
მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ ინტიმური ცხოვრება, არამედ ერთობლივი ყოველდღიურობა. რუტინა ურთიერთობის ერთ–ერთი მტერია და მასში ცვლილებების შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ინიციატივას თავად გამოიჩენთ, თქვენი პარტნიორი ამას ნამდვილად დააფასებს. ოღონდ ამ ფრაზის შემდეგ კონკრეტული ვარიანტების დასახელება არ დაგავიწყდეთ.
7. იცი, როგორ გამამხიარულო
მამაკაცისთვის თქვენი სიცილი და თქვენი გრძნობა პირდაპირ კავშირშია. თუ მასთან იცინით, გამოდის მის მიმართ კეთილგანწყობილი ხართ და შეყვარებულიც ხართ. სწორედ ამიტომ, მარტივი კომპლიმენტი მისთვის მნიშვნელოვანია.
8. ისე საყვარლად გამოიყურები, როცა
მერწმუნეთ, ამ სიტყვებს არც ერთი მამაკაცი არ დაივიწყებს. პირველ რიგში, მსგავს რამეს ხშირად არ ეუბნებიან. მეორეც, ეს უბრალოდ კომპლიმენტი არაა. თუ მიხვდა, რომ მის მიმართ ინტერესი გაქვთ, ბედნიერი იქნება და ეცდება პერიოდულად გაიმეოროს ის, რაც თქვენ საყვარლად მიგაჩნიათ. და ეს კიდევ უფრო საყვარელი იქნება, არა?