წვრილკბილა სავარცხელი, ბრაშინგი, ჯაგრისი: როგორ შევარჩიოთ სწორი სავარცხელი

0
1023
Photo credit: instagram.com/tangleteezer

თუ ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არ გამოგდის თმის დავარცხნა ისე, როგორც სალონში, თქვენთვის შესაძლოა პასუხი გვქონდეს. საქმე სავარცხელშია.

ჩვენ ხშირად მნიშვნელობას არ ვანიჭებთ სავარცხელს, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ. არადა სწორედ მასზეა დამოკიდებულია ხარისხიანი დავარცხნა და თმის ჯანმრთელობა. მოდით ერთად გავარკვიოთ, რომელი სავარცხელია საუკეთესო თქვენთვის.

1. ჩვეულებრივი ჯაგრისი

Photo credit: @denmanbrush

ასეთი სავარცხელი ნებისმიერი ტიპის თმას უხდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ უბრალოდ ჩამოვარცხნა გჭირდებათ. მისი ბრტყელი და ფართო ზედაპირი საშუალებას გაძლევთ თითოეული მოძრაობა თმის დაზიანების გარეშე გააკონტროლოთ. მთავარია, არ დაქაჩოთ. აგრესიული ლითონის კბილების ნაცვლად ნაზი პლასტმასის ან ხის კბილების მქონე ჯაგრისი გამოიყენეთ.

2. მრგვალი სავარცხელი

Photo credit: @thewetbrush

ასეთი სავარცხელი თმისთვის მოცულობის და სიგლუვის მისანიჭებლად გამოგადგებათ. ის ხუჭუჭა თმის დავარცხნას აადვილებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია: თუ თხელი თმა გაქვთ, ლითონის სავარცხელი არ გამოიყენოთ. ასე შეიძლება ისედაც სუსტი ბოლოები დააზიანოთ.

3. ტურმალინის სავარცხელი

Photo credit: medmag24.ru

საიდუმლო იარაღი დამუხტული თმის საწინააღმდეგოდ, რომელიც შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი „გაჯეტი“. ასეთი სავარცხელი აზიაში პოპულარულია, სადაც გამყიდველები მას სხვადასხვა სასწაულებრივ თვისებებს ანიჭებენ. მაგალითად, ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. აი, ამის იმედი არ უნდა გქონდეთ.

4. ბრაშინგი

Photo credit: @thewetbrush

ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც პარიკმახერის მუშაობა რთული წარმოსადგენია და რომლითაც პარიკმახერი თქვენს თმაზე ჯადოქრობას ასრულებს. ასეთი სავარცხელი სახლშიც გამოგადგებათ. მისი მთავარი დანიშნულება: დავარცხნის გამარტივება. თერმობრაშინგი არის მრგვალი ან ნაკლებად მრგვალი, მაგრამ კორპუსში ყოველთვის ხვრელი აქვს, რომელიც სასურველ ეფექტს უზრუნველყოფს.

5. სავარცხელი თმის ასაჩეჩად

Photo credit: @tangleteezer

ყველაზე მარტივი მეთოდი, რომ თმის ძირებს მოცულობა მიანიჭოთ. ასეთ სავარცხელს გვერდს ვერ აუვლით, თუ თქვენს თმას ცხენის კუდის ან დაბალი კონის შესაქმნელად ტექსტურა აკლია. სასიამოვნო ბონუსი – წვეტიანი სახელური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თმის გასაყოფად გამოგადგებათ. ასეთი სავარცხელი ხშირად არ გამოიყენოთ, რომ თმა არ დააზიანოთ.

6. წვრილკბილა სავარცხელი

Photo credit: 4fresh.ru

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხის სავარცხელი საუკეთესოა სველი თმის დასავარცხნად, რომელიც მტვრევისკენ განსაკუთრებით მიდრეკილია. თუ ასეთი სავარცხელი ჯერ კიდევ არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ. წვრილკბილა სავარცხელი შეგიძლიათ თმის გასაყოფად გამოიყენოთ.

7. სავარცხელი სილიკონის კბილებით

Photo credit: @tangleteezer

ასეთი სავარცხლით შეგიძლიათ სველი თმა დაივარცხნოთ და დაზიანების რისკი მინიმუმამდე შეამციროთ. გარდა ამისა, ის „რთული“, გაკვანძული თმის დავარცხნას შესანიშნავად უმკლავდება.

8. მარყუჟის ჯაგრისი

Photo credit: ozon.ru

თუ თმა ჩამატებული გაქვთ (სიგრძეში ან მოცულობაში – მნიშვნელობა არ აქვს), ასეთი სავარცხელი აუცილებლად გჭირდებათ. მას უნიკალური მარყუჟიანი ჯაგრისი აქვს, რომელიც ხელოვნურ თმაზე ადვილად სრიალებს, არ აზიანებს და არ ყოფს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ