ვერძს ელის სამსახურებრივი რომანი, ქალწულს – ვნებათა მორევი: ნოემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

0
1045
Photo credit: Shutterstock

ნოემბერი 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თვეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. ბევრი დარდი წარსულს ჩაბარდება, ზოგიერთი კი მაინც იჩენს თავს, საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა ყველა ნაღველზე სასწაულებრივად იმოქმედებს. თუ ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ სიყვარულს, გაუხსენით გული მომავალ ურთიერთობებს და სიხარულით მიიღეთ ის, ვინც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, კონცენტრირდით ოჯახურ ურთიერთობებსა და საყვარელ ადამიანზე: სამსახური ძილის წინ ვერ ჩაგეხუტებათ, უფროსი კი სახლის საქმეებში ვერ დაგეხმარებათ. დააფასეთ საყვარელი ადამიანები და ეცადეთ, მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ ნათესავებთან.

ახლა გაიგებთ, რა გელით ამ თვეში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

1. ვერძი

განსაკუთრებით ის ვერძები, რომლებმაც მტკივნეული ურთიერთობა დაასრულეს, შვების საძებნელად გაემართებიან. სოციალური შეზღუდვების გამო, მოგზაურობასა და ხმაურიან წვეულებებზე უარის თქმა მოგიხდებათ, აი, სამსახურში კი ყველა შემთხვევაში მოგიწევთ წასვლა. თუ რაც შეიძლება სწრაფად გსურთ სულიერი ჭრილობების მოშუშება, ყურადღება მიაქციეთ კოლეგებსა და მეზობელი ოფისის თანამშრომლებს. სამსახურებრივი რომანი სისხლში ადრენალინს გამოსტყორცნის და საშუალებას მოგცემთ, თავი ისევ საჭიროდ და სასურველად იგრძნოთ. ამ ნიშნის იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ, უნდა იპოვონ დრო ოჯახური გართობისთვის. ეს შეიძლება იყოს ბავშვთა კლუბი ან უბრალოდ კარგი სათამაშო მოედანი. სანამ პატარები ერთობიან, გაიცანით მშობლები და დაიწყეთ მეგობრობა ოჯახებს შორის.

2. კურო

ეს ნიშანი ნოემბერში გაძლიერებულად დაინტერესდება თავისი ჯანმრთელობით, მათ შორის, რეპროდუქციულითაც. თუ ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები შენიშნეთ, განიხილეთ არსებული სიტუაცია პარტნიორთან და იპოვეთ საერთო გადაწყვეტილება, რომელიც ორივეს გაძლევთ ხელს. ნუ გაატარებთ დღეებს მარტოობაში, ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ მხოლოდ ამ ტვირთის გაზიარება საყვარელ ადამიანთან. თავისუფალ კუროებს შეუძლიათ, დაკავდნენ მარტოხელას სახლის მოწყობითა და სივრცის ისე ორგანიზებით, რომ ყველაფერი მყუდრო და ლამაზი იყოს. არ გაგიკვირდეთ, თუ სიმპათიურ მეზობელს გადასვლაში ან რემონტის დროს დასჭირდება დახმარება. ასეთი ნაცნობობა რომანს არ დაუდებს საფუძველს, თუმცა, კარგ მეგობრობაში ნამდვილად გადაიზრდება.

3. ტყუპები

დაოჯახებულმა ტყუპებმა თავზე ნაკლები საოჯახო მოვალეობა უნდა აიღოს. სიცოცხლის მსუბუქად აღქმა თქვენი მთავარი ნიჭია, რომელიც მცირდება, სანამ პრობლემებს ზიდავთ ზურგით. თუ საყვარელი ადამიანი უქმეებზეც კი მუშაობას გაიძულებთ, თავად კი არაფერს აკეთებს, დროა, იგი ჩამოისვათ კისრიდან. გამოკვეთეთ პირადი საზღვრები და არავის მისცეთ მათი დარღვევის საშუალება, თორემ პრობლემა უფრო მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი. თავისუფალი ტყუპები, რომლებიც კარგ კომპანიას ეძებენ, შეგიძლიათ გაცნობის საიტზეც კი განათავსოთ. იქ სერიოზულს ვერაფერს იპოვით, გართობას კი ნამდვილად შეძლებთ: დიდი ცანია, დროა უბრალო პაემანზე წახვიდეთ, მოვალეობების გარეშე, იმ ადამიანთან ერთად, რომელიც იზიარებს თქვენს ინტერესებს.

4. კირჩხიბი

ნოემბერში ეს ნიშანი ოჯახურ ცხოვრებაში სირთულეებს წააწყდება: წვრილმანი კონფლიქტების მონაცვლეობა პარტნიორებს სერიოზულად გადატვირთავს ემოციებით, თუ ორივე საკუთარ პრინციპებზე ჩაიციკლება. მნიშვნელოვანი პირადი მომენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაიხვიოთ, თუ ისინი სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანია. დანარჩენ შემთხვევებში, წადით დათმობაზე. თვის დასაწყისში, კირჩხიბს ელის ქმრის ან ცოლის ნათესავებთან დაპატიჟება. ეცადეთ, მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ და არ იძუნწოთ ძვირადღირებულ, ხარისხიან საჩუქრებზე – ისინი თქვენს რაციონალობას სიძუნწედ მიიღებენ. მარტოხელა კირჩხიბი უფრო ხშირად უნდა დაესწროს მეგობრულ შეკრებებს. თქვენი მშობლების დები და ძმები ისეთი ახალგაზრდები აღარ არიან, როგორც მანამდე გეჩვენებოდათ.

5. ლომი

განქორწინებული ან ურთიერთობიდან გამოსული ლომი თვის დასაწყისში ძალიან ბევრს იდარდებს. ყოველ კუთხეში, ამ ნიშნის წარმომადგენელს სხვისი ბედნიერება გააბრაზებს. ნუ მიეცემით შურს: სჯობს, მცირე ინტრიგა ჩახლართოთ, ვიდრე იღრიალოთ და განსაჯოთ სხვისი სიყვარული. გოგონა ლომისთვის დროა, მოუსმინოს უფროსების რჩევებს: დედა, დეიდა თუ უფროსი და ეცდება, საინტერესო კავალერს შეგახვედროთ. თქვენ პირველივე შეხედვით ვერ შეამჩნევთ ახალი მამაკაცის ღირსებებს, ამიტომ, მაშინაც კი, თუ თავიდან არ მოგეწონათ, მიეცით გარკვეული დრო და შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოსახატავად. თუ უკვე გყავთ ბოიფრენდი, გადადგით ნაბიჯი და აჩვენეთ მას, როგორ გიყვართ.

6. ქალწული

ქალწული ნოემბერს ვნებათა მორევში გააყარებს. ეს განსაკუთრებულად ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაოჯახდნენ. ახლა მხოლოდ საყვარელი ადამიანის ყურადღება გჭირდებათ, თუმცა, ნურც ცხოვრების სხვა სფეროებს დაივიწყებთ. თუ სამსახურში პრობლემების თავიდან აცილება გსურთ, ეცადეთ, პირადი საქმეები და კერძო მიმოწერა მხოლოდ ოფისიდან თავისუფალ დროს განიხილოთ. მარტოხელა ქალწულს ელოდება მგზავრობა, რომელიც მის ცხოვრებას საფუძვლიანად შეცვლის. თქვენ ცოტა ხნით გახვალთ იმ ქალაქიდან, რომელშიც ცხოვრობთ, და სიყვარულს ყველაზე მოულოდნელ მომენტში შეხვდებით. თავიდან, მოვლენათა ასეთი განვითარება უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, მიხვდებით, რომ თქვენი ახალი სიყვარული ისეთივე ლამაზია, როგორიც ფილმებში.

7. სასწორი

მისთვის ნოემბერი უამრავ სურპრიზს ამზადებს. თვის პირველ ნახევარში გაბრაზდებით, რომ სასიყვარულო ფრონტზე საქმეები ისე არ წავა, როგორც ისურვებდით. რაღაც მომენტში მოგეჩვენებათ კიდევაც, რომ საყვარელი ადამიანი თავს გარიდებთ, თუმცა, ეს შეგრძნება სწრაფად ჩაივლის. მთავარია, მიენდოთ მას, მისცეთ ცოტაოდენი დრო და მეტი პირადი სივრცე. ნუ მოაბეზრებთ თავს ეჭვიანობით. დაკავდით თქვენი საქმეებით და მაშინ ბედნიერება თავად გეწვევათ შინ. სასწორი, რომელიც ვერ პოულობს მეორე ნახევარს, მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებს და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას შეცვლის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარ ქცევებს სხვა თვალით შეხედავთ, პირადი ცხოვრება მკვეთრად და წარმატებით აეწყობა.

8. მორიელი

ნოემბერში მან აუცილებლად უნდა აჩვენოს საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული. მეორე ნახევარს ეჭვი რომ არ შეეპაროს იმაში, რომ მას ენდობით, გახსენით იდუმალების ფარდა, რომელიც თქვენს საიდუმლოებს ფარავს. ნუ შეუშინდებით ჭეშმარიტი სახის გამოვლინებას, გულის გახსნასა და ახლობლებთან იმის გაზიარებას, რასაც ახლა მარტო განიცდით. ურთიერთობებში, უპირატესობა მიანიჭეთ სპონტანურ ქცევებსა და რომანტიკას, არა პრაქტიკულობასა და სარგებელს. გარისკეთ, მოაწყეთ კრეატიული პაემნები და, მაშინაც კი, ურთიერთობა საკმაოდ ძველია, ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ისე შეხედოთ, როგორც გაცნობის დღეს. მან, ვისაც საყვარელი ადამიანის ერთგულებაში ეჭვი ეპარება, უნდა ისაუბროს და მტკიცედ მიიღოს პასუხი, რომელსაც გაიგონებს.

9. მშვილდოსანი

ნოემბერში მას ეგოიზმში დაადანაშაულებენ, რაც გასაკვირი არაა: ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ თავსა და საჭიროებებს პირველ ადგილას აყენებენ. პრინციპში, ეს კარგიცაა: თქვენ ერთი ხართ საკუთარი თავისთვის და არავის ეყვარებით, თუ თავად არ გიყვართ საკუთარი თავი. თუმცა, გარშემომყოფთა საჭიროებებიც არ უნდა უგულებელყოთ. თუ არავის დანახვა არ გინდათ, ასე უთხარით – შეყვარებული ან პოტენციური კავალერი დროს მოგცემთ საკუთარ თავში გასარკვევად. თუ ხართ ურთიერთობაში, რომელშიც წამყვან როლს იკავებთ, გადაეცით მართვის სადავეები მამაკაცს და უბრალოდ ცოტა ხნით ითამაშეთ სუსტი ქალის როლი.

10. თხის რქა

ამ თვეში იგი სამყაროსგან მიიღებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. მთავარია, კონცენტრირდეს იმაზე, რაც უნდა, და სურვილები მკაფიოდ ჩამოაყალიბოს. თუ ურთიერთობაში რომანტიკა არ გყოფნით, დელიკატურად მიანიშნეთ მეორე ნახევარს, რამდენიმე დღეში კი მიიღებთ რომანტიკულ საღამოს სადმე წყლის პირას. იგივე ეხება საუზმეს საწოლში, ყვავილებსა და საჩუქრებს. ურთიერთობაში კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს მამაკაცის ხარჯების კონტროლი თქვენი მხრიდან. შეწყვიტეთ ცხვირის ჩაყოფა მის საბანკო შეტყობინებებში, თუნდაც იმის გეშინოდეთ, რომ მთელ ქონებას თქვენს საჩუქრებში დახარჯავს. იგი საკმაოდ საერიოზულია, მშიერს და მცივანს არ დაგტოვებთ, დატკბით მომენტით და დანებდით გარემოებებს.

11. მერწყული

მისთვის სასიამოვნო იქნება საჩუქრების არამხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, ნივთებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ემოციებს კი ფულით ვერ იყიდით. საყვარელი ადამიანი რომ აღაფრთხოვანოთ და მასში მამაკაცის ძუნწი ცრემლი გამოიწვიოთ, მოუწყვეთ წვეულება სახლში, სადაც მისი ყველა მეგობარი იქნება. დაე, 1 დღით თქვენი ოჯახური ბუდე თითქმის უცოლო მამაკაცის “ბაითად” იქცეს, სადაც ყველა შეძლებს თავისუფლების ტკბილი გემოს შეგრძნებას, ჩვეულების ფარგლებში. ასეთი ჟესტი არამხოლოდ გაახსენებს მამაკაცს, თუ რატომ აგირჩიათ ამდენ ქალს შორის მაინცდამაინც თქვენ, არამედ სამაგიეროდ შესანიშნავი წვეულებითვე გადაგიხდით. ეს განაახლებს თქვენს ურთიერთობას და გააძლიერებს არსებულ კავშირს.

12. თევზები

მისთვის დროა, გააღვიძოს საკუთარ თავში პრაქტიკულობა და მეოჯახეობა. ნოემბერში თქვენი სახლი თქვენი ციხე-სიმაგრე იქნება და მყუდროება, რომელსაც იქ დაამყარებთ, არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანსაც გაათბობს. ეს განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც მშობლობისთვის ემზადება. თამამად ჩართეთ მამაკაცი ინტერიერის წვრილმანი დეტალების შერჩევის პროცესში, რათა თქვენი სიყვარულის სიმბოლოდ აქციოთ ისინი. არჩევანი კოშმრად რომ არ იქცეს, იყავით დამთმობი და მიეცით საყვარელ ადამიანს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც სურს. მარტოხელა თევზები, პირიქით, სრულყოფილად შეძლებს თავისუფლებით ტკბობას და რომანის გაბმას ერთბაშად რამდენიმე სიმპათიურ მამაკაცთან. მთავარია, დროულად აირჩიოთ მათგან ის, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ, და მასთან ურთიერთობა “ააშენოთ”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ