ტაროს გაშლა. მისი საიდუმლო აზრები თქვენზე, საიდუმლო სურვილები

0
237

დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: მისი საიდუმლო აზრები თქვენზე, საიდუმლო სურვილები.განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

ამ მომენტისთვის კარტი გვიჩვენებს ისეთ სიტუაციას, რომ არც ისე დიდი ხნის წინ გქონდათ ფერადი, ვნებიანი ურთიერთობა, მაგრამ ის ძირითადად დაფუძნებული იყო ინტიმურ ურთიერთობაზე, ფიზიკურ მიზიდულობაზე, ვნებაზე. თქვენ არ განიცდიდით რაიმე სულიერებას, მაღალ ემოციებს.მაგრამ ისე მოხდა, რომ მამაკაცმა მოულოდნელად გადაწყვიტა ამ ურთიერთობის გაწყვეტა. როგორც ჩანს, მას ჰქონდა არჩევანი თქვენსა და სხვას შორის, თქვენსა თუ სხვა გარემოებებს შორის და მან ეს არჩევანი გააკეთა არა თქვენი ურთიერთობის სასარგებლოდ.შესაძლოა, ის სამსახურის გამო გაემგზავრა, მაგრამ არა უბრალოდ ისე, არამედ ჯერ წერტილი დაუსვა თქვენს შორის არსებულ ურთიერთობას. ახლა კი თავს მოტყუებულად გრძნობთ, გრძნობთ, რომ გიღალატეს.

თქვენ საკუთარ თავში ჩაიკეტეთ და ისიც არ ჩქარობს თქვენთან დაკავშირებას, ზოგადად, ახლა შეიძლება თქვენს შორის არანაირი ურთიერთობა არ იყოს.მანძილი გყოფთ და ამ კაცს შეიძლება ახლა ოჯახიც ჰქონდეს შექმნილი. ზოგადად, კარტი გვიჩვენებს სიტუაციას, როდესაც ადამიანები დაშორდნენ და აღარ არიან ერთად.როგორია მისი საიდუმლო აზრები და სურვილები თქვენთან დაკავშირებით? არის თუ არა საერთოდ? დიახ, არის აზრები, მას ახსენდებით თქვენ, თქვენი ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა გქონდათ ადრე, მაგრამ ხვდება, რომ ახლა არ ენდობით, მისთვის ჩაკეტილი ხართ, მიუწვდომელი ხართ და ამაში თვითონ არის დამნაშავე, მან თავად გაწყვიტა ურთიერთობა.რა თქმა უნდა, მას სურს ისევ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, იგი დაინტერესებულია თქვენით, თქვენ მას იზიდავთ, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს, რადგან გონებით ესმის, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

პრობლემები, რომლებიც ამ წუთას თქვენს შორის არსებობს, კრიზისული სიტუაცია – ეს ყველაფერი ასე მარტივად არ მოგვარდება. დიახ, მას ჯერ კიდევ ჰყავს ოჯახი და ეს ასევე აჩერებს მას.გონებით, ის ამ ყველაფერს აცნობიერებს, მაგრამ თქვენ მას ქვეცნობიერის დონეზე იზიდავთ. კარტი გვიჩვენებს ინტიმურ ფანტაზიებს, ძლიერ ფიზიკურ მიზიდულობას.ცდილობს გადაიტანოს ყურადღება, შეუძლია ბევრი იშრომოს, ცდილობს გადაერთოს სხვა საქმიანობაზე, თვითრეალიზებაზე. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დამშვიდდეს და სულიერი ჰარმონია აღიდგინოს.

მას გადაულახავად მიაჩნია ის ბარიერები, რომლებიც ახლა გყოფთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც უნდა ეცადო, როგორც არ უნდა გინდოდეს.