ვაჟმა მთლიანად შეწყვიტა დედასთან სტუმრობა, იშვიათად ურეკავდა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც შეიტყო, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა მან

0
71

ზოგიერთ ადამიანს გამოსწორება მხოლოდ მძიმე გაკვეთილის მიღების შემდეგ შეუძლია. სამწუხაროდ, ზოგჯერ მასაც კი არ ძალუძს მთლიანად შეცვალოს ადამიანის შეხედულება საკუთარ თავზე და სხვების მიმართ დამოკიდებულებაზე. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა ბავშვები საკმარისად ყურადღებიანები არ არიან საკუთარი მშობლების მიმართ. ხანდახან გვიან ვხვდებით, რომ დედა და მამა მარადიულად არ გვეყოლება… Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში საუბარია ურთიერთობაზე მოხუც დედასა და მის შვილს შორის.

მძიმე გაკვეთილი – ვალენტინმა სიმწრით შეხედა დედის ბოლო განსასვენებელს. იქვე ახლოს იყვნენ მისი მეგობრები, ასევე მდგმურები, რომლებმაც ოთახები იქირავეს მის ბინაში. ახალგაზრდა ოჯახი მოწყენილი იყო. ბავშვები გულწრფელად ტიროდნენ, იტანჯებოდნენ ბებიის გარდაცვალების გამო, რომელიც მართალია მათი ნამდვილი ბებია იყო, მაგრამ დიდ სიყვარულს, ყურადღებას და ზრუნვას ჩუქნიდა მათ. მან მათ თავისი ბინა დაუტოვა. ვალენტინს მუშტები თავისით შეკვროდა. როგორ შეეძლო მან თავისი ბინა თაღლითებისთვის დაეტოვებინა? მას რატომ არ დაუტოვა ყველაფერი? ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. ქსენია ვალერიევნა მძიმედ დაავადდა. ვაჟი მორიგ მივლინებაში იყო. დედას იშვიათად ესაუბრებოდა და, სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ ადარდებდა დედამისი. ვალენტინი ცდილობდა მეტი ფულის გამომუშავებას, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა ქვეყანა. დედაზე საერთოდ არ ფიქრობდა, სამაგიეროდ, ძალიან ბევრს ფიქრობდა მის ბინაზე.

როდესაც დედამ დაურეკა და საკუთარი მდგომარეობა უამბო, მან სწრაფად აცნობა, რომ ვერანაირად ვერ შეძლებდა ჩამოსვლას. დედა ცოტა ხნის განმავლობაში არწმუნებდა ვაჟს, რომ ჩამოსულიყო, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და თქვა, რომ როგორმე თვითონვე გაუმკლავდებოდა ყველაფერს. ხმაზე ეტყობოდა, რომ ქალი ძალიან შეშინებული იყო. ვალენტინმა სწრაფად დაივიწყა ამ საუბრის შესახებ. ის მხოლოდ 8 თვის შემდეგ ჩამოვიდა. ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მან მაინც გადაწყვიტა დედასთან სტუმრობა. მას დიდი სიურპრიზი ელოდა.

დედის ბინა ვალენტინისთვის ყოველთვის დიდ ცდუნებას წარმადგენდა. იგი ხშირად ოცნებობდა იმ მომენტზე, როცა აქ გადმოვიდოდა ან გაყიდიდა ამ უზარმაზარ საცხოვრებელ ფართს და, ბოლოს და ბოლოს, სადმე საზღვარგარეთ გაემგზავრებოდა. ბინა მართლაც დიდი იყო. იგი პეტერბურგის ერთ-ერთ ულამაზეს სახლში იყო და ძალიან ძვირი ღირდა. მაღალი ჭერი და ოთხი განსაცვიფრებელი ოთახი. ვალენტინის ოცნებების ზღვარი.

მძიმე გაკვეთილი ხარბი შვილისთვის – რაოდენ დიდი იყო მამაკაცის გაოცება, როდესაც კარი დედამ კი არა, არამედ ვიღაც მშვენიერმა უცნობმა ქალბატონმა გაუღო. ბინის წიაღიდან ბავშვების სიცილის ხმა ისმოდა. ვალენტინმა გაკვირვებულმა იკითხა, სად იყო დედამისი. ქალმა გაიღიმა და თქვა, რომ ქსენია ვალერიევნა მისაღებში ისვენებდა.ვალენტინს დედამისი მისაღებ ოთახში დახვდა. მის გვერდით ორი ბავშვი დარბოდა. ქსენია ვალერიევნა იღიმოდა და ხელში მესამე ბავშვი ეჭირა. როდესაც საკუთარი ვაჟი დაინახა, ღიმილი სწრაფად გაუქრა სახიდან.

ოჰ, ეს შენ ხარ. კარგია, რომ მოხვედი. სერიოზული სასაუბრო გვაქვს.საუბარი ისე წარიმართა, რომ ვალენტინი გაბრაზებული გამოვარდა ბინიდან და გზად დერეფანში მდგარი ძვირადღირებული ვაზა გატეხა. მან ეს სიბრაზის გამო გააკეთა, მშვენივრად ახსოვდა, როგორ უყვარდა დედას ეს ვაზა. აღმოჩნდა, რომ დედამისის დაავადება განუკურნებელი იყო. ქსენია ვალერიევნამ შეიტყო ამის შესახებ, ცოტა იტირა და შემდეგ ბედს შეურიგდა. დედის მონათხრობის ამ მომენტში ვალენტინმა თავი ვერ შეიკავა და მის გაუმაძღარ სახეზე თვითკმაყოფილება გამოჩნდა. ეგონა, რომ მალე სასურველ ბინას მიიღებდა. როგორც იქნა!

დედამ შვილის სახეზე ეს გამომეტყველება ვერ შენიშნა ან არაფერი შეიმჩნია და ისე განაგრძო თავისი ამბავი თითქოს არაფერი მომხდარა. ექვსი თვის წინ დედას ფული შემოაკლდა, რადგან მან ბევრი დახარჯა ანალიზებსა და წამლებზე. შემდეგ ქალმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, გაქირავებინა სამი ოთახი ოთხი ოთახიდან, რათა როგორმე გაეწელა ბოლო თვეები. იმ თვეში მის ცხოვრებაში ვასილიევების ოჯახი გამოჩნდა.

სასჯელი სიხარბის გამო – მოხუც ქალს მაშინვე მოეწონა ისინი და მათაც მოეწონათ მოხუცი. ოჯახის დედა სიამოვნებით ატარებდა საღამოებს ქსენია ვალერიევნასთან, ისმენდა მისი ახალგაზრდობის დროინდელ ისტორიებს და საკუთარი ცხოვრების შესახებაც უყვებოდა მას. ბავშვები ძალიან კარგები იყვნენ და საერთოდ არ აღიზიანებდნენ მოხუც ქალს. ახალგაზრდა ქალის მეუღლე ახლახან გაემგზავრა უკეთეს სამყაროში და ის მარტო დარჩა, როგორც ქსენია ვალერიევნა. მიუხედავად იმისა, რომ ქსენია ვალერიევნას ზრდასრული ვაჟი ჰყავდა…ვალენტინი უკვე გრძნობდა, რითაც დასრულდებოდა დედამისის მონაყოლი, თუმცა ვინ იცის რისი იმედი ჰქონდა. დიახ, დედის მონოლოგი ძალიან ცუდად დასრულდა: მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი ბინა ლუდა ვასილევნასთვის და მისი შვილებისთვის დაეტოვებინა.ვალენტინი შხამს აფრქვევდა და დედას უყვიროდა, რომ საერთოდ არ ერკვევა ხალხში და მათ მხოლოდ მისი მოტყუება სურთ. ამაზე დედამ უპასუხა, რომ ასეც რომ ყოფილიყო, მას ეს არ ანაღვლებდა. ლუდამ მას იმდენი ყურადღება და სიყვარული აჩუქა, რამდენიც მის შვილს არ უჩუქებია მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ორიოდე თვის შემდეგ ქსენიამ დატოვა ეს სამყარო. ბედნიერი იყო, რადგან მისი ცხოვრების ბოლო თვეები ზღაპრული იყო. ლუდამ იზრუნა, შვილები კი დაეხმარნენ. ვასილიევებმა მიიღეს მოხუცი ქალი და მან, ბოლოდ და ბოლოს, იგრძნო როგორი იყო ეს ყველაფერი. როგორი გრძნობაა, როცა გყავს ნამდვილი ოჯახი და მოსიყვარულე შვილები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ.დედამ შვილსაც დაუტოვა რაღაც. პატარა ყუთი, რომელშიც იდო ვაზა. სწორედ ის ვაზა, რომელიც მან გატეხა. იგი აკურატულად იყო დაწებებული და შიგნით კი ეს პატარა წერილი იყო:

,,სამწუხაროდ, დედის გულის გამთელება უფრო რთულია, ვიდრე ამ ვაზის…”