დღეში -2 კგ: პოპულარული “თხევადი დიეტის” წესები

0
832
photo credit: mohamed hassan form PxHere

ღვეზელები და კონფეტები წელის არეში გაგეჭედათ? ლოსანჯელესელმა დიეტოლოგებმა, ანჯელა ბლეტისმა და ვივიენ ველამ შეიმუშავეს კვების გეგმა, რომელიც 2 დღეში 2 ზედმეტ კგ-ს მოგაშორებთ.

როგორ გავხდეთ სწრაფად?

როგორ დავიკლოთ 2 კგ სწრაფად? დავიწყოთ ყველაზე მთავრით: არა, ჩვენ არ გთავაზობთ განტვირთვის დღეებს, არც პურისა და წყლის დიეტის დაცვას გირჩევთ, ვეწინააღმდეგებით შარდმდენ და საფაღარათე სასმელებსა და აბებს. 2 დღეში, მჭიდრო კაბაში იდეალურად რომ გამოიყურებოდეთ და კანის მდგომარეობა, განწყობა და თვითშეგრძნებაც რომ გაგიუმჯობესდეთ, გირჩევთ “თხევად დიეტას”, რომლის ერთ-ერთი ერთგული მიმდერვარიც გვინეთ პელტროუ გახლავთ.

წარსულში, მსგავს დიეტებს სპეციალისტები ეწინააღმდეგებოდნენ, რამდენადაც ისინი მოიაზრებდა სრულყოფილი კვების თხევადი კოქტეილებით (საეჭვო შემადგენლობით) ჩანაცვლებას. თუმცა, დღეს ნუტრიციონისტები ატლანტიკის ორივე მხრიდან ამტკიცებენ: თუ სწრაფად გახდომა გსურთ, გადადით სმუზიებსა და წვნიანებზე.

თუ ინგლისურად კითხულობთ, გაეცანით წიგნს The Soup Cleanse (წმენდა წვნიანების დახმარებით), რომელშიც დიეტოლოგები ანჯელა ბლეტისი და ვივიენ ველა დაწვრილებით ხსნიან თავიანთი თერაპიის არსს, თვლიან უამრავ რეცეპტს და იძლევიან რეკომენდაციებს, კერძების შეთავსებასთან დაკავშირებით.

უსაფრთხო გახდომის დიეტის საერთო პრინციპები კი ასეთია: იკვებეთ მხოლოდ თხევადი საკვებით და კონკრეტულ საათებში, რათა ორგანიზმში მოხვედრილი მიკროელემენტები და მკვებავი ნივთიერებები უკეთ აითვისოთ, რამდენადაც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯირკვალი აქტიურდება და სხვადასხვა ჰორმონი გამოიყოფა.

ჩვენ წყალ-წყალა მწვანე წვნიანებზე არ ვსაუბრობთ. უბრალოდ იკვებეთ ხილის სმუზიებით, ბოსტნეულის მსუყე წვნიანებით, ეკზოტიკურ სუნელებთან ერთად. შეგიძლიათ, შოკოლადის სუპ-პუდინგიც კი მიირთვათ.

“წვნიანები და კოქტეილები მარტივად აითვისება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმს შეუძლია კონცენტრირება უფრო მნიშვნელოვან მისიებზე, უკეთ აღდგება, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას, ამცირებს ანთებით პროცესებს, სწრაფად და ეფექტურად მიაქვს ყველა საჭირო ნივთიერება იქ, სადაც საჭიროა. ბუნებრივი წმენდა და დეტოქსიკაცია დაეხმარება ორგანიზმს შინაგანი და გარეგანი ტოქსინების მოშორებაში. დაბალანსებული წვნიანები და სმუზიები შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს, უჯრედისს, ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ამიტომ, ხანმოკლე თხევადი დიეტა ორგანზიმს ვერაფრით ავნებს.” – ხსნის ანჯელა ბლეტისი.

როგორ მოვიქცეთ?

დღის განმავლობაში, ექვსჯერ უნდა მიირთვათ, ყოველ ჯერზე კი მკაცრად განსაზღვრული წვნიანი ან სმუზი. მოამზადეთ ბულიონი შემდეგი რეცეპტით: ქათმის, საქონლის ან ხბოს ძვლებს ხორცით, დაასხით წყალი, აადუღეთ, ეს წყალი გადაღვარეთ და დაასხით ახალი. დაუმატეთ წყალს ხახვი, 2 სტაფილო, ცოტაოდენი ნიახური, ნებისმიერი სანელებელი გემოვნებით. აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 4-5 საათით. ხორცი გაჭერით და დაუმატეთ ბულიონს. მზა წვნიანი შედგით მაცივარში, დაელოდეთ ცხიმის ამოტივტივებას, მოხსენით ეს ქერქი და გადააგდეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, წვნიანს საყვარელი სოკო და ბოსტნეული დაუმატოთ, კარტოფილის გარდა.

1. გაღვიძებისთანავე

დღეში ერთხელ, წვნიანში შეგიძლიათ უგლუტენო ატრიის, ქვინოას და დაჭრილი, შემწვარი ქათმის მკერდის დამატება.

2. გამაგრილებელი სასმელი

უწიპწო ყურძნის, კიტრის, ქოქოსის რძისა და ლიმონის (ყველაფერი ბლენდერში) ცივი კოქტეილი დაგეხმარებათ სადილამდე შიმშილის ჩახშობაში.

3. მეორე საუზმე და სადილი

ორივე ჯერზე, მიირთვით წვნიანი, მომზადებული ხორცის ბულიონზე, რომელშიც აუცილებლად უნდა ესხას 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.

დიეტა დღეში სამჯერ დაგატკბობთ დესერტითაც, თუმცა, ეს მხოლოდ საკვების მიღებებს შორის და არა მასთან ერთად, არაუგვიანეს 1 საათით ადრე, მომდევნო საკვებამდე. გააზავეთ 500 მლ რძეში 1 ჩ.კ. თაფლი და გემრიელად მიირთვით.

4. სამხარი

დაყავით წვნიანი ორ თანაბარ ულუფად, მიღებული რაოდენობა კი 2 დღით გეყოფათ.

5. ვახშამი

ჩვენს ბულიონზე მომზადებულ წვნიანში შეგიძლიათ კარტოფილი ან ოსპიც დაუმატოთ.

გარდა ამისა, შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ ბადრიჯნის, ყაბაყის, ყვავილოვანი კომბოსტოს (არა ნედლი), სატაცურის, გრეიფრუტის, კივის, ხახვისა და ნივრის მირთმევა.

აბა შოკოლადის სუპიო?

დიეტა დღეში ერთხელ მოიაზრებს ამ დესერტსაც, ესეც მკაცრად საკვების მიღებებს შორის და არა მასთან ერთად, არაუგვიანეს 1 საათით ადრე, მომდევნო ჭამამდე.

დაადნეთ 80 გ მუქი შოკოლადი, დაასხით 500 მლ რძე და დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ და ჩაყარეთ 1 მუჭა მარილში მოხალული დანაყული ნუში. დაყავით წვნიანი ორ ულუფად და მიიღეთ 2 დღის განმავლობაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ