როგორ განვავითაროთ ბავშვში ემოციური ინტელექტი და რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენს დროში

0
307

ჩვენს ცხოვრებაში პანდემიის მოსვლასთან ერთად გაიზარდა შფოთვითი აშლილობის შემთხვევებმა ბავშვებში. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს სამყაროში მიმდინარე სწრაფ ცვლილებებთან გამკლავებაში.დადასტურებულია, რომ ემოციური ინტელექტის განვითარებამ შეიძლება შეამციროს დეპრესიისა და შფოთვის განვითარება ზრდასრულ ასაკში. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს.

დაასახელეთ თქვენი შვილის ემოციები – ჰკითხეთ ბავშვს მისი გრძნობების შესახებ და სანაცვლოდ მოუყევით თქვენს გრძნობებზე.შექმენით განწყობის დაფა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სხვადასხვა ემოციების პირობითი გამოსახულებებით.ჰკითხეთ თქვენს პატარას, რას გრძნობს ის, როცა იღვიძებს და როდესაც წვება დასაძინებლად. შეეცადეთ გაიგოთ, რამ შეიძლება სწრაფად გაახალისოს თქვენი შვილი და რა იწვევს მასში მოწყენილობას.

გამოხატეთ თანაგრძნობა – ემპათია – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ ზრდასრულ ასაკშიც. მაგალითის მიცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახლში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.განიხილეთ ასაკის შესაბამისი ახალი ამბები, რათა აჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება ან როგორ უნდა იქნას გამოყენებული თანგრძნობა.

ჯანსაღი მაგალითი – ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს – მნიშვნელოვანია თქვენი საკუთარი ემოციური ინტელექტი და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ივარჯიშეთ იმაში, რასაც ქადაგებთ: როდესაც თქვენი შვილი გხედავთ სტრესულ სიტუაციაში ან კონფლიქტში, ეს ძლიერ გავლენას ახდენს მასზე.იმის დანახვა, თუ როგორ არაჯანსაღად არეგულირებს მშობელი საკუთარ ურთიერთობებს, მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ ბავშვს უვითარდება გადარჩენის იგივე მექანიზმები, როგორიც დედებს/მამებს.

განავითარეთ პრობლემების გადაჭრის უნარები თამაშის საშუალებით – თამაშით სწავლება ემოციური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.მიეცით ბავშვებს წარმოსახვის თავისუფლება.გაისეირნეთ, შეხედეთ თქვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, ითამაშეთ თოჯინებით ან ჩვეულებრივი დამალაობა.

წაახალისეთ შემოქმედებითობა – წაახალისეთ თქვენი შვილის ნებისმიერი სახის მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ინტერესი.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისცეთ საშუალება, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და იპოვნოს საკუთარი ჰობით დაკავების გზები, წარუმატებლობის შიშის გარეშე.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიური და საგამოცდო ზეწოლა, რომელიც დაწყებით სკოლაში იწყება, იწვევს წარუმატებლობის შიშს.