მანიკურის 6 წესი მოკლე ფრჩხილებისთვის: შედეგი იდეალური იქნება

0
813

ბევრი ჩვენგანი ატარებს მოკლე ფრჩხილებს – ეს მოდურიცაა და მოსახერხებელიც. თუმცა, არსებობს მანიკურის რამდენიმე წესი მოკრძალებული სიგრძის ფრჩხილებისთვის – დაიცავით ისინი და თქვენი თითები უფრო დახვეწილი გამოჩნდება.

1. წითელი ლაქი – ყველაფერია!

Photo credit: GettyImages

მოკლე ფრჩხილებზე ყველაზე ლამაზი სწორედ წითელი ლაქია – ესაა მანიკურის ყველაზე კლასიკური ვარიანტი, რომელიც ყველგან და ყოველთვის იქნება შესაფერისი. თუმცა, არა გრძელ ფრჩხილებზე – დიდია რისკი იმისა, რომ ვულგარულ იერს მიიღებთ.

2. არავითარი ჰორიზონტალური ზოლები

Photo credit: Legion-Media

გრაფიკური მანიკური არ თმობს პოზიციებს და ლამაზად გამოიყურება მოკლე ფრჩხილებზე, თუმცა, ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ – ჰორიზონტალური ზოლებია. ისინი “ჭრის” ფრჩხილებს, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფრჩხილის ზედაპირი სიგრძეში კი არა, სიგანეშია დიდი.

3. არა ფრენჩს

Photo credit: GettyImages

ესეც ერთგვარი ჰორიზონტალური ზოლია, რომელიც მოკლე ფრჩხილებს უფრო მოკლე იერს აძლევს. უარი თქვით მანიკურის ამ სახეობაზე და უპირატესობა მიანიჭეთ ვერტიკალურ ზოლებს.

4. მოერიდეთ ღია ფერებს

Photo credit: GettyImages

ძალიან მოკლე ფრჩხილებზე ღია ფერები მომგებიანი არაა – ისინი “ჭამს” სივრცეს, რის გამოც ფრჩხილები უფრო პატარა ჩანს. ამიტომ, ცოტათი გაიზარდეთ და მხოლოდ შემდეგ წაისვით თეთრი ან პასტელური ტონები. სამაგიეროდ, მუქი ფერები, პირიქით, სწორედ მოკლე ფრჩხილებზეა ეფექტური.

5. მიმართეთ მბრწყინავ ლაქს

Photo credit: GettyImages

სამაგიეროდ, მბზინავები და გლითერი უნდა გამოიყენოთ. გრძელ ფრჩხილებზე ეს ელვარება და ბრწყინვა საშინელებაა, მოკლე ფრჩხილებზე კი მარტივია ექსპერიმენტირება მოდური ტენდენციით – ასე ლუქი მოსაწყენი არასდროს იქნება.

6. გაწიეთ ნუნი

Photo credit: GettyImages

მანიკური ნუნების მოჭრის გარეშეც კარგია, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ნუნი კიდევ 1 მმ სიგრძეა, რომელიც მოკლე ფრჩხილებისთვის კრიტიკულია. თუ ევროპული მანიკურის მომხრე ხართ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ნუნი ყოველთვის იყოს უკან მიწეული, და გამოიყენეთ ზეთი.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ