ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელმა მამაკაცებმა არ იციან ბოდიშის მოხდა. ისინი არასოდეს აღიარებენ თავიანთ შეცდომებს

0
72

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ზედმეტად ამაყები და ეგოცენტრულები არიან საიმისოდ, რომ ოდესმე დაეთანხმონ ქალს. მათ სიამაყე უშლიათ ხელს სიტყვა ,,ბოდიშის” წარმოთქმაში. სწორედ, ამ ნიშნებზეა საუბარი Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებს ურჩევნიათ თავი შეიკავონ, ვიდრე აღიარონ, რომ ცდებიან. მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ მათმა საქციელმა პარტნიორი დააზარალა, მათ არ სურთ ამაზე საუბარი.ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელ მამაკაცებს ურჩევნიათ გაქრნენ ვინმეს ცხოვრებიდან, ვიდრე ბოდიში მოუხადონ საკუთარი საქციელის გამო. როდესაც არასწორად ეპყრობიან ვინმეს ან შეცდომებს უშვებენ რაღაცაში, ისინი გადაწყვეტენ დაშორებას, რათა თავიდან აიცილონ დაპირისპირება.

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები, თითქმის არასოდეს ამბობენ სიტყვას ,,ბოდიში”:

მორიელი ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანია, ვინც მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მართალია. როცა მარცხდება, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაივიწყოს ეს. ის ბრალის სხვაზე გადატანის ოსტატია – როდესაც საყვარელი ადამიანი შეახსენებს მას, რაც გააკეთა, ის იწყებს მის დადანაშაულებას ბევრად უარესში. მას შეუძლია რამდენიმე ათეული წელი იცხოვროს ქალთან და არასოდეს მოუხადოს ბოდიში.ტყუპებმა იციან სხვებით მანიპულირება. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ტკივილს აყენებს, ის პოულობს გზას და არწმუნებს იმ ადამიანს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდა. მას შეუძლია აშკარად მოიტყუოს და შეცვალოს მოვლენების ვერსია იმის მიხედვით, თუ რის მიღწევას აპირებს.

ვერძი ერთ-ერთი ყველაზე მოკამათე ზოდიაქოს ნიშანია. იმის მაგივრად, რომ თქვას „ძალიან ვწუხვარ“ – იგი კამათის გაგრძელებას ამჯობინებს. ურთიერთობაში ის ისე რეგულარულად იწვევს კამათს, რომ მისი საყვარელი ადამიანი იძულებული ხდება შეეგუოს ამ ყველაფერს. ვერძი ხომ ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა.