
დიდი ხნის განმავლობაში წარმატებას ინტელექტის კოეფიციენტით IQ ვზომავდით, მაგრამ 1990–იან წლებში გამოჩნდა ახალი ტერმინი „ემოციური ინტელექტი“ – EQ. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი პირად ცხოვრებასა და პროფესიულ მიღწევებში უფრო მნიშვნელოვანია. სხვა სიტყვებით, საქმე ეხება „საზომ ერთეულს“, თუ როგორ ვრეაგირებთ სტრესულ ან კრიზისულ სიტუაციებზე ან როგორ ვეპყრობით ახლობლებს.
დასაწყისისთვის, მცირე საგანმანათლებლო პროგრამა. რა არის „ემოციური ინტელექტი“? ეს ტერმინი ფსიქოლოგებმა ჯონ დ. მაიერმა და პიტერ სალოვეიმ შემოიღეს. და კონცეფცია 5 ნაწილად აღწერეს:
- ემოციური თვითაღქმა. რამდენად კარგად შემიძლია საკუთარი გრძნობების ამოცნობა და ინტერპრეტაცია.
- ემოციური თვითრეგულირება. როგორ ვუმკლავდები და ვაკონტროლებ ჩემს გრძნობებს?
- თვითმოტივაციის და დაჯილდოების გადადების უნარი. როგორი ენთუზიაზმით ვეკიდები სიტუაციას? შემიძლია ჩემ ჯილდოს დაველოდო?
- ემპათია. რამდენად კარგად შემიძლია სხვების გრძნობების აღქმა და ინტერპრეტაცია?
- სოციალური კომპტენცია. რამდენად კარგად ვუმკლავდები სხვების გრძნობებს? შემიძლია თუ არა სხვებს კეთილდღეობის, თავდაჯერებულობის და ენთუზიაზმის გრძნობები გადავცე?
ზოგიერთი ადამიანი ემოციურად უფრო კომპეტენტურია, ვიდრე სხვები. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. ასტროლოგიის თანახმად, რომელ წარმომადგენლებს აქვთ ყველაზე მაღალი EQ?
თევზები
თქვენ შემოქმედებით და მგრძნობიარე ადამიანი ხართ – თანაგრძნობის სიმბოლო ზოდიაქალურ წრეში. მოსიყვარულე და მზრუნველი თევზები მაღალ EQ-ს ფლობენ – ყოველთვის ცდილობენ, რომ საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედონ.
ტყუპები
რაც არ უნდა მოხდეს, ტყუპები ცდილობენ საკუთარი თავის და გრძნობების ერთგულნი იყვნენ. თქვენი EQ ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლაში ვლინდება: იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში მოიზიდოთ, ცდილობთ „ყველაფერი გაარკვიოთ“ ან საკუთარ თავში ინტენსიურად გარკვევას ცდილობთ. ნეგატიურ გრძნობებთან დაპირისპირება შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ტყუპებისთვის ეს საუკეთესო ვარიანტია, ვიდრე უბრალოდ ლოდინი, თუ „თავისით როდის გადავა“ ან შინაგანად დაიშლება.
კირჩხიბი
როგორც კირჩხიბი, ძალიან მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ემპათიის და სოციალური კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტი ხართ. თქვენ ძალიან კარგი მსმენელი ხართ, ამიტომ ახლობლები გულს გიშლიან და საკუთარ გრძნობებზე თავისუფლად გესაუბრებიან. ნათლად გამოხატული დაცვის ინსტინქტები და დახმარებისთვის მზადყოფნა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მეგობრები და ოჯახი.
ლომი
შეიძლება თუ არა იყოს, ლომი „ემოციურად ჭკვიანი“ მისი უზარმაზარი ეგოს მიუხედავად? დიახ! ყურადღების ცენტრში და ყველასთვის საყვარელ ადამიანად ყოფნის სურვილი მას სოციალურად კომპეტენტურს ხდის. ლომი ძლიერ და სუსტ მხარეებს კარგად აფასებს – როგორც საკუთარს, ასევე სხვის. ახლობლებთან ურთიერთობისას მზრუნველობას და სიყვარულს იჩენს.
სასწორი
სასწორი ყოველთვის ჰარმონიისა და სამართლიანობისკენ ისწრაფვის. თუ მისი გარემო თავს ცუდად გრძნობს, თავადაც ცუდადაა. ემოციურ–ინტუიციური შესაძლებლობები მაღალი EQ-თ აიხსნება: როგორც ნიჭიერი დამკვირვებლები, სხეულის ენის ინტერპრეტაციას და სხვების გრძნობების ამოცნობას კარგად ახერხებთ.