
გვსურს გავფანტოთ მთავარი სტერეოტიპი, რომ „ჩვენთან მამების მიერ შვილებზე ზრუნვა რბილად რომ ვთქვათ „მისაღები არაა“. თან როგორი მისაღებია! გთავაზობთ ცნობილი ადამიანების და პირველ რიგში, მზრუნველი მამების ახალ თაობას – პირადი ფოტოები მათი საოჯახო ალბომიდან.
რესტორატორი ბორის ზარკოვი და ქალიშვილები მაშა და ნინა
როგორ შეარჩიეთ შვილების სახელები? ჩვეულებრივ, ამის მიღმა პირადი და საინტერესო ამბავი იმალება. თქვენთან როგორ იყო?
პირველი ქალიშვილის სახელი ჩემმა მეუღლემ ირინამ შეარჩია, მას ქალიშვილი მაშენკას ყოლა ყოველთვის სურდა. აგარაკზე დედაჩემის დაბადების დღეს აღვნიშნავდით და მეზობელმა მკითხა: რატომ არ დაარქვით ქალიშვილს ბებიას საპატივცემულოდ? ბებია ხომ ასეთი კარგია, სამედიცინო მეცნიერების დოქტორი ნინა ვასილიევნა. მაშინ ვუთხარი: „დედა, გპირდები, რომ მორიგ ქალიშვილს შენს საპატივცემულოდ დავარქმევ“ და როცა მეორე ქალიშვილი დაიბადა, ნინა დავარქვით, როგორც დედას დავპირდით.
როგორი მამა ხართ?
ძალიან ნაზი და მოსიყვარულე მამა ვარ, ყოველთვის ჩემს გოგოებს ვიცავ და არასდროს ვკიცხავ. ვცდილობ მათთან ბევრი დრო გავატარო, ყოველ საღამოს დაჭერობანა, დრაკონები და „ვარდნები“ ვეთამაშო. „ვარდნები“ – თამაშია, როცა ხელში ამყავს და ზემოდან, ჩემი სიმაღლიდან ლოგინში ვაგდებ. ამაზე გიჟდებიან.
როგორი შვილი ხართ, როგორ აღგზარდეს?
ასევე მოსიყვარულე შვილი ვარ, დედას ვაღმერთებ, აგარაკზე ხშირად ვსტუმრობ, მასთან განმარტოება და მოგზაურობა მიყვარს. როგორ აღმზარდეს? მკაცრად, როგორც ყველა საბჭოთა ოჯახში.
რით განსხვავდება თანამედროვე წყვილები წინა თაობებისგან?
ახალი თაობა უფრო შეგნებულია, აღზრდის პროცესს უფრო მეცნიერულად უდგება, ბავშვთა ფსიქოლოგიაზე ბევრ წიგნს კითხულობს. თუ რამე გაუგებარია, ექსპერტებს რჩევას ეკითხება. ჩვენმა მშობლებმა არ იცოდნენ, თუ როგორ აღეზარდათ. ეს იყო თანდაყოლილი აღზრდა – ზუსტად ისე, როგორც მათ ზრდიდნენ და ეს შეცდომები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ახლა უფრო მეტი შეგნებული წყვილი და მშობელია.
რესტორატორი ალექსანდრ ოგანევოზი და ქალიშვილები მაშა და ევგენია
როგორ შეარჩიეთ შვილების სახელები? ჩვეულებრივ, ამის მიღმა პირადი და საინტერესო ამბავი იმალება. თქვენთან როგორ იყო?
ნატაშამ (ცოლი, ნატალია გოლდენბერგი) გაცნობიდან მე–3 დღეს მითხრა, თუ რა ერქმეოდა მის შვილებს, თან სქესის მიუხედავად. ასეც დავარქვით!
დიდ დროს ატარებთ შვილებთან? რამე განსაკუთრებული „მამობრივი“ პასუხისმგებლობა გაქვთ?
დასვენებისას წყლის პროცედურები მე მიკავშირდება. შეგვიძლია საათობით ვიცურაოთ. მიშას ჩემთან ერთად მანქანით სეირნობა უყვარს, ვრთავთ საყვარელ სიმღერებს, ვყვირით და ვმართავთ.
როგორი მამა ხართ?
ჩემს შვილებს უნდა კითხოთ. ვიმედოვნებ, რომ მათი მეგობარი ვარ.
პროდიუსერი ალექსი კისელევი და ქალიშვილი ანა
როგორ შეარჩიეთ შვილის სახელი?
ქალიშვილს ბებიის, მამაჩემის დედის საპატივცემულოდ დავარქვით. (ალექსის მამა, ევგენი კისელევი – ცნობილი ტელეწამყვანი).
მოულოდნელი ისტორია მშობლობასთან დაკავშირებით?
ჩემი ვაჟიშვილი 18 წლისაა!
საყვარელი ოჯახური ტრადიცია?
ახალი წლის ერთად შეხვედრა. ვახშმის მომზადება და ლოდინი, თუ როდის დადგება შუაღამე.
როგორი მამა ხართ? როგორი შვილი ხართ? როგორ აღგზარდეს?
ვიმედოვნებ, რომ პირველ კითხვაზე პასუხს ჩემი შვილები გასცემენ, როცა გაიზრდებიან. ვფიქრობ, ძალიან დემოკრატიულად აღმზარდეს, ამასთან მასწავლეს, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ვცდილობ, ეს ჩემს შვილებს გადავცე.
შვილებთან დიდ დროს ატარებთ? თქვენ რაიმე „მამობრივი“ პასუხისმგებლობა გაქვთ?
ვცდილობ, ქალიშვილთან დიდი დრო გავატარო, როგორც კი სამუშაო გრაფიკი ამის საშუალებას მაძლევს. ვცდილობ, სულ სახლში ვიყო, როცა ის იღვიძებს და იძინებს.
შეფ–მზარეული და რესტორატორი ვლადიმერ მუხინი და ქალიშვილი იაროსლავი და ვაჟიშვილი ვიქტორი
როგორ შეარჩიეთ შვილების სახელები?
სამხრეთით გავიზარდე, ასე ვთქვათ გარკვეული პირობების ტყვეობაში, სადაც ქალიშვილს ისე უნდა დაარქავთ, როგორც დედას, ხოლო ვაჟიშვილს – როგორც მამას. ამ მხრივ სახელმა იაროსლავმა სტერეოტიპები გაანადგურა. როცა დაიბადა, საეკლესიო კალენდარს შევხედე – იქ, იაროსლავის სახელი იყო და მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. ბიჭს ვიქტორი დავარქვით. ბავშვებს სრულ სახელს არავინ ეძახის, ისინია იასია და ვიკ. ვიქტორი მამაჩემს ჰქვია და შემეძლო მეთქვა, რომ ეს მხოლოდ მის საპატივცემულოდაა, მაგრამ როცა დაიბადა და შევხედეთ, მივხვდით, რომ ის ვიკი იყო და სხვა არავინ.
მოულოდნელი ისტორია მშობლობასთან დაკავშირებით?
ოჰ, იმდენი ამბავი არსებობს! მახსოვს, ჩემი ქალიშვილი მთვარის თეატრში სპექტაკლში მონაწილეობდა, მე კი რამდენიმე თავისუფალი საათი გამომიჩნდა, ყვავილები ვიყიდე და პირველ რიგში დავჯექი. ისე გაუკვირდა, როცა ბოლოს გამოვედი და თაიგული ვაჩუქე. ბავშვები ბევრ ენერგიას მაძლევენ, ისინი სიცოცხლის აზრი არიან. მახსოვს, სახლში სტუმრად უცხოელები მოვიდნენ, მათ ცხენის ხორცის ძეხვით გავუმასპინძლდი, რომელიც წინა დღით ყაზახეთიდან ჩამოვიტანე და ინგლისურად ავუხსენი, რომ ესაა Horse meat. იასია ინგლისურს სწავლობს, გაიგონა, მიხვდა და რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა.
საყვარელი ოჯახური ტრადიცია?
შვილებთან ერთად ბაზრობაზე პროდუქტებს ვყიდულობ და ყოველ შაბათ–კვირას ვამზადებთ, როცა სახლში ვარ. ზოგჯერ პელმენებს ვაკეთებთ შიგთავსით – მარილიანი, ტკბილი. ეს ტრადიცია დედიდან გადმომყვა.
დიჯეი ფიოდორ ფომინი და ვაჟიშვილი ტიხონი
როგორ შეარჩიეთ შვილის სახელი? ჩვეულებრივ, ამის მიღმა საინტერესო ისტორია იმალება. თქვენთან როგორ იყო?
სახელი დიდი ხნის წინ მოვიფიქრეთ. ნასტიამ მითხრა: ვაჟიშვილს ტიხონს დავარქმევ“. ცოლთან არ ვკამათობ.
ყველაზე სასაცილო/ამაღელვებელი/მოულოდნელი ისტორია, რომელიც ოჯახში მოხდა და მშობლობას უკავშირდება?
ამ ისტორიებზე წიგნის დაწერა შეიძლება, როგორც ჩუკოვსკის. საკუთარ შვილებთან ისტორიები ყველა მშობელს აქვს, მაგრამ დაე, ისინი ჩვენს ოჯახში დარჩეს. ბედნიერებაა, თავად იცით.
როგორი მამა ხართ? როგორი შვილი ხართ?
ძალიან კეთილი და მგრძნობიარე მამა ვარ. შვილი კი ბრძენი. ჩემი ბიჭისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მთავარია, დაკვირვება იცოდეთ და არა ჭკუის დარიგება. მინიშნება დიახ, ჭკუის დარიგება საჭირო არაა.
საყვარელი ოჯახური ტრადიცია?
რაიმე განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ტიხონს საღამოობით ტელევიზორის წინ ნაყინის კოვზით ჭამა უყვარს. ამას ტრადიციას უწოდებს, რომლის დარღვევაც არ შეიძლება.
ბავშვებთან ბევრ დროს ატარებთ?
პანდემიამდე თავისუფალ დღეებში გასტროლებზე დავდიოდი. ახლა, მთელი დღეები განუყრელები ვართ და ეს საუკეთესო წელია ჩვენს ცხოვრებაში.
ფოტოგრაფი სლავა ფილიპოვი და ვაჟიშვილი დანიელი
როგორ შეარჩიეთ შვილის სახელი? ჩვეულებრივ, ამის მიღმა პირადი და საინტერესო ისტორია იმალება. თქვენთან როგორ იყო?
გულწრფელად რომ ვთქვათ, არანაირი პირადი ან საინტერესო ისტორია არ ყოფილა. უბრალოდ მოგვეწონა.
როგორი მამა ხართ?
ცოტა გიჟი მამა ვარ, მუდმივად მეშინია, რომ რამე მოხდება: ვაჟიშვილის ხელი ყოველთვის ხელში მიჭირავს, ყოველთვის თვალწინ მყავს, მარტო სასეირნოდ არ ვუშვებ. ექსტრემალი ვარ, მაგრამ მხოლოდ დაცვაში. დანიელი ჰიპერაქტიურია, ერთ ადგილზე არასდროს ზის, ჰოკეისტი, სკეიტერი. კეთილი, გაბედული და ჯენტლმენი.
თქვენ როგორ აღგზარდეს?
ბავშვობაში ქამრით მცემდნენ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
რით გამოირჩევა თანამედროვე წყვილები სხვა თაობებისგან?
საბჭოური მშობლებისგან თანამედროვე წყვილები გამოირჩევიან იმით, რომ უკვე დიდი ხანია წყვილი არ არიან და ბავშვები, როგორც წესი, ცალკე იზრდებიან. ეს საუკეთესოა. ბევრი დედა და მამა ვიცი, მაგრამ წყვილი – დიდი იშვიათობაა!
საყვარელი ოჯახური ტრადიცია?
საყვარელი ტრადიცია – 10 წელი ზედიზედ შვებულებას საბერძნეთში, კუნძულ ნაქსოსზე ვატარებთ. ამ წელს პანდემიის გამო პირველად გამოვტოვეთ.
შვილთან დიდ დროს ატარებთ?
დანიელი ჰოკეით პროფესიონალურად არის დაკავებული, ამიტომ შუა კვირაში წარმოუდგენალდ დაკავებულია და დასვენების დღეებში კი ჩემთან მიმყავს. ზოგჯერ უფრო დიდხანს, როცა არდადეგები აქვს.