ჩინგიზ ხანის ჩაი – მხნეობის საიდუმლო და სიძლიერისა და კარგი განწყობის გარანტია

0
43

ძალიან მიყვარს მცენარეული ჩაი და ჩინგიზ ხანის ჩაი ჩემი ერთ-ერთი ყველზე საყვარელია. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, როგორ უნდა მოამზადოთ ჩინგიზ ხანის ჩაი.მართალი გითხრათ, არც ვიცოდი, რომ ასეთი სახელწოდება ჰქონდა და სასიამოვნოდ გამიკვირდა.

როგორ დავაყენოთ ჩაი – ეს ძალიან გემრიელი და არომატული ჩაი სამი მცენარისაგან შედგება. კერძოდ:

  • ორეგანო;
  • კრაზანა;
  • პიტნა.

სამივე სურნელოვანი მცენარე უნდა აიღოთ ერთნაირი რაოდენობით, მაგალითად, თითო სუფრის კოვზი და დაასხათ ადუღებული წყალი. უნდა გააჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩაი მზადაა!ერთი ფინჯანი ასეთი სურნელოვანი ჩაის შემდეგ უმჯობესდება განწყობა, ჩნდება სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის მუხტი, იმატებს ორგანიზმის ტონუსი.

ბალახეული მცენარეების სასარგებლო თვისებები – მარტივი ასახსნელია ამ სურნელოვანი ჩაის სარგებელი და დადებითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ეს ყველაფერი ხდება იმ მცენაეების წყალობით, რომლებითაც მზადდება ჩინგიზ ხანის ჩაი.

ორეგანო – ეს სურნელოვანი ბალახი შეიცავს ტანინებს, ასკორბინის მჟავას, მწარე ნივთიერებებს, ფლავონოიდებს და ფიტონციდებს.ორეგანო დადებითად მოქმედებს ორგანიზმის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ამას გარდა, ბალახს აქვს ანტისპაზმური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.

პიტნა – პიტნა არის ვიტამინებისა და ეთერზეთების წყარო. პიტნა ასევე შეიცავს მენთოლს, ფლავონოიდებს, მწარე ნივთიერებებს და ტანინებს.პიტნა ამშვიდებს ნერვებს, ამშვიდებს გულს, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებებსა და მოწამვლის დროს.

კრაზანა – კრაზანა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და მიკროელემენტებს. შეიცავს ასკორბინის და ნიკოტინის მჟავეებს, კაროტინს, ფლავონურ ნაერთებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს.კრაზანა დადებითად მოქმედებს იმუნიტეტის მდგომარეობაზე, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ქოლესტერინისაგან.კრაზანა ხელს უწყობს გულის რითმის დამშვიდებას, დადებითად მოქმედებს ღვიძლზე, კუჭსა და შარდის ბუშტზე. ამშვიდებს ტკივილს რევმატიზმის დროს.აი, ასეთი უბრალო და სურნელოვანი მცენარეებია – პიტნა, კრაზანა და ორეგანო – და მათში უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე ძვირადღირებულ წამლებში.

თქვენც გიყვართ მცენარეული ჩაი? გემრიელად მიირთვით!