პროდუქტები, რომლებიც ჰემოგლობინს ზრდიან

0
915

ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ დაკავშირებულია იმაზე, თუ რას და რა რაოდენობით ვჭამთ, როგორ ვაერთიანებთ სხვადასხვა პროდუქტებს რაციონში. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ სასარგებლოა მხოლოდ ყოველდღიური ჯანსაღი კვება და არა პერიოდულად მკაცრი დიეტები ამა თუ იმ პროდუქტის დროებითი შეზღუდვით, რომლებიც „მავნე“ კატეგორიაში შედიან. დაუბალანსებული კვება ანადგურებს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს: ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ჯანმრთელობის ცენტრის Verba Mayr-ის თერაპევტი სვეტლანა ჟერნოვი გიამბობთ, თუ რა საფრთხეს შეიცავს ჰემოგლობინის დაბალი დონე და როგორ გავზარდოთ კვების დახმარებით.

„ჰემოგლობინი სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების მთავარი კომპონენტია, რაც სისხლს დამახასიათებელ წითელ ფერს ანიჭებს. მასში შედის ცილა გლობინი და რკინა სპეციალური ჰემი ფორმით. ჰემოგლობინის მნიშვნელობის ზედმეტად შეფასება რთულია – შესვლის დროს ის ჟანგბადს იზიდავს, რომ ორგანიზმის თითოეულ უჯრედს მიაწვდინოს. ქსოვილებში გაზების ცვლის პროცესში ჰემოგლობინი ნახშირორჟანგს იღებს და ფილტვებში მიაქვს, რომ ამოსუნთქვით მოვიშოროთ. ასეთი გაზების ცვლა ორგანიზმში განუწყვეტლივ ხდება.

ჰემოგლობინის დონის შემცირების ყველაზე გავრცელებული მიზეზი რკინის ნაკლებობაა, რომელიც მისი სინთეზისთვის აუცილებელია. ამ ელემენტის უკიდურესი დეფიციტის შემთხვევაში რკინადეფიციტური ანემია ვითარდება. რკინის დეფიციტის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

საკვებიდან ნაკლები რაოდენობის რკინის მიღება;

  • რკინის შეწოვის და ათვისების დარღვევა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, აგრეთვე გარკვეული ვიტამინების დეფიციტის გამო;
  • ჭარბი დანაკარგი სისხლდენის შემთხვევაში;
  • რკინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნა, მაგალითად, ორსულობის, აქტიური ზრდის, ასევე სპორტსმენებში კუნთოვანი მასის ზრდის დროს.

ერთი შეხედვით, უფრო მეტი რკინით მდიდარი პროდუქტების მიღებით ყველაფერი დალაგდება. აქ, ჩნდება კითხვა – რომელი პროდუქტები, რამდენი და რა სახით?

რკინის საუკეთესო წყაროა ცხოველური პროდუქტები, სადაც რკინა სწორად და კარგად ასათვისებელ ჰემის ფორმაში გვხვდება. რკინის წყაროა – წითელი ხორცი, პირველ რიგში, ხბოს ხორცი. შემდეგ სიაში მოდის ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, კურდღელი, ძროხის ენა და კვერცხი. ქათამი და ინდაური 100 გრ პროდუქტზე საშუალო რაოდენობის რკინას შეიცავენ.

გაითვალისწინეთ, რომ მცენარეული პროდუქტები არაჰემურ რკინას შეიცავენ, რომელიც ნაკლებად შეიწოვება. მცენარეულ საკვებში რკინა უფრო ნაკლები რაოდენობით გვხვდება. არსებობს მითი, რომ ვაშლი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მაგრამ ამას საფუძველი არ აქვს: 1 ულუფა ძროხის ხორცი დაახლოებით 7 მგ რკინას შეიცავს 100 გრ პროდუქტზე, ხოლო ვაშლი 100 გრ–ზე მხოლოდ 0,1 მგ რკინას შეიცავს! ამასთან ახალი ხილი და ბოსტნეული, მწვანილი და ახალდაწურული ხილის და ბოსტნეულის წვენი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამიტომ ხორცის კარგ დანამატს წარმოადგენს. განსაკუთრებით ის, რომელიც ბევრ C ვიტამინს შეიცავს, რადგან ის რკინის შეწოვას აორმაგებს. მარცვლეულებს შორის რკინის შემცველობით ლიდერია წიწიბურა.

რკინის შემცველი პროდუქტების ოპტიმალური რაოდენობა ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა დამოკიდებული. მაგალითად, 3 წლამდე ბავშვებს დღეში 7 მგ რკინა სჭირდება, 4-8 წლის – უკვე 10 მგ, 9-13 წლის – 8 მგ. მოზარდობის პერიოდში ყოველდღიური ნორმა ბიჭებისა და გოგოებისთვის განსხვავებას იწყებს. ქალის ორგანიზმს უფრო მეტი რკინა სჭირდება, რაც მენსტრუაციის დაწყებით არის განპირობებული. სწორედ ამიტომ, 14-18 წლის ბიჭებისთვის დღეში 11 მგ რკინა საკმარისი იქნება, ხოლო გოგოებს 14-18 წლის ასაკში უკვე 13 მგ რკინა სჭირდებათ.

ზრდასრულ მამაკაცს დღეში დაახლოებით 15 მგ რკინა სჭირდება, ხოლო ქალებს მინიმუმ 18 მგ, რკინის მაღალი დანაკარგის დროს 25 მგ. ორსულობის დროს ამ მიკროელემენტის მიმართ მოთხოვნა იზრდება და დღეში 25-27 მგ–ს აღწევს. ხანდაზმულ ასაკში რკინის მიმართ მოთხოვნა მცირდება, ხოლო სქესობრივი განსხვავება ქრება, რადგან ხანდაზმული ქალისა და კაცისთვის დღეში საშუალოდ 8 მგ რკინა საკმარისია, თუმცა ამ ასაკში რკინის დეფიციტის მიზეზებს შორის პირველ ადგილას რკინის ათვისების უნარის შემცირება ხდება.

თუ რკინის შემცველი პროდუქტების სიხშირეზე ვსაუბრობთ, სასურველია, რომ ყოველ მეორე დღეს მაინც ჯანმრთელი ადამიანის მენიუში ცხოველური წარმოშობის რკინის წყარო შედიოდეს. ბოსტნეულის გარნირთან ერთად ოპტიმალური იქნება. ყველაზე  სასურველი მომზადების მეთოდი – გამოცხობა, გრილი ან ვაკუუმით მომზადება: ხორცის დამუშავების ახალი მეთოდი მისი სასარგებლო თვისებების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჰემოგლობინის გაზრდა მხოლოდ კვების ხარჯზე შეუძლებელია. რკინის დონის აღდგენას და გარანტიებს დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ, ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ზოგჯერ დრო არ გვაქვს, სანამ ორგანიზმი რკინის მარაგს გაძლიერებული რაციონით გაზრდის, რადგან დაბალი ჰემოგლობინით ცხოვრება ნახევარი სიცოცხლეა! მსგავს შემთხვევაში სჯობს თანამედროვე მედიკამენტების ფართო სპექტრი და ბიოაქტიური დანამატები გამოიყენოთ, რომლებიც ყველაზე ეფექტურ და კარგად ასათვისებელ რკინას შეიცავენ, რომლებიც ინდივიდუალური მიდგომით პრობლემის სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ