
„თითქმის 3 წელია დაქორწინებული ვართ. 8 თვის წინ ჩვენ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა. იმის გამო, რომ ორივე ახალგაზრდა და ამაყი ვართ, ჩვენ–ჩვენს მშობლებთან გადავედით. იშვიათად ვხვდებოდით. სექსი იყო. ცოტა ხნის წინ კვლავ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და ყველაფერზე მშვიდად შევთანხმდით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მის მიმართ ინტერესი დავკარგე. სექსი არ მსურს. თითქოსდა ყველაფერი კარგადაა და მაინც იმ ცხოვრებისკენ მიზიდავს, როცა მარტო ვიყავი. ცოლი ამბობს, რომ ვუყვარვარ. მე კი ცივად ვეპყრობი და არ ვიცი, რა გავაკეთო“ – ალექსი, 25 წლის.
ალექსი, რთული სათქმელია, ცოლის მიმართ ინტერესი სამუდამოდ დაკარგეთ, თუ ეს დროებითი მოვლენაა, რადგან მასზე გაბრაზებული ხართ. ახალგაზრდა ხართ და, შესაძლოა, სხვა ადამიანთან თანაცხოვრების გამოცდილება არ გაქვთ. ცხადია, რომ ერთმანეთის მოსმენა არ შეგიძლიათ.
თქვენ გონივრულად მოიქეცით – საკუთარ თავს შესვენების უფლება მიეცით, რომ გარკვეულიყავით და საბოლოოდ არ გადაგეჭრათ. განქორწინება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, როგორც წესი, ეს ურთიერთობის დასასრულია. თუმცა, ზოგჯერ არა.
რედაქციაში მოგვწერეთ, მაგრამ ამ პრობლემაზე მეუღლეს თუ ესაუბრეთ? ახლა, ამ 8 თვის შემდეგ ერთობლივი ცხოვრების აწყობა უფრო გააზრებულად უნდა სცადოთ, უფრო გულახდილი იყოთ და პარტნიორის მოსმენა ისწავლოთ. იცით თუ არა ცოლმა, რა გსურთ? თუ ჯერ კიდევ სამსახურში დაღლილობით და პრობლემებით თავს იძვრენთ, ზოგჯერ სექსი გაქვთ, რომ შერიგება არ გააფუჭოთ?
თუ შერიგებას ორივე შეგნებულად მიუახლოვდით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანთან ერთად იცხოვროთ (და არა კიდევ ერთხელ სცადოთ, რადგან განქორწინება სამწუხაროა), მაშინ გულწრფელობის გარეშე არაფერი გამოგივათ.
გვწერთ, რომ მარტოხელა ცხოვრება გენატრებათ. შესაძლოა, არავისთან გსურთ სერიოზული ურთიერთობა. და მაშინ აზრი, რომ მეორედ იძლევით პირობას იცხოვროთ ერთად „სიმდიდრესა თუ სიღარიბეში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ“, თქვენს სექსუალურ სურვილს საბოლოოდ კლავს. სექსი ხომ განსაკუთრებული სიახლოვეა.
მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიზეზების დადგენა. თუმცა ერთსა და იმავე ადამიანთან ურთიერთობის ხელმეორედ დაწყება ნამდვილად არ უნდა სცადოთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს გჭირდებათ და წარსული შეცდომების გაგების შემდეგ ურთიერთობაზე მუშაობისთვის მზად ხართ. თუ კვლავ და კვლავ ერთი და იმავე გზას გაივლით, თქვენ ერთსა და იმავე ადგილას და იმავე შედეგამდე მიხვალთ.