
„წელიწადნახევრის წინ დავქორწინდით. თავიდანვე მივხვდი, რომ რთული, კატეგორიული და ბევრ საკითხში ავტორიტეტულია. მიმიზიდა იმან, რომ ოჯახის შექმნაზე იყო ორიენტირებული, ჩემზე ზრუნავდა და თავიდან სათუთად მეპყრობოდა. ახლა ჩემი მისამართით მხოლოდ კრიტიკა მესმის: ისე არ გამოვიყურები, ზედმეტად ვიღებები. მუდმივად ანგარიში უნდა ჩავაბარო, თუ რას ვაკეთებ, სად ვარ, მაშინაც კი, თუ უბრალოდ სახლთან ახლოს მაღაზიაში გავედი. პატარა შვილი მყავს. ქმრისთვის ის მეორე შვილია, როგორც ქორწინება, ჩემთვის – პირველი. ვერ ვხედავ, რომ შვილის მიმართ დაინტერესებულია. უფრო მეტიც მამობაზე დნმ–ის ტესტის გაკეთება სურს. საერთოდ არ მენდობა. შვებულებისას მშობლებთან გამაგზავნა – ყოველ წუთს მირეკავდა, არკვევდა, თუ სად ვიყავი, რატომ არ მოდის შეტყობინება, რატომ ვკითხულობ წიგნს ღამით, თუ შევუთანხმდი, რომ დავიძინებდი. ერთი მხრივ, ვხდები, რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობაა, მეორე მხრივ – მისი მოშორება და ბავშვისთვის მამის წართმევა არ მსურს. არ მესმის, სად არის ხაზი, რომლის შემდეგ უნდა ვთქვათ „კმარა“. როგორ მოვიქცე?“ – ალინა, 35 წლის.
ალინა, სამწუხაროდ, მხოლოდ თავად შეგიძლიათ იმ ზღვარის დადგენა, რომლის შემდეგ ქმრის ქცევას ვეღარ მიიღებთ. როცა ქმარს ირჩევდით, მისი ხასიათის და ქცევის ზოგიერთი თავისებურება აღნიშნეთ. რა თქმა უნდა, ოჯახის ქონა, ცხოვრების მოწყობის სურვილი გასაგებია – ასაკის მატებასთან ერთად ერთმანეთთან შეგუება რთულია. ოცნებების და სურვილების მიუხედავად ზოგიერთი რამ ერთმანეთს გაშორებთ.
თქვენ კონტროლი ყურადღებად მიიღეთ, სისასტიკე კატეგორიულობად. თავიდან რატომ არ შეგაშინათ დისკომფორტმა, რომელსაც ქმრის გვერდით განიცდიდით? თუ ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდით? რატომ არ შეგაშფოთათ თქვენი გრძნობების და მოსაზრებების დამცირებამ? ოჯახში მამაკაცს მთავარ ნაწილად მიიჩნევთ და გსურთ დაემორჩილოთ? ფიქრობდით: ალბათ, ასეა საჭიროა ან შემდეგ შეიცვლება? რა როლს ანიჭებთ საკუთარ თავს და შვილს?
ის, რასაც მოდურ სიტყვას „ტოქსიკურ“ ურთიერთობას უწოდებთ, განიმარტება, როგორც ოჯახური ძალადობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ თავიდან მისი ქცევა გაკმაყოფილებდათ და საკუთარ გრძნობებს ღირებულად არ მიიჩნევდით. თუ ყველაფერი ჩვეული და ნაცნობი იყო? იქნებ ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც უხეშობა და დამცირება ფსიქიკურ ძალადობად არ ითვლებოდა?
თითოეულ ადამიანს თავისი ლიმიტი აქვს, რომლის შემდეგ ურთიერთობას წყვეტს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესმის საკუთარი სამყარო და გრძნობები. ერთს სცემენ, მაგრამ თვლიან, რომ არაფერი საშინელი არ ხდება, სხვისთვის სიტყვა „სულელი“ შეიძლება დაშორების მიზეზი გახდეს. ჩვენი საკითხი აჩვენებს, რომ იმ წერტილამდე ვერ მიაღწიეთ და დაშორებისთვის ჯერ მზად არ ხართ.
დაფიქრდით, რა გაიძულებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას? რაში სჭირდება თქვენს შვილს ასეთი მამა? რას ისწავლის მისგან? რა ღირებულებებს და გრძნობებს? როგორი იქნება ბავშვის ფსიქიკა უხეშ, მაკონტროლებელ და დამამცირებელ გარემოში გაზრდით?
სანამ თქვენი დამამცირებელი, მონური მდგომარეობის შედეგებს არ გაიაზრებთ, სანამ ბავშვის ბედი არ შეგაშინებთ, ვერავინ მიგანიშნებთ, თუ როგორ იმოქმედოთ. თქვენ იგრძნობთ, როცა არანაირი სარგებელი, არანაირი პლიუსი ურთიერთობაში თქვენს ქორწინებას ვერ გადაარჩენს. დაე, მის გარეშე ცხოვრება რთული იყოს, მაგრამ სუნთქვა გაგიადვილდებათ და ცხოვრებით ტკბობას შეძლებთ.