
ყოველდღიურად, მრავალი ჩვენგანი ასრულებს მაკიაჟს ტუჩის მბზინავი საცხით. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს პროდუქტი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუმცა, არსებობს რამდენიმე “მაგრამ”. დღეს კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები ამ საკითხით შეწუხდნენ, თანაც, საფუძვლიანად. ხანგრძლივი კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ჩვენთვის ამდენად ჩვეულებრივი ტუჩსაცხი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და ტუჩის კიბოს განვითარებასაც კი უწყობს ხელს.
განგაშის სიგნალი
ამერიკელი დერმატოლოგის, ბრუს რობინსონის თქმით, ტუჩსაცხი ტუჩებზე ისე მოქმედებს, თითქოს მზეზე გამადიდებელი შუშა გქონდეთ მიმართული სახისკენ: ამ შემთხვევაში, შუშა რამდენჯერმე მეტ შუქს იზიდავს. სისველე, რომელსაც ტუჩსაცხი შეიცავს, ანადგურებს ტუჩებზე არსებულ დამცავ ფენას, რაც დამღუპველი ულტრაიისფერი სხივების უფრო ღრმად შეღწევას უწყობს ხელს.
ილტრაიისფერი სხივები კანს ასუსტებს, ართმევს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, უარეს შემთხვევაში კი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად 350 ათას ადამიანს ესმება ტუჩის კიბოს დიაგნოზი, შემთხვევაში 90% კი ეპირმოიდული კიბოა – ონკოლოგიური დაავადების ნაკლებად საშიში ფორმა. თუმცა, თუ მკურნალობას დროულად არ დაიწყებთ, იგი სხვა ორგანოებზეც გავრცელდება.
ნაკლებად სერიოზულ, თუმცა, მაინც საშიშ სიმპტომებს, რომლებიც ტუჩსაცხის გამოყენებას მოჰყვება, მიეკუთვნება ტუჩის კანზე არაონკოლოგიური ახალწარმონაქმნები. ეს წარმონაქმნები მზის ზეგავლენის ქვეშაც ჩნდება და იზრდება. მსგავსი პათოლოგიების ერთ-ერთი სახეობაა აკტინიკური კერტოზი, რომელიც კანის მონაკვეთს აქერცლილი კანით ფარავს, შედეგად კი ჩნდება მეჭეჭი. გარდა ამისა, ტუჩსაცხი, მზის სხივების მოზიდვით, ტუჩებზე პიგმენტურ ლაქებსაც აჩენს.
ამრიგად, ყველასთვის საყვარელი მბზინავი სტრუქტურა მაგნიტივით მოქმედებს მზის სხივებზე და ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამ შემთხვევაში, მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ შეარჩიოთ SPF-ფილტების მქონე პროდუქტი, რომელიც დაიცავს ტუჩებს უი-სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხშირად ჩნდება ტუჩსაცხის გამოყენების შედეგად – ესაა დისკომფორტის შეგრძნება 9წვა და ქვიშის შეგრძნება ტუჩებზე). ამის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის პროდუქცია ან მის შემადგენლობაში არსებული მენთოლი ან წიწაკა, რომელსაც ტუჩების შესიების მიზნით იყენებენ. მსგავსი ეფექტი წმენდს ტუჩის კანს და იწვევს მის ნაადრევ დაბერებას, აგრეთვე, ალერგიულ რეაქციებს. ეს კი ნამდვილად არაა შედეგი, რომელსაც კოსმეტიკური საშუალებებისგან ველით.
როგორ შევამციროთ პოტენციური მავნებლობა?
- პირველ რიგში, აირჩიეთ ხარისხიანი ტუჩსაცხი. არასდროს შეიძინოთ იაფფასიანი პროდუქტი უცნობი მწარმოებლისგან.
- მეორეც, ეცადეთ, არ წაისვათ ტუჩსაცხი მზიან ამინდში: მზის სხივები ისედაც მავნეა კანისთვის, ხოლო, თუ მათ მოქმედებას ტუჩსაცხის კომპონენტები აძლიერებს, ეს მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.
თუ გსურთ, ტუჩის მბზინავი საცხი მაინც გამოიყენოთ, არ წაისვათ იგი დღეში 1-2-ზე მეტჯერ. სხვათა შორის, მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ქალები, რომლებიც დღეში ტუჩსაცხს სამჯერ ისვამენ, ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ, 16 კგ ამ კოსმეტიკურ საშუალებას “მიირთმევენ”! 4 კგ-ს კი ყლაპავს ქალის პარტნიორი, რომელიც მას ჰკოცნის შეღებილ ტუჩებზე. არამგონია, ასეთი “სადილი” ორგანიზმისთვის კარგი იყოს, რამდენადაც პომადების შემადგენლობაშია:
- კარმინი (იწვევს ალერგიას);
- ლანოლინი (ნეგატიურად მოქმედებს საკვების მომნელებელ სისტემაზე);
- ვაზელინი (აშრობს კანს, გაიძულებთ კოსმეტიკური საშუალებების მოხმარების გახშირებას).
ყურადღებით დააკვირდით ტუჩების მდგომარეობას! თუ შენიშნეთ
- თეთრი ლაქები;
- ნარინჯისფერი ლაქები;
- დიდხანს ღია ნახეთქები ან ჭრილობები
მაქსიმალურად სწრაფად მიმართეთ დერმატოლოგს. შესაძლოა, ეს საშიში დაავადების პირველი ნიშანი იყოს, საწყის სტადიებზე კი ყველაფრის მკურნალობა უფრო მარტივია.
როგორ ავირჩიოთ ტუჩის მბზინავი საცხი?
თუ ამ პროდუქტზე უარის თქმა არ გსურთ, რამდენადაც იგი ტუჩებს მოცულობასა და სიმკვეთრეს მატებს, ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ. იქ არ უნდა ერიოს მავნე მინარევები (უ.ს. მინიმალური რაოდენობით უნდა იყოს), და აუცილებლად უნდა ეწეროს
- А, Е, С ვიტამინები;
- დამატენიანებელი კომპონენტები;
- ეთერზეთები, რომლებიც ტუჩებზე დამცავ ფენას წარმოქმნის.
საღებავების რაოოდენობაც მინიმალური უნდა იყოს.
რა უფრო მავნეა, მბზინავი საცხი თუ პომადა?
ალბათ, თქვენ იფიქრეთ, რომ პრობლემას მბზინავი საცხის ჩვეულებრივი პომადით ჩანაცვლება გადაჭრის, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ დაგეხმარებათ. საქმე ისაა, რომ პომადას თითქმის ანალოგიური შემადგენლობა აქვს, უბრალოდ, მბზინავ საცხში მეტი თხევადი ზეთი, ნაკლები ცხიმი და მბზინავებია.
ამრიგად, თუ ორ კოსმეტიკურ საშუალებას შორის არჩევნის გაკეთებას აპირებთ, შეარჩიეთ ტუჩის მბზინავი საცხი, რომელსაც ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო შემადგენლობა ექნება.